ცნობილ ფრანგ მწვრთნელს რეჟი დე კამერეს თავისი მოწაფეების მიმართ აღვირახსნილი ქმედებების გამო რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ცნობილ ფრანგ მწვრთნელს რეჟი დე კამერეს, რომელმაც 1970 წელს სენ-ტროპეში საჩოგბურთო სკოლა დააარსა, რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს თავისი მოწაფეების მიმართ აღვირახსნილი ქმედებების გამო.

საჩოგბურთო აკადემიის დაახლოებით 20-მა ყოფილმა მოსწავლემ (ყველანი ქალები არიან) სექსუალური ხასიათის ძალადობაში დაადანაშაულა მწვრთნელი, რომელმაც მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი ნატალი ტოზია აღზარდა.

ეს უკანასკნელი სასამართლო პროცესზე მოწმის როლში გამოვიდა. ის უარყოფდა დე კამარეს წინააღმდეგ ბრალდებას, მაგრამ სასამართლომ იპოვა დამამტკიცებელი საბუთები ორ დაზარალებულთან მიმართებაში, რომლებიც მაშინ 12 და 13 წლისანი იყვნენ.

ტოზიას მსგავსად, მწვრთნელიც უარყოფდა ყველა ბრალდებას, მაგრამ განაცხადა, რომ მაშინ სკოლაში "მიშვებული სიტუაცია" იყო.

რვაწლიანი პატიმრობის გარდა, დე კამარეს სამუდამოდ აუკრძალეს ჩოგბურთში მოღვაწეობა. სხვათა შორის, ამ ისტორიით ნატალი ტოზიაც დაზარალდა - თავისი პოზიციის გამო მას საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციაში თავისი პოსტის დატოვება მოუწევს.

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ 36 წლის ამერიკელი ჯენიფერ კაპრიატი დაადანაშაულეს თავისი ბოიფრენდის, აივენ ბრენანის დევნაში. თუმცა ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ ასეთი რამ გონებაშიც არ გაუვლია.

"მე, უბრალოდ, ვცდილობდი მასთან დალაპარაკებას, რადგან ის არ პასუხობდა ჩემს ზარებს. არანაირ დევნას ადგილი არ ჰქონია. ამას პოლიციაც დაადასტურებს, რომელმაც ყველა მისი განცხადება უარყო. ახლა აღარ მინდა ამ თემის განხილვა", - ამბობს კაპრიატი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა