თელ ავივის "მაკაბი" ჰოლონში "ჰაპოელს" შეხვდა და 100:72 გაანადგურა, თუმცა ქართველი ცენტრი მოედანზე არ გამოჩენილა
ისრაელის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩი გამოტოვა გიორგი შერმადინმა. თელ ავივის "მაკაბი" ჰოლონში "ჰაპოელს" შეხვდა და 100:72 გაანადგურა, თუმცა ქართველი ცენტრი მოედანზე არ გამოჩენილა.

შერმადინმა ბოლო სამ მატჩში მხოლოდ 3 წუთი ითამაშა, ისიც ევროლიგაში, გასულ პარასკევს.

მისი უთამაშებლობის მიზეზი მცირე ტრავმაა, რის გამოც ქართველ ცენტრს ბოლომდე არ ტვირთავენ.

შერმადინის არყოფნაში მაკაბელები შიდაჩემპიონატში წარმატებულ სვლას განაგრძობენ. მათი მორიგი მსხვერპლი "ჰაპოელი" გამოდგა. ეს ის ჰაპოელია, რომელიც 27 ნოემბერს თბილისში "არმიას" ევროჩელენჯის გათამაშებაში დაუპირისპირდება.

ამავე ტურში მარცხი განიცადა ჯეიკობ პულენის "ჰაპოელმა". იერუსალიმელებმა "აშქელონს" უმასპინძლეს და 85:91 დამარცხდნენ. პულენი სასტარტო ხუთეულში იყო და 27 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 5 პასი მიითვალა.

ჯეიკობმა 5-დან 2 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ხუთჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ექვსჯერ დაჯარიმდნენ.

6 მოგებით და 1 მარცხით "მაკაბი" პირველ ადგილზეა, ხოლო პულენის გუნდს 3 მოგების წილ 4 წაგება აქვს და მე-7 ადგილზე იმყოფება.

მომდევნო ტურში, 2 დეკემბერს, "მაკაბი თანაქალაქელ "ჰაპოელს" უმასპინძლებს, ხოლო იერუსალიმური "ჰაპოელი" სტუმრად "რიშონს" დაუპირისპირდება.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა