ფლორენტინო პერესი გასახდელში, რონალდო პსჟ-ში?
"როცა ლიგას ნოემბერშივე აგებ" - ასეთი სათაური ამშვენებს "მარკას" "ბეტისი"-"რეალის" მიმოხილვას.

გასაგებია საითკენ "უკაკუნებს" ესპანური გამოცემა, რომელიც ზოგადად შემჩნეულია ჟოზე მოურინიოს "სიყვარულში".

"რეალმა" სეზონში მესამე მარცხი განიცადა, მისმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ კი, რომელსაც 125 მილიონად "პარი სენ ჟერმენი" ეპატიჟება, ვერც ახლა გააწყო რამე.

თამაში ახალი დასრულებული იყო, როცა ფლორენტინო პერესი ვიპ-ლოჟიდან "რეალის" გასახდელში ჩავიდა, ის მოურინიოსაც დაელაპარაკა და ფეხბურთელებსაც.

პრესკონფერენციაზე კი პორტუგალიელი თავკაცი ლამის ყველას გადაწვდა საკუთარი თავის გარდა, თუმცა ამის შესახებ ხვალინდელ ნომერში იხილავთ. მოკლედ, "სამეფო კლუბი" კრიზისშია...

ბარსამ - რეალს, მესიმ - რონის ჩაუქროლეს

წუხელ ვალენსიაში "ბარსელონამ" მხოლოდ მეორე ტაიმში შეძლო "ლევანტეს" კარის აღება, გოლი ანდრეს ინიესტასა და ლეო მესის კომბინაციას მოყვა, არგენტინელმა თავზე გადაუგდო ბურთი მეკარეს.

მალე ამ ორის კომბინაციას კიდევ ერთი გოლი მოყვა. შემდეგ ინიესტამ თავად გაიტანა და ფაბრეგასსაც გაატანინა - 0:4. "ბარსა" "რეალს" უკვე 11 ქულით უსწრებს!

პარასკევის მატჩი

"რეალ სოსიედადს", თითქოს, არ უნდა შეშლოდა ხელი, ზედიზედ მე-3 გამარჯვების მოეპოვებაში, მაგრამ პარასკევის მატჩში ბასკურმა კლუბმა ეს ვერ შეძლო.

ის კი არა, ბოლო წუთებზე კლაუდიო ბრავოს, რომ არ ეყოჩაღა და ორი ბურთი არ მოეგერიებინა ლამას და ტიმორის დარტყმების შემდეგ, "ოსასუნა" მოიგებდა კიდევაც. საერთო ჯამში კი პარასკევის მატჩმა ვერ გაამართლა, მიუხედავად იმისა, რომ ბასკურ-ნავარული დერბი იყო, და ლოგიკური 0:0-ით დასრულდა.

ლეოს გმირობა

მართალია, 20 წლის ლეო კარილიო ბაპტიშტაო მთლად მესი ვერ არის, მაგრამ "რაიო ვალეკანოს" ლიდერად უკვე ჩამოყალიბდა.

სწორედ ბრაზილიელმა შემტევმა შეუცვალა მიმდინარეობა დუნე თამაშს, რომელიც ლოგიკურ 0:0-მდე მიდიოდა - მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ავატეს კარში დაახლოებით 25 მეტრიდან გაიტანა.

მატჩის ბოლომდე კი ანდრეა დელიბაშიჩსაც გაატანინა. სხვათა შორის, 0:0-ზე ლეოს თავური გოლი არ ჩაუთვალეს, თუმცა მართებულად, ის თამაშგარეში იმყოფებოდა. "მალიორკამ" სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, მაგრამ ბოლო 8 ტურში 24 შესაძლებელიდან მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა.

ანგოლელის გოლით

"ვალიადოლიდმა" მორიგი სამი ქულა 29 წლის მატეუშ ალბერტო კონტრეირაშის, იგივე მანუჩოს ერთადერთი გოლის წყალობით მოიპოვა.

ანგოლელმა მეორე ტაიმში გაუტანა "გრანადას" გოლკიპერ ტონიოს. უკვე ცხადია, რომ ანდალუსიელებს მძიმე ბრძოლა ელით ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად. გამარჯვებულთა რიგებში განსაკუთრებით ოსკარი გამოირჩეოდა, რომელსაც "მეორე ახალგაზრდობა" დაუდგა.

ვალენსიას ცემა

ოთხტურიანი მოუგებელი სერია მანუელ პელეგრინის გუნდმა დაასრულა თანაც როგორ და ვისთან - "ვალენსია" 4:0 გაანადგურა. ის კი არა, ანდალუსიელებს მეტი ანგარიშით რომ მოეგოთ, უფრო ლოგიკური იქნებოდა.

ანგარიში გოლი-შედევრით გაიხსნა, რომლის ავტორიც ფრანსისკო პორტილიოა. ამის მერე ხოაკინმა და სავიოლამ უხვად ანიავეს მომენტები, სანამ ამ უკანასკნელმა 75-ე წუთზე 2:0 არ გახადა.

ამას მოყვა შეცვლაზე შესული როკე სანტა კრუსის გოლი და ადილ რამის გაძევება. ისკომ "მალაგას" ფანტასტიკური საღამო მე-4 გოლით დაასრულა.

შოკი სევილიაში

მადრიდის "რეალმა" სეზონში მესამე მარცხი განიცადა! ბენიატ ეჩებარიას ბრწყინვალე გასროლა იკერ კასილიასის კარში ერთადერთი გამოდგა მატჩში. პეპე მელის გუნდმა ტურის მთავარი სიურპრიზი შემოგვთავაზა და "სამეფო კლუბის" საჩემპიონო ამბიციას დიდი დარტყმა მიაყენა.

ასე თუ გაგრძელდა, "რეალს" მეორე ადგილისთვის სერიოზული ბრძოლა ელის, ტიტულის შენარჩუნებას ვინ ჩივის. არბიტრმა ქარიმ ბენზემას ორი გოლი არ ჩაუთვალა, თუ პირველ ეპიზოდში კრიშტიანო რონალდო მართლაც იყო თამაშგარე მდგომარეობაში, მეორე გოლი ნაღდი იყო.

100%-იანი კალდერონი

საოცარია, მაგრამ სტუმრებმა ტურში პირველი გოლი მხოლოდ გუშინ გაიტანეს - ეს "რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა პედრო ლეონმა მოახერხა, "ხეტაფეს" ლიდერმა "ესპანიოლის" კარში გაიტანა. ბოლო წუთზე კი "ხეტაფეს" მცველმა მანემ დიეგო კასტროს პასით ორამდე გაზარდა უპირატესობა. "ესპანიოლი" ბოლო ადგილზე დარჩა.

სხვა თამაშებში, ბილბაოს "ატლეტიკი" "სან მამესზე" დაუზავდა "დეპორტივოს" - 1:1. მარკელ სუსაეტას ჩაწოდებას ოსკარ დე მარკოსი გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ხუან კარლოს ვალერონის პასს თავური აბელ აგილარმა შეაგება.

"ატლეტიკო" ინარჩუნებს 100%-იან შედეგს "ვისენტე კალდერონზე" - გუშინ "როხიბლანკომ" 4:0 გაანადგურა "სევილია", რომელსაც სამი კაცი გაუძევეს (თუმცა თამაში 9 კაცით დაასრულა, ანტონიო ლუნამ წითელი ბარათი სათადარიგოთა სკამზე მიიღო).

ესპანეთი. ლა ლიგა. XIII ტური

სოსიედადი-ოსასუნა 0:0

რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ზურუტუზა (73. პარდო), ილარამენდი - ველა, ჩაბი პრიეტო (69. გ. კასტრო), გრიზმანი - იფრანი (82. აგირეჩე).

ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - დამია, არიბასი, ფლანიო, ნანო - ოიერი, ლო - სეხუდო (46. ლამა), არმენტეროსი (85. ტიმორი), სისი - კიკე სოლა (62. ომვუ).

გაფრთხილება: გონსალესი, ილარამენდი, დე ლა ბელა - ნანო, სოლა, არიბასი, არმენტეროსი

კუთხური: 9-4; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 13-19 (3-5); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 20 500

ვალეკანო-მალიორკა 2:0

გოლები: 1:0 ლეო კარილიო (87), 2:0 დელიბაშიჩი (89)

რაიო ვალეკანო (4-4-1-1): კობენიო - ტიტო, როდრი (57. ლაბაკა), ამატი, ნაჩო - ხოსე კარლოსი (50. ფ. ვასკესი), ტრაშორასი, ფუეგო, პიტი - ა. დომინგესი (79. დელიბაშიჩი) - ლეო კარილიო.

მალიორკა (4-2-3-1): ავატე - ნსუე, ჟერომელი, ა. კონსეისაო, ბიგასი - პინა (85. ალფარო), ფონტასი - ჯოვანი დოს სანტოსი (65. არისმენდი), ვიქტორი, მ. პერეირა (75. ჩ. ნავარო) - ჰემედი.

გაფრთხილება: ფუეგო, ლო - ჰემედი, პინა, ნავარო

კუთხური: 10-1; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 19-9 (4-5); ბურთის ფლობა: 63%-37%.

მაყურებელი: 11 500

ვალიადოლიდი-გრანადა 1:0

გოლი: 1:0 მანუჩო (63)

ვალიადოლიდი (4-2-3-1): დ. ერნანდესი - რუკავინა, რუედა, პენია, ბალენსიაგა - რუბიო, ვ. პერესი - ებერტი (74. ბუენო), ოსკარი (87. სასტრე), ომარი - მანუჩო (80. გერა).

გრანადა (4-2-3-1): ტონიო - ნიომი (78. მაჩისი), დიახატე (86. ი. ლოპესი), ბ. გომესი, სიკეირა - ირინეი, მ. რიკო - ტორჟე, ორელიანა (67. ფლორო ფლორესი), დ. ბენიტესი - ელ-არაბი.

გაფრთხილება: ოსკარი - დიახატე, გომესი, ბენიტესი, ფლორესი

კუთხური: 4-3; ჯარიმა: 7-16; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 10-14 (5-1); ბურთის ფლობა: 62%-38%.

მაყურებელი: 17 500

მალაგა-ვალენსია 4:0

გოლები: 1:0 პორტილიო (8), 2:0 სავიოლა (75), 3:0 სანტა კრუსი (81), 4:0 ისკო (92)

მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, ელიზეუ - ტულალანი (89. ბუონანოტე), ნაჩო კამაჩო - ხოაკინი (77. სანტა კრუსი), ისკო, პორტილიო - სავიოლა (84. სება ფერნანდესი).

ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი, რამი, რ. კოშტა, სისოკო - გაგო, ტინო კოსტა (78. პარეხო) - ფეგული, ბანეგა (54. ჟონასი), გუარდადო (68. პიატი) - ვალდესი.

გაფრთხილება: ხოაკინი, ველიგტონი - გუარდადო, ბანეგა, ფეგული, კოსტა, რამი

გაძევება: რამი (84)

კუთხური: 8-4; ჯარიმა: 16-19; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 22-5 (6-1); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 24 500

Video

მალაგა - ვალენსია 4:0

ბეტისი-რეალი 1:0

გოლი: 1:0 ბენიატი (16)

ბეტისი (4-2-3-1): ადრიანი - ა. ლოპესი (76. ნაჩო), ამაია, დორადო, ა. მარტინესი - კანიასი, ბენიატი - აგრა, სევილია (80. ნოსა), ხუან კარლოსი (68. მოლინა) - რ. კასტრო.

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, ფ. კოენტრაო - ხედირა (46. კაკა), ჩაბი ალონსო - დი მარია (62. კალეხონი), იოზილი (46. მოდრიჩი), რონალდო - ბენზემა.

გაფრთხილება: სევილია, ადრიანი, ბენიატი - პეპე, რამოსი

კუთხური: 1-10; ჯარიმა: 22-9; თამაშგარე: 3-9; კარში დარტყმა: 9-18 (3-8); ბურთის ფლობა: 32%-68%.

მაყურებელი: 48 500

Video

ბეტისი - რეალი 1:0

ესპანიოლი-ხეტაფე 0:2

გოლები: 0:1 პედრო ლეონი (17), 0:2 მანე (90)

ესპანიოლი (4-2-3-1): კ. ალვარესი - ვ. სანჩესი, რ. როდრიგესი, ფორლინი, ვ. ალვარესი - ბაენა (46. სტუანი), კ. გომესი (46. ხ. ლოპესი) - ალფონსო (65. ალბინი), ვერდიუ, ვაკასო - ლონგო.

ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, ალექსისი, ლოპო, მანე - მიჩელი, ხ. ტორესი - პედრო ლეონი (86. მ. ტორესი), ბარადა (68. ლასენი), ლაფიტა - ა. ვასკესი (76. დ. კასტრო).

გაფრთხილება: ფორლინი, ლოპესი - ლეონი, მიჩელი

კუთხური: 6-4; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 11-10 (4-7); ბურთის ფლობა: 60%-40%.

მაყურებელი: 20 500

ბილბაო-დეპორტივო 1:1

გოლები: 1:0 დე მარკოსი (24), 1:1 აგილარი (52)

ბილბაო (4-3-3): ირაისოსი - ირაოლა, ეკიზა, ამორებიეტა, აურტენეჩე (70. ი. გომესი) - დე მარკოსი, იტურასპე, ანდერი - სუსაეტა, ფ. ლორენტე, მუნიაინი.

დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ლაურე, როდერიკი (79. ინსუა), აიტამი, აიოსე - ბერგანტინიოსი, აგილარი - გამა, ვალერონი (71. კამუნიასი), პიცი - რიკი (83. ბოდიპო).

გაფრთხილება: ამორებიეტა, იტურასპე, აურტენეჩე, დე მარკოსი - აიოსე, აგილარი, ლაურე

კუთხური: 13-4; ჯარიმა: 16-8; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 26-9 (6-5); ბურთის ფლობა: 61%-39%.

მაყურებელი: 38 000

ატლეტიკო-სევილია 4:0

გოლები: 1:0 ფალკაო (22-პენ), 2:0 სპაჰიჩი (40 ს.კ.), 3:0 კოკე (44), 4:0 მირანდა (92)

ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე (77. რ. გარსია), ტიაგო, გაბი (73. ემრე), არდა თურანი - ფალკაო, დ. კოშტა (64. კ. როდრიგესი).

სევილია (4-2-3-1): პალოპი - სისინიო, ფასიო, სპაჰიჩი, ფ. ნავარო - მადურო, კონდობია (25. ბოტია) - ხესუს ნავასი (76. ერვასი), რაკიტიჩი, რეიესი (61. პეროტი) - ბ. დიავარა.

გაფრთხილება: კოკე, კოშტა - სპაჰიჩი, მადურო, რაკიტიჩი

გაძევება: ფასიო (20), ლუნა (80. მოედანზე არ იყო), რაკიტიჩი (83)

კუთხური: 7-0; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 18-2 (7-2); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 50 500

ლევანტე-ბარსელონა 0:4

გოლები: 0:1 მესი (47), 0:2 მესი (52), 0:3 ინიესტა (57), 0:4 ფაბრეგასი (63)

ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ლელი, ბალესტეროსი, დ. ნავარო, ხუანფრანი - დიოპი, იბორა - ელ-ჟარი (60. რიოსი), ბარკერო, ხუანლუ (74. მიჩელი) - მარტინსი (67. ანხელი).

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში (13. მონტოია), პიკე, პუიოლი, ალბა (74. ადრიანო) - ჩავი (77. ტ. ალკანტარა), ბუსკეტსი, ფაბრეგასი - პედრო, მესი, ინიესტა.

შენიშვნა: ბარკერომ (87) ვერ გაიტანა პენალტი

გაფრთხილება: ფაბრეგასი, პუიოლი

კუთხური: 4-8; ჯარიმა: 7-5; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 10-11 (4-7); ბურთის ფლობა: 25%-75%.

მაყურებელი: 21 000

Video

ლევანტე - ბარსელონა 0:4

სარაგოსა-სელტა დღეს. 00:00

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

ბარსელონა

13

12

1

0

43-15

37

2

ატლეტიკო

13

11

1

1

29-11

34

3

რეალი

13

8

2

3

32-10

26

4

მალაგა

13

6

4

3

19-9

22

5

ბეტისი

13

7

1

5

20-22

22

6

ლევანტე

13

6

2

5

15-20

20

7

ხეტაფე

13

6

1

6

16-19

19

8

ვალეკანო

13

6

1

6

18-29

19

9

ვალიადოლიდი

13

5

3

5

18-14

18

10

სევილია

13

5

3

5

18-18

18

11

ვალენსია

13

5

3

5

16-18

18

12

სოსიედადი

13

5

2

6

16-16

17

13

სარაგოსა

12

5

0

7

15-21

15

14

ბილბაო

13

4

3

6

18-27

15

15

მალიორკა

13

3

3

7

13-22

12

16

სელტა

12

3

2

7

14-18

11

17

დეპორტივო

13

2

5

6

19-28

11

18

გრანადა

13

3

2

8

11-20

11

19

ოსასუნა

13

2

4

7

11-15

10

20

ესპანიოლი

13

2

3

8

13-22

9

ბომბარდირები

19 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 12 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 11 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 8 - არიც ადურისი (ბილბაო).

მომდევნო ტური

30 ნოემბერი

ოსასუნა-რაიო ვალეკანო.

1 დეკემბერი

ხეტაფე-მალაგა, ვალენსია-რეალ სოსიედადი, ბარსელონა-ბილბაო, რეალი-ატლეტიკო.

2 დეკემბერი

გრანადა-ესპანიოლი, დეპორტივო-ბეტისი, სელტა-ლევანტე, მალიორკა-სარაგოსა, სევილია-ვალიადოლიდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სიყვარულს რას გაუგებ - იამალს მხოლოდ ასაკოვანი ქალები მოსწონს
ლაპორტა: პუტინის და მადუროს მსგავსი არ ვიქნები
[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "ლივერპული" "ლიდსთან" ფრეს დასჯერდა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
[VIDEO] შოთა ნონიკაშვილმა უკრაინის პრემიერლიგაში გაიტანა!
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
"მართალია ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ..." - პიმბლეტმა გეიჯისთან ბრძოლის წინ თოფურიაზე ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები