75 წელს მიღწეული ლეგენდარული "დინამოს" თავდამსხმელი ძველ, საინტერესო ამბებს გვიამბობს
ვლადიმერ (სიომა) ბარქაია 75 წლის გახლავთ, ლეგენდარული "დინამოს" თავდამსხმელი, 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი...

ბატონ სიომას მოსაყოლი ბევრი აქვს, გონება კარგად უჭრის და არაერთი საინტერესო ეპიზოდი ახსოვს მაშინდელ "დინამოზე".

ბარქაია და მისი თანაგუნდელები ერთ დროს დიდ საქმეებს აკეთებდნენ. მათ ბევრი სიხარული აჩუქეს ქართველ ხალხს.

ბარქაიას თამაში არ მახსოვს, მაგრამ ხომ არიან ისეთი ფეხბურთელები, რომელთა თამაში არ გინახავს, მაგრამ ისინი მაინც გიყვარს?!.

ბარქაია მიშა მესხთან, სლავა მეტრეველთან, შოთა იამანიძესთან ერთად თამაშობდა თბილისის "დინამოში". საბჭოთა კავშირის ნაკრებში ორჯერ ითამაშა და ორი გოლი გაიტანა, 1966 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიასთან დუბლი შეასრულა...

ბარქაიას ერთხელაც მოვაყოლეთ ძველი, საინტერესო ამბები.

დავით თავართქილაძე

მესხები ნიჭიერი ხალხია

"დინამოში" 1957 წელს რომ მივედი, მაშინ გუნდები დუბლვე-სისტემით თამაშობდნენ. ამის მერე გადავედით ბრაზილიურ სისტემაზე, ანუ 4-2-4-ზე. "დინამოში" ჩავირიცხე თუ არა, თეირანში მოგვიწია ტურნეში წასვლა, მიშა მესხს კი საბჭოთა კავშირის ნაკრებში დაუძახეს ლონდონში ინგლისთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის. ბრიტანელებმა მაშინ 5:0 გაიმარჯვეს.

მიშა მესხს უკვე დიდი სახელი ჰქონდა, არადა, სულ რაღაც ოცი წლის თუ იქნებოდა. 17 წლის იყო, "დინამოში" რომ მივიდა.

მესხი სწრაფი იყო, ადგილიდანაც დიდი სიჩქარით მოწყდებოდა ხოლმე. მის ტექნიკასა და ფინტებზე აღარაფერს ვამბობ. უდიდესი ფეხბურთელი გახლდათ. "დინამოს" სტადიონზე გულშემატკივარი ერთი ტრიბუნიდან საპირისპირო მხარეს გადადიოდა მეორე ტაიმისთვის, რადგან ხალხს უნდოდა, რომ ორივე ტაიმი ახლოდან ეყურებინა მარცხენა ფლანგზე მოთამაშე მესხისთვის. გულშემატკივრები ლამის ერთმანეთზე ისხდნენ იმ ტრიბუნის მხარეს, სადაც მესხი სასწაულებს აკეთებდა.

მიხეილ მესხი

ძალიან მეგობრული გუნდი იყო მაშინ "დინამო", თანაგუნდელები ძმებივით ვიყავით. "დინამოში" რომ მივედი, მესხი და შოთა იამანიძე უკვე ჩამოყალიბებული მოთამაშეები იყვნენ. მერე სლავა მეტრეველიც დაგვემატა 1963 წელს.

დუბლვე-სისტემის დროს მარცხენა ინსაიდი იამანიძე გახლდათ. მისივე ფლანგზე იყო მესხი. მარჯვენა ინსაიდის პოზიციაზე კი მე ვთამაშობდი. ჩემს ფლანგზე იყო მელაშვილი. ცენტრალურ თავდამსხმელად ზაურ კალოევი ირჯებოდა.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში კალოევი ყველას ჯობდა თავით თამაშით. მესხსა და კალოევს თავიანთი კომბინაციები ჰქონდათ დამუშავებული. კალოევმა ბევრი გოლი სწორედ მესხის პასით გაიტანა. კალოევი ბურთზე რომ ახტებოდა, თითქოს ჰაერში დაეკიდებოდა.

ჩვენი მწვრთნელი მიხაილ იაკუშინი გახლდათ. არკადიევის მოწაფედ ითვლებოდა. თვითონ არკადიევი კი ცედეკას მწვრთნელი იყო. თბილისში სამუშაოდ წამოსვლამდე იაკუშინი მოსკოვის "დინამოს" წვრთნიდა. იაკუშინი "დინამოდან" არასაფეხბურთო მიზეზით დაითხოვეს და 1964 წელს გუნდი გავრილ კაჩალინს ჩააბარეს.

იმავე წელს ჩემპიონები რომ გავხდით, ეს გუნდი სწორედ იაკუშინის მომზადებული იყო. რა თქმა უნდა, ამით კაჩალინის კარგ მწვრთნელობას როდი ვაკნინებ.

ბრაზილიური სისტემის დროს მარცხენა გარემარბი, რა თქმა უნდა, მესხი იყო, მარჯვენა - ილია დათუნაშვილი, შეტევის ცენტრში კი მე და სლავა მეტრეველი. სლავას უცბად მოუწია მარჯვენა ფლანგიდან შუისკენ შემოწევა, მაგრამ ცენტრალურ თავდამსხმელად მყის ისე ითამაშა, თითქოს დაბადებიდან ამ პოზიციაზე არისო.

კაჩალინმა იაკუშინის გზა გააგრძელა. მაშინაც იყო პრესინგი, ბურთზე კონტროლის მოპოვება, ყველაფერი ის, რაც ახლა არის ფეხბურთში. როგორ მოერგებოდნენ მაშინდელი დინამოელები ახლანდელ ფეხბურთს? როცა ამ კითხვას სვამენ, ასე ვპასუხობ: აფშევი "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში იქნებოდა, მესხი და მეტრეველი კი ნებისმიერი რანგის გუნდში წამყვანი ფეხბურთელების მწვანე შუქს აუნთებდნენ.

მესხი ზედმიწევნით რეჟიმისტი იყო, იმ პერიოდში საკუთარ თავს ძალიან უვლიდა. იმ დონის ვარსკვლავი იყო, რომ მისი ცუდი თამაში სირცხვილად ჩაითვლებოდა. ორი მცველი მეურვეობდა - ერთი მის პირისპირ იყო, მეორე კი დაზღვევაზე.

ალბათ, ყველას აქვს ნანახი მოსკოვში გადაღებული ცნობილი ფოტო - სიჭინავა, მეტრეველი, პელე, კავაზაშვილი და მესხი.

1965 წლის 4 ივლისი. მარცხნიდან: გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, პელე, ანზორ კავაზაშვილი, მიხეილ მესხი

მე პირველი ტაიმის მერე გამომცვალეს, მეორე ტაიმში კი მესხი, ფაქტობრივად, მარტო ეთამაშებოდა მთელ ბრაზილიის ნაკრებს. ფეოლას გუნდმა, ცოტა არ იყოს, დაჯაბნა საბჭოთა ნაკრები. მატჩის შემდეგ ფეოლამ საბჭოთა კავშირიდან მესხი და მეტრეველი შეაქო, მიშა განსაკუთრებით.

ერთხელ მოსკოვში ჩეხოსლოვაკიის ნაკრები ჩამოვიდა. მესხმა ისე ითამაშა, სტადიონი მიშას კი არა, უკვე - მიშელ! მიშელ! - ასე ყვიროდა.

პარიზში რომ ვითამაშეთ ფრანგულ გუნდებთან, ცნობილმა კომენტატორმა ვადიმ სინიავსკიმ თქვა, მესხს ვარდებით უნდა შევეგებოთო. მიშა მესხს ხალხი მართლაც ვარდებით ხვდებოდა. ის რუსეთშიც ძალიან უყვარდათ.

მიშას თავისებური იუმორი ჰქონდა, პირდაპირი კაცი იყო და წინასწარმეტყველის ნიჭითაც კი იყო დაჯილდოებული. უცბად მიხვდებოდა, ვინ როგორი ადამიანი იყო. გვეტყოდა, ცუდი კაციაო და მისი აზრი მალევე დასტურდებოდა. ნიჭიერი კაცი იყო და კარგი მეგობარი. უმცროსი მიშა მესხი კი მამამისზე დიდი ფეხბურთელი იქნებოდა, მაგრამ...

პატარა მიშა მოსკოვის "სპარტაკში" საბჭოთა კავშირის ჩემპიონი რომ გახდა, ისრაელში წავიყვანე. ერთ-ერთ იქაურ გუნდში ივარჯიშა, ისეთი ფინტები ჩაატარა, ტაში დაუკრეს. ყველას გაუკვირდა, ფეხბურთელის კარიერას ახლა რატომ ამთავრებსო. ებრაელებს მისი დატოვება უნდოდათ, მაგრამ უმცროსმა მიშამ გადაიფიქრა, საქართველოს გარეშე აქ ვერ გავძლებო.

მაშინდელი ვიზიტის დროს ისრაელში ჯვრის მონასტერი მოვინახულეთ. მიშიკომ ყველაფერი ამიხსნა, იქაურობაზე ბევრი რამ მომიყვა, ფაქტობრივად, გიდის მაგივრობა გამიწია, ისტორიული თარიღებიც კი ზუსტად ახსოვდა.

მესხები მართლაც ნიჭიერი ხალხია.

გეოგრაფიის გაკვეთილი რობერტ კენედისთვის

დიდ მიშა მესხს თამაშისთვის თავი ჰქონდა დანებებული, როცა თბილისში "ლოკომოტივის" სტადიონს მანქანით მიადგა. წესრიგის დამცველმა ის ვერ იცნო და არ შეუშვა მანქანით სტადიონზე. იქ მყოფმა ხალხმა კი მიშა ხელში აიტაცა და მანქანიანადაც შეიყვანა სტადიონზე.

მიშა ძალიან განიცდიდა ფეხბურთიდან წასვლას. "დინამოს" მთავარი მწვრთნელი გივი ჩოხელი იყო, მე მისი თანაშემწე გახლდით, როცა მესხს "დინამოდან" წასვლა მოუწია.

მაშინ ყველაფერს ცეკა წყვეტდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე გადაწყვიტეს... არადა, მესხი თუნდაც კლასის და გამოცდილების ხარჯზე კიდევ ორი წელი შეძლებდა მაღალ დონეზე თამაშს.

მე 29 წლის ვიყავი, თამაშს თავი რომ დავანებე. მუხლის ტრავმამ შემაწუხა. ოპერაცია აღარ გავიკეთე, სად იყო მაშინ მაღალი დონის მედიცინა და მაღალი დონის სარეაბილიტაციო ცენტრები. გაგრაში დავბრუნდი, მერე ისევ თბილისში გადმოვბარგდი. მესხს ხშირად ვსტუმრობდი მის ბინაში. ვატყობდი, რომ წყენა ისევ ჰქონდა, "დინამოდან" წასვლა რომ მოუწია.

ასე თამაშობდა ვლადიმერ ბარქაია

სლავაც ხშირად მოდიოდა მიშასთან. მესხი ხუმრობდა, სლავას სახინკლე აქვს და მაინც ჩემთან მოდის, რომ ისადილოსო. მიშა სლავაზე ზრუნავდა. ის დიდი ადამიანი იყო, როგორც შეეძლო, ყველას ეხმარებოდა.

ერთხელ საბჭოთა კავშირის გუნდი ბრაზილიაში ეთამაშა იქაურ ნაკრებს. შეხვედრას სენატორი რობერტ კენედი დაესწრო. მატჩის შემდეგ მოუნახულებია საბჭოთა კავშირის ნაკრები. ყველაზე უფრო მესხის თამაში მოსწონებია და უკითხავს მისთვის, საიდან ხარო.

ჯორჯიას ხსენებაზე კენედი თურმე კიდევ უფრო დაინტერესდა, ამერიკის შტატიდან არის ეს ფეხბურთელიო.

მიშა გვიყვებოდა, კენედის ავუხსენი, რომ ჯორჯია საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკაა, რომ ქართველები რუსები არ ვართო.

მოკლედ, კენედის გეოგრაფიის გაკვეთილი ჩავუტარეო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Walkabout
არა რაა, მაინც რეგვენები არიან ეს ამერიკელები, შეიძლება რიგითმა ამერიკელმა არ იცოდეს, მაგრამ აშშ-ს სენატორს რომ არ ეცოდინება მთავარი პოლიტიკურად და იდეურად მოწინააღმდეგე სახელწიფოში შემავალი რესპუბლიკა რისი დამადასტურებელი ეს?
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა