27 ნოემბერს დაწყებული საქართველოს ჩემპიონატის პირველი დღე მძიმეწონოსანთა ფინალით დაგვირგვინდა

დიღომში, ძიუდოს აკადემიაში თავისუფალ ჭიდაობაში 27 ნოემბერს დაწყებული საქართველოს ჩემპიონატის პირველი დღე მძიმეწონოსანთა ფინალით დაგვირგვინდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

ასეთ გამორჩეულად ლამაზ ჭიდაობას არათუ საქართველოში, მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზეც კი ვერ ნახავთ ხშირად. მოვლენათა ეპიცენტრში 18 წლის გორელი გენო პეტრიაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც ჯერ ნახევარფინალში დაიქუხა - მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანსა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ დავით მოძმანაშვილს მოუგო, ფინალში კი ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს მედალოსან გიორგი საკანდელიძეს კიდევ უფრო დამაჯერებლად სძლია.

პეტრიაშვილი ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი, ახალგაზრდებში კი ევროპისა და მსოფლიოს მესამე პრიზიორია. მასზე პირადი მწვრთნელი ვლადიმერ სხირელი შარშან ამბობდა, ის ჩემი ბოლო ტალანტი იქნება, რომელსაც ოლიმპიურ ჩემპიონობამდე მივიყვან და მწვრთნელობასაც დავანებებ თავსო.

პეტრიაშვილის ტალანტი იქნებ საეჭვო არც აქამდე ყოფილა, მაგრამ მაინც ჰქონდა ჩავარდნები (თუნდაც შარშან წაგებული ჭაბუკთა მსოფლიოს ფინალი გავიხსენოთ ამერიკელ ადამ კოენთან), 27 ნოემბერს კი სხირელის ოპტიმიზმი თვალნათლივ დაამტკიცა.

აშკარაა, მას მართლაც ყველა მონაცემი გააჩნია ოლიმპიურ მწვერვალზე ასასვლელად. გააჩნია, რამდენად მუყაითად იმუშავებს მომდევნო წლებში და რამდენად სწორად განვითარდება.

საქართველოს ჩემპიონატმა კი, მოლოდინისამებრ, დიდი ინტერესი გამოიწვია და ტურნირში ქვეყნის მართლაც ყველა უძლიერესი ფალავანი გამოდის.

იქნებ საერთო დონე არც ისე მაღალია - რაც უნდა იყოს, სეზონი მაინც ახლა იწყება და სპორტსმენები პიკში ჯერ ვერანაირად ვერ იქნებიან, თუმცა ურიგოც ნამდვილად არ ეთქმის.

ერთი ეგაა, რომ 27 ნოემბერს ჯერჯერობით ახალი სახეები არ გვინახავს. მისასალმებელია, რომ მთელ რიგ შემთხვევებში ახალგაზრდული ნაკრების წევრებმაც კარგად წარმოაჩინეს თავი, მაგრამ მათ მაინც ვერ მივიჩნევთ ახლებად...

55 კგ.

1. გიორგი ედიშერაშვილი (თბილისი); 2. გივი დავიდოვი (საჩხერე); 3. ლაშა ტალახაძე (ხაშური), ოთარ გოგავა (ქუთაისი).

ამ წონიდან ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წასვლამ ლიდერის ტახტი დააცარიელა, მოვლენები კი ლოგიკურად ვითარდება - ფავორიტის არყოფნაში ჩემპიონობა აქამდე წონის მეორე ნომერმა გიორგი ედიშერაშვილმა მოიპოვა.

ფინალში მან დაამარცხა რამდენიმე წლით უმცროსი დავიდოვი, რომელსაც წინა ორთაბრძოლები იქნებ ცუდად არ ჩაუტარებია, მაგრამ აქ ვერაფერს გახდა.

ედიშერაშვილმა საჩემპიონო შეხვედრა ნახევარფინალში მოიგო, როცა ახალგაზრდებში მსოფლიოს წლევანდელ ვიცე-ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს შეხვდა.

ხაშურელი ფალავნისგან იქნებ ცოტა მეტსაც ველოდით, რადგან ის ბოლო წლებში ახალგაზრდულ ნაკრებში წარმატებით ჭიდაობს, თუმცა ისიც სათქმელია, რომ წონაც შეიცვალა და თუმცა წარმატებას აქაც მიაღწია, ჯერ მაინც საადაპტაციო პერიოდი აქვს.

ედიშერაშვილს მასთანაც და დავიდოვთანაც ყველაფერი გამოსდიოდა. ჩემპიონს მეოთხედფინალშიც საინტერესო მეტოქე ჰყავდა - ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი რამაზ ზოიძე აჭარიდან.

თავის ასაკში ტიტულოვანი ეს ბიჭი საინტერესო იმითაა, რომ ერთდროულად გამოდის ჭიდაობის ორივე სტილში და ზემოჩამოთვლილი წოდებები სულაც ბერძნულ-რომაულში მოიპოვა, იმის მიუხედავად, რომ ვარჯიში თავიდან "თავისუფალში" დაიწყო.

66 კგ.

1. კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი); 2. ზურაბ იაკობაშვილი (ყვარელი); 3. მალხაზ ზარქუა, კობა კაკალაძე (ორივე - აჭარა).

ამ წონაში კვლავაც გრძელდება კონსტანტინე ხაბალაშვილისა და ზურაბ იაკობაშვილის პაექრობა - ისინი შარშან ქვეყნის ახალგაზრდული პირველობის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, ამჯერად უფროსებშიც იმავე ეტაპზე იომეს და ორივეჯერ გამარჯვება ხაბალაშვილს დარჩა.

არადა, ამ წონაში კვლავაც გამოდის ევროპის ვეცი-ჩემპიონი კობა კაკალაძე, ხოლო ამჯერად აქ იჭიდავა კონტინენტის კიდევ ერთმა ვერცხლისმედალოსანმა, ლონდონის ოლიმპიადის მონაწილე მალხაზ ზარქუამ.

მათ ურიგოდ არ უასპარეზიათ, მაგრამ ახალ თაობასთან ვერაფერს გახდნენ. ხაბალაშვილისა და იაკობაშვილის ახლანდელი დაპირისპირებაც ძველი სცენარით წარიმართა - მაღალ ტემპში, მცირე დაზვერვითა და დიდი შეტევითი პოტენციალით.

თავიდან გორელი ფალავანი აქტიურობდა, რომელმაც უკვე მეათე წამზე სცადა ფეხში შესვლა და თითქოს აიყვანა კიდეც, მაგრამ იაკობაშვილი გაექცა.

ამის შემდეგ ორივე ბევრს ეცადა ქულის აღებას, თუმცა თავსაც კარგად იცავდნენ და საქმე ბურთულამდე მივიდა.

ის ხაბალაშვილმა ამოიღო და მისი ფერი ამოვიდა, რაც კარგად გამოიყენა. მეორე პერიოდი საწინააღმდეგო სცენარით წარიმართა - იაკობაშვილი უფრო გააქტიურდა და ფეხიდან გადაყვანით ერთი ქულა მოიპოვა, რასაც მალე ისეთი კომბინაცია მოჰყვა, რომ მსაჯებმა ორივეს მოქმედება თითო ქულით შეაფასეს - 2:1 იაკობაშვილის სასარგებლოდ და დამატებითი პერიოდი.

ისიც დაძაბულ ჭიდილში, თუმცა უქულოდ გასრულდა და საქმე კვლავ ბურთულამდე მივიდა. ის ამჯერად იაკობაშვილმა ამოიღო, თუმცა ისევ წითელი ფერი და ფეხში კვლავ ხაბალაშვილი შევიდა.

ის არაა იმ დონის ფალავანი, ასეთი შანსი ხელიდან გაუშვას და მის გარჯას სულაც არ ვაკნინებთ, თუმცა იმის თქმაც თამამად შეიძლება, რომ წითელი ბურთულის ამოღებით მეტოქემ გამარჯვება საკუთარი ხელით მიართვა, რაც უკვე ალოგიკური წესების დამსახურებაა.

84 კგ.

1. დავით მარსაგიშვილი (ყაზბეგი); 2. ნოდარ ეგაძე (გორი); ოთარ უროტაძე (ქუთაისი), ლევან გოგრიჭიანი (თბილისი).

ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი დავით მარსაგიშვილი კვლავაც ფორმაშია - არც ფინალამდე მისვლა გასჭირვებია. იქ კი ნოდარ ეგაძე ჯერ კარგად ამოატრიალა სამქულიანზე, მერე კი ბეჭებზეც დადო და სულ რამდენიმე წამში მოიპოვა ჩემპიონობა.

120 კგ.

1. გენო პეტრიაშვილი (გორი); 2. გიორგი საკანდელიძე (თბილისი); 3. თორნიკე ხიდეშელი (გარდაბანი), არჩილ დავითაძე (აჭარა).

როგორც გითხარით, ამ წონის ფინალი გუშინდელი დღის გვირგვინი გამოდგა, შეხვედრის გმირად კი პეტრიაშვილი იქცა.

ჟინი და აზარტი ორივე მხრიდან, დაუოკებელი სწრაფვა გამარჯვებისკენ, მშვენიერი თავდაცვა, სხარტი შესვლები ფეხში, ჰაერში ატრიალებული ამხელა კონკურენტი და უჩვეულო სილამაზის სამქულიანები - ეს ყველაფერი ამ ფინალში ვიხილეთ.

ბოლო თვეებში ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში ზედიზედ ოთხი ტურნირის მომგები საკანდელიძე უდავოდ ძლიერი ფალავანია, მაგრამ 27 ნოემბერს პეტრიაშვილი საოცარი იყო და ყოველმხრივ დაჩაგრა ძლიერი მეტოქე.

საკმარისია ითქვას, რომ სამჯერ სამქულიანზე გადააგდო ამ დონის ფალავანი, როცა ჯარასავით დაატრიალა ჰაერში.

საკანდელიძემ რამდენჯერმე ჯვარზე შეკვრაც სცადა, მაგრამ პეტრიაშვილი მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩინებულად იცავდა თავს და მაშინაც არათუ შეკვრის უფლება მისცა, იქით გაუკეთა გდება.

ერთ რამედ ღირდა იმის ყურება, როგორ იცავდა თავს, როგორ უჭერდა ფეხს და თავად გადადიოდა შეტევაზე... სავსებით გასაგებია საკანდელიძის გაწბილება - წაგებასაც გააჩნია, თუმცა ვიმედოვნებთ, ევროპამდე ისიც ეცდება კონკურენციის სათავისოდ შემოტრიალებას.

როგორც გითხარით, პეტრიაშვილმა ნახევარფინალში მოძმანაშვილს მოუგო და გუშინდელი დღის სენსაციაც შემოგვთავაზა.

ეს შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა, თუმცა სამივე პერიოდი 0:0 დასრულდა და სამივეში ყველაფერი ბურთულამ გადაწყვიტა. აქედან ორჯერ ბედმა პეტრიაშვილს გაუღიმა, თუმცა ფინალში მის ისეთ ჭიდაობას მაინც ვერ ვიფიქრებდით.

აი, მოძმანაშვილს კი მაინც ეტყობა გადატანილი ტრავმის და გაცდენილი პერიოდის კვალი.

28 ნოემბერს დიღომში დარჩენილი სამი წონის - 60, 74 და 96-ის ფალავნებიც იჭიდავებენ და ჩემპიონატიც დასრულდება.

ტურნირი კვლავაც 12 საათზე დაიწყება და შესვენების გარეშე გაგრძელდება ფინალებამდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როგორ დაიბოგმა ზოგზოგიერთი:))))შენი გამარჯვებით ვაჯკაცო!!!!! უფალი შენთან!!!
nonon
გენო მაგარი ადამიანია დზალიან ვენაცვალე
jorj
პეტრიაშვილი ნამდვილად გორში ცხოვრობს.
111
მე მგონი, პეტრიაშვილი ქარელიდანაა და არა გორიდან.
jorj
თუ სატელევიზიო ეთერი იკნება მადლობელი დავრჩებოდი
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ