საბერძნეთში დამთავრდა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს 22-ე ჩემპიონატი, რომელიც შვეიცარიული სისტემით, 11 ტურად წარიმართა
საბერძნეთში დამთავრდა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს 22-ე ჩემპიონატი, რომელიც შვეიცარიული სისტემით, 11 ტურად წარიმართა.

ქალებში მედლებისთვის შვიდი ქვეყნის 22 წარმომადგენელი იბრძოდა, მათ შორის - სამი საქართველოდან:

ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, მსგავსი ასპარეზობების ოთხგზის გამარჯვებული (1998, 1999, 2003, 2010) თამარ ხმიადაშვილი და საერთაშორისო ოსტატი ნინო მელაშვილი.

ბოლო ტურის წინ 7-7 ქულით ხმიადაშვილი და ყაზახი ოსტატი ელენა ანკუდინოვა მეწინავეობდნენ, რომლებსაც ნახევარ-ნახევარი ქულით რამდენიმე მოჭადრაკე ჩამორჩებოდა, ამიტომ ეს უმნიშვნელო ფორა ჩემპიონობის გარანტიას ვერ იძლეოდა.

ანკუდინოვამ მე-11 ტურში შავი ფიგურებით ოლგა ლოპატინთან (გერმანია) წააგო და, საერთოდ კვარცხლბეკს მიღმა აღმოჩნდა.

ხმიადაშვილი 44-ე სვლაზე დაუზავდა სვეტლანა მედნიკოვას და 7,5 ქულა მოაგროვა. ამდენივე ქულას მოუყარეს თავი მოქმედმა ჩემპიონმა გალინა სტრუტინსკაიამ და ელენა ფატალიბეკოვამ (ორივე - რუსეთი), რომლებმაც, შესაბამისად, ტატიანა ბოგუმილსა (რუსეთი) და მარია კიურზეკს (მაკედონია) სძლიეს.

ამ სამეულის ურთიერთშეხვედრებში საუკეთესო შედეგი სტრუტინსკაიას აღმოაჩნდა (1,5 ქულა), რომელმაც ტიტული შეინარჩუნა. ვერცხლის მედალი ხმიადაშვილს ერგო, მესამე ადგილზე ფატალიბეკოვა გავიდა.

ჩემპიონატის რეიტინგფავორიტმა ნონა გაფრინდაშვილმა ბოლო ტურში უზბეკ ენი ციგანკოვას აჯობა, ხოლო ნინო მელაშვილმა ელენა აფანასიევა (რუსეთი) დაჯაბნა, მაგრამ ჩვენებურები კვარცხლბეკს ვერ შესწვდნენ: 6,5-6,5 ქულით, შესაბამისად, მეშვიდე-მერვე ადგილები გაინაწილეს.

მამაკაცებში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. იენს კრისტიანსენი (დანია, 9 ქულა), 2. ანატოლი ვაისერი (საფრანგეთი, 8,5), 3. ევგენი სვეშნიკოვი (ლატვია, 8,5). ქართველებს ამ შეჯიბრებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა