მას "პიკენბაუერს" ეძახიან, რითაც ლეგენდარულ გერმანელ მცველ ფრანც ბეკენბაუერთან საფეხბურთო სტილში მსგავსებას უსვამენ ხაზს...

მას "პიკენბაუერს" ეძახიან, რითაც ლეგენდარულ გერმანელ მცველ ფრანც ბეკენბაუერთან საფეხბურთო სტილში მსგავსებას უსვამენ ხაზს. 23 წლის ჟერარდ პიკემ მართლაც დაიმსახურა ეს წოდება, კარგი თამაშით და უამრავი ტიტულით, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა.

"პარაგვაის ნაკრებმა ძალიან გაგვიძნელა მიზნის მიღწევა. მათ მჭიდროდ ითამაშეს დაცვაში და თავის გამოჩენის შანსებიც ჰქონდათ, პენალტიც კი. მაგრამ, პენალტის შემდეგ, ჩემი აზრით, ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს. შევქმენით გოლის გატანის შესაძლებლობები და, მიუხედავად იმისა, რომ პენალტი ჩვენც ვერ გავიტანეთ, საბოლოოდ გამარჯვების გოლის გატანა მაინც შევძელით", - ამბობს "ბარსელონას" მცველი.

ჟერარდ პიკემ ხოტბა შეასხა იკერ კასილასს, გუნდის კაპიტანს: "ის ბრწყინვალე იყო ამ მატჩში. საუკეთესო ფეხბურთელი. იკერმა ჯერ პენალტი აიღო, ბოლოს კი ორი ძალიან რთული დარტყმა მოიგერია. დიდი პატივია, როცა გუნდში ასეთი მეკარე გყავს. მას შეუძლია გამოუვალ მდგომარეობაშიც კი გადაარჩინოს გუნდი".

"ლა როხას" მცველი უკვე მომავალ მეტოქეზე ფიქრობს: "გერმანიის ნაკრები დიდებული გუნდია, ბრწყინვალე ფეხბურთელებით. ძალიან სერიოზული დაპირისპირება გველის. მეტოქე სასწაულ ფორმაშია და ინგლისისა და არგენტინის განადგურების შემდეგ - ბრწყინვალე განწყობაზე. მაგრამ ჩვენც კარგად ვთამაშობთ, ბოლო ორ მატჩში დაცვაში უკეთ ვითამაშეთ და გოლი არ გავუშვით".

პიკე ევრო-2008-ის ფინალთან განსხვავებასაც იოლად პოულობს: "ორივე გუნდში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც არ უთამაშია იმ ფინალში, თუნდაც მე. ასე რომ, ეს რემატჩი კი არა სულ სხვა განსხვავებული შეხვედრა იქნება. ყველაფერს გავიღებთ, რომ გამარჯვებული ისევ ესპანეთი გამოვიდეს", - ამბობს პიკე.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა