ქართველმა მოციგურავემ საბოლოოდ 156,96 ქულა მოაგროვა და ქსენია მაკაროვა, სოფია ბირიუკოვა და ჰარუკა იმაი მოიტოვა
სპორტის ზამთრის სახეობების წარმომადგენლებისთვის ახალი სეზონი არც ისე დიდი ხნის წინათ დაიწყო.

ფიგურულად მოციგურავეებმა გრანპრის სერიაში იასპარეზეს, რომელიც 6 ეტაპისგან შედგებოდა. ევროპის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორმა ელენე გედევანიშვილმა ნოემბრის დასაწყისში კანადის მე-2 ეტაპზე მოსინჯა ძალები.

მოკლე პროგრამის შემდეგ 10 უძლიერეს სპორტსმენს შორის პირველი იყო, მაგრამ თავისუფალ პროგრამაში ვერ იყოჩაღა და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.

გასულ უქმეებზე ქართველი მოციგურავე გრანპრის ბოლო ეტაპზე ამ სახეობის ელიტის წარმომადგენლებს იაპონიაში დაუპირისპირდა.

შედეგები ამჯერად უფრო მოკრძალებული გამოდგა: მოკლე პროგრამით 57,50 ქულას მოუყარა თავი და 9 მონაწილეს შორის მე-6 იყო. თავისუფალშიც 99,46 ქულით მე-6 საფეხურს ვერ ასცდა.

საბოლოოდ 156,96 ქულა მოაგროვა და მხოლოდ ქსენია მაკაროვა, სოფია ბირიუკოვა (ორივე - რუსეთი) და ჰარუკა იმაი (იაპონია) მოიტოვა.

საგულისხმოა, რომ შარშან მსგავს შეჯიბრებებზე ელენემ მე-10 და მე-8 ადგილები დაიკავა. იაპონიაში პირველ ადგილზე 185,27 ქულით ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი მაო ასადა (იაპონია) გავიდა. გამარჯვებულს 0,05 ქულით ჩამორჩა მისი თანამემამულე აკიკო სუძუკი, რომელსაც მეორე ადგილი ერგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა