თბილისელმა ჩოგბურთელმა სტარტზე WTA-ს რეიტინგში 414-ე ადგილზე მყოფი ქსენია პალკინა (რუსეთი) დაამარცხა
ოქსანა კალაშნიკოვამ ამას წინათ ინდოეთის ქალაქ პუნეში წყვილთა შეჯიბრება მოიგო. ერთკვირიანი შესვენების შემდეგ იგი დუბაის (არაბთა გაერთიანებული საემიროები) ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 75 000 დოლარი) ჩაება.

თბილისელმა ჩოგბურთელმა სტარტზე WTA-ს რეიტინგში 414-ე ადგილზე მყოფი ქსენია პალკინა (რუსეთი) დაამარცხა - 2:6, 6:0, 6:2, რითაც 14 სარეიტინგო ქულაც დაიმსახურა. წყვილებში იგი ტაილანდელ ტამარინ ტანასუგარნისთან ერთად მოსინჯავს ძალებს.

ანტალიის 10 000-იან ქალთა საერთაშორისო ტურნირში სცდიდა ძალებს მარიამ ბოლქვაძე, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში მასპინძელი იაქმურ აკდემირი დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში ჯელი რეის (შვეიცარია) დანებდა - 6:1, 2:6.

თურქეთის ამ საკურორტო ქალაქში ვაჟთა საერთაშორისო ტურნირიც (საპრიზო ფონდი 10 000 დოლარი) მიმდინარეობს. საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე, როგორც გაუწყეთ, გიორგი ჯავახიშვილმა ჰოლანდიელ ფაბიან ვან დერ ლანსთან პირველი სეტი ვერ დაასრულა ტრავმის გამო.

გიორგი რევაზიშვილმა ფიოდორ ჩერვიაკოვს (რუსეთი) კი აჯობა (6:3, 6:3), მაგრამ ფლორიან ბარტთან (გერმანია) ვერაფერს გახდა - 6:7, 3:6.

სამაგიეროდ, გიორგი ცივაძემ იყოჩაღა: ჯერ ვლადისლავ ლადიგინი (უკრაინა) ჩამოიშორა გზიდან - 6:0, 6:2, მერე ანდრეი საველიევი (რუსეთი) დაჯაბნა - 6:1, 6:2 და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე სლოვაკი მარეკ სემიანი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა