"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი საჩემპიონო შანსებზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ "ლევანტესთან" გამარჯვების შემდეგ, რამაც კატალონიურ გრანდს მადრიდის "რეალთან" უპირატესობის გაზრდა შეაძლებინა, განაცხადა, რომ პრიმერაში საჩემპიონო რბოლა სულაც არ დასრულებულა.

"ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა. ჯერ მატჩების მხოლოდ მესამედია ჩატარებული და თან, "ატლეტიკო" საკმაოდ ახლოს გვყავს.

მახსენდება პირველი ერთობლივი სეზონი გვარდიოლასთან, როდესაც "რეალს" 11 ქულით ვუსწრებდით, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ "სანტიაგო ბერნაბუეზე" გადაწყდა, სადაც მოგება გვჭირდებოდა", - აქვეყნებს ტიტოს სიტყვებს goal.com.

"ბარსელონას" თავკაცმა ასევე აღნიშნა, რომ ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდის "ატლეტიკოს" დამაჯერებელი სტარტი მისთვის მოულოდნელობა სულაც არ იყო.

"ატლეტიკოს" ბრწყინვალე სტარტი გამოუვიდა, რაც სიურპრიზი არ უნდა იყოს, რადგან ამ გუნდის შესაძლებლობები ჯერ კიდევ გასულმა სეზონმა წარმოაჩინა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენთვის მთავარი ახლა ყურადღების მომავალ მეტოქესთან, ბილბაოს "ატლეტიკთან" მატჩზე გამახვილებაა", - თქვა ვილანოვამ.

"ბარსელონა" "ატლეტიკოს" 1 დეკემბერს უმასპინძლებს. მომდევნო დღეს კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდული დერბი შედგება - "რეალი"-"ატლეტიკო".

ასევე იხილეთ:

თუ კატალონია დამოუკიდებელი გახდა, "ბარსელონა" საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს?

ანდრეს ინიესტა: დარწმუნებული ვარ, რთული პერიოდი წინ გვაქვს

ესპანეთი. ლა ლიგა. XIII ტური: ნოემბერში დაკარგული ტიტული? [VIDEO]

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა