რატომ ირჩევენ ფეხბურთელები მეუღლეებად მოდელებს და რას საქმიანობენ ფეხბურთელების ცოლები?
რატომ ირჩევენ ფეხბურთელები მეუღლეებად მოდელებს და რას საქმიანობენ ფეხბურთელების ცოლები?

"ambebi.ge" ქართველი ფეხბურთელების ცოლებს დაუკავშირდა.

1.თბილისის დინამოს ფეხბურთელის, გიორგი მერებაშვილის მეუღლე სოფო ფაილოძეა. სოფომ და გიორგიმ 2010 წლის 10 ივნისს იქორწინეს. მათ ერთი შვილი ჰყავთ - 1 წლის ნატაშკა.

როგორც სოფო აცხადებს, მათი ურთიერთობა სოციალური ქსელებით დაიწყო.

"გიორგიმ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში მეგობრის სურათებში მნახა.

დაინტერესდა ჩემით და შემდეგ ერთმანეთი გავიცანით", - აცხადებს სოფო.

სოფო ფაილოძე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, მაგრამ ამ დროისთვის უმუშევარია.

აცხადებს, რომ ახლა გიორგის კარიერა უფრო პრიორიტეტულია, თავად კი მომავალში აუცილებლად აპირებს პროფესიით მუშაობას.

2. საქართველოს ნაკრების წევრი ალექსანდრე ამისულაშვილი ნინი ზარქუაზეა დაქორწინებული.

ერთმანეთი მეგობრების მეშვეობით გაიცნეს. მათ ორი შვილი - საბა და ანანო ჰყავთ.

ვინაიდან ალექსანდრე ახლა კრასნოდარში თამაშობს, ოჯახიც მასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად.

ნინის მოდელობა იზიდავს. რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად იყო ამ სფეროში ჩართული.

პროფესიით დიპლომატია, თუმცა პროფესიით მუშაობაზე ჯერ არ ფიქრობს.

ნინი ზარქუას ჰობი ნახატების შეგროვებაა. "ნახატებს ვაგროვებ. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს გალერეაში სიარული და ნახატების ყიდვა, ახალი მხატვრების გაცნობა", - განაცხადა ნინიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რთულია ფეხბურთელის მეუღლეობა, თუმცა წლების შემდეგ უკვე შეეჩვია.

3. საქართველოს ნაკრების წევრის, ბუბა დაუშვილის მეუღლე მოდელი ეკო ჭუმბურიძეა.

ბუბა ახლა ლვოვის "კარპატიში" თამაშობს.

ერთმანეთი საერთო მეგობრების დახმარებით გაიცნეს.

როგორც ეკომ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ფეხბურთელის მეუღლეობა საკმაოდ რთულია.

ბუბა ხშირად ენატრება.

4. ნუკრი რევიშვილის მეუღლე თიკო ჩხეიძეც მოდელია.

წყვილმა 2009 წლის ზაფხულში იქორწინა. ერთმანეთი ნუკრის მეგობრის ქორწილში გაიცნეს.

5. ლევან ყენიას მეუღლე წარმოშობით სერბია.

ენობრივი ბარიერის გამო კითხვები ცოლის შესახებ თავად ლევანს დავუსვით.

ლევან ყენიამ და სლავკა ყენიამ ერთმანეთი გერმანიაში გაიცნეს, 2012 წლის აპრილში კი შეუღლდნენ. ჯვრის დაწერას წყვილი მომავალ ზაფხულს, თბილისში აპირებს. მათ ერთი შვილი, ლიკა ჰყავთ.

სლავკა პროფესიით კოსმეტოლოგია, თუმცა ახლა არ მუშაობს. ლევანის თქმით, მისი მეუღლე ქალიშვილის მოვლითაა დაკავებული. აღმოჩნდა, რომ სლავკას ძალიან უყვარს ლიტერატურა.

6. მართალია, კახი კალაძე სპორტიდან პოლიტიკაში წავიდა, მაგრამ მისი სპორტული კარიერა დღემდე აქტუალურია.

არანაკლებ აქტუალურია მისი მეუღლის, ანუკი არეშიძის საქმიანობაც, რომელიც ბიჭოლა თეთრაძესთან ერთად დიზაინერულ ხაზს -"ANOUKI BICHOLLA"-ს უშვებს.

7. ტრადიცია არც ზურა ხიზანიშვილს დაურღვევია და ცოლად სალომე ღვინიაშვილი მოიყვანა.

სალომე და ქართული მოდა თითქმის სინონიმებია.

ბოლო პერიოდში ღვინიაშვილი ოჯახის მოვლით იყო დაკავებული, თუმცა მალევე "რუსთავი 2"-ზე შოუ ტოპ-გოგო გამოჩნდა, სადაც სალომე ახალგაზრდა მოდელებს წარმატების მიღწევაში დაეხმარა.

ქეთევან პატარქალიშვილი

eka
მათი ქმრები ძლივს დაღოღავენ სტადიონზე, ფუი მაგათ კაცობას! გაუმარჯოს რაგბისტების ცოლებს!
გივი
რა გვეფეხბურთება ნეტა
misha
რაც ქმრებიცა ყავთ ალხანები,ის ცოლებია ჩალხანები.თავისი თავისთვის კი ბატონო,თქვენ ისა თქვით ეროვნული ნაკრებისთვის რა აქვთ გაკეთებული;ისე ყველას არ ეხება რა თქმა უნდა.
dato
მათალიხარ ზაზა ამნაირებმა უნდა გააჩინონ ბევრი ბავშვები
zaza sigu
ანგელოზები და ჯიშიანები არიან, ამათ უნდა ყავდეთ 4 და მეტი შვილი რომ საქართველო გაალამაზონ. ბედნიერებას და გამრავლებას გისურვებთ.
nini
დღესდღეობით ქართული ფეხბურთი ,,გარდაიცვალა", სატრაბახო არაფერი აქვთ ლამაზ ცოლებს.
lika
ამ მზეთუნახავების მეუღლეებმა ფეხბურთი შემაჯავრეს!
kukura
ესენი უეჭველი მოდელომანები არიან
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა