19-წლამდელთა შორის, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა ჩვენმა ჭ ბუკებმა კარგად დაიწყეს. ვლადიმერ გუცაევის გუნდი სასტარტო ტურში ბერძნების ძლევის (1:0) შედეგად ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა, მაგრამ...

19-წლამდელთა შორის, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა ჩვენმა ჭ ბუკებმა კარგად დაიწყეს. ვლადიმერ გუცაევის გუნდი სასტარტო ტურში ბერძნების ძლევის (1:0) შედეგად ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა, მაგრამ... ჩვენი 19-წლამდელები გუშინ პორტუგალიასთან სამი "მშრალი" გოლით დამარცხდნენ და პოზიციების დათმობაც მოუწიათ.

პორტუგალიელები პირველ თამაშს აზერბაიჯანთან 0:2-ს აგებდნენ და საბოლოოდ 2:2 ფრე გაახერხეს. როგორც ჩანს ჩვენი ჯგუფის მასპინძლებს აზერებთან მატჩი მწარედ დაამახსოვრდათ და მორიგი კავკასიური მეტოქის წინაშე გაცილებით მაღალ დონეზე ითამაშეს. როგორც გავიგეთ, თამაში პორტუგალიელთა უპირატესობთ წარიმართა და ეს საბოლოო ანგარიშშიც აისახა. პირენეელები სწრაფი გოლით შეეცადნენ დაწინაურებას და ტაიმის ჭუაწელს ანგარიშიც გახსნეს. შესვენებამდე ათი წუთით ადრე კი ორბურთიანი ფორაც შექმნეს. მეტოქემ ესეც არ იკმარა და მეორე ნახევარში სხვაობა სამამდე გაზარდა. ჩვენი გუნდიც არ იყო უქმად, მაგრამ პორტუგალიელები უხეშობასაც არ ერიდებოდნენ, რათა ჩვენი გუნდის შეტევები საჯარიმომდე შეეჩერებინათ. ამ უხეშობათა გამო მასპინძლებმა 4 ყვითელი ბარათი დაიმსახურეს, რაც ერთ გაძევებაში გადაიზარდა. დასკვნით 15 წუთში მეტოქე კაცნაკლული იყო, მაგრამ მაინც მშრალად შეძლეს კარის შენახვა.

ჩვენი ჯგუფის მეორე წყვილში საბერძნეთმა აზერბაიჯანის დამარცხება (1:0) შეძლო და ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდში 2 გამარჯვებული და 13 ჯგუფიდან 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი გადის, შესაბამისად, ჯგუფიდან გასვლის შანს ოთხივე გუნდი ინარჩუნებს. ყველაფერს 16 ოქტომბრის დასკვნითი ტური გადაწყვეტს, რომელშიც ჩვენი გუნდი აზერბაიჯანს ეთამაშება, პორტუგალია კი საბერძნეთს ხვდება.

პორტუგალია-საქართველო 3:0

საქართველო: ნადირაძე, კვეკვესკირი, კვირკველია, ბრაჭული (46. ფუტკარაძე), მირცხულავა, კობახიძე, ხუჭუა, აფაქიძე, ძალამიძე, ოქრიაშვილი (78. უგულავა), ჩაფიძე (46. ჩელებაძე).

სათადარიგოები: აზნიაშვილი, ლეგაშვილი, ელიზბარაშვილი

გოლები: 1:0 ელგაუ (23), 2:0 ბეტინიუ (35), 3:0 ბრუმა (61)

გაფრთხილება: ბეტინიუ (29), აგოშტინიუ (44), ფუტკარაძე (57), პინტუ (63), აგოშტინიუ (75)

გაძევება: აგოშტინიუ (75)

არბიტრი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)

თ მ ფ წ ბ ქ

1. პორტუგალია 2 1 1 0 5-2 3

2. საქართველო 2 1 0 1 1-3 3

3. საბერძნეთი 2 1 0 1 1-1 3

4. აზერბაიჯანი 2 0 1 1 2-3 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა