უეფას პრეზიდენტმა ევროპის საფეხბურთო საზოგადოების ყურადღება მორიგი რევოლუციური იდეის გაჟღერებით მიიპყრო
უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ მორიგი რევოლუციური იდეის გაჟღერებით მიიპყრო ევროპის საფეხბურთო საზოგადოების ყურადღება.

პლატინი უდიდესი ევროპული საკლუბო ტურნირების - ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის რეფორმირებაზე ფიქრობს. "ბებერი კონტინენტის" საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელი პირველის გაფართოებას მეორეხარისხოვანის ხარჯზე აპირებს.

დასამალი არავისთვისაა, რომ ევროპული ჩემპიონატების, უპირველესად კი, ინგლისისა და იტალიის ტოპკლუბები ევროპალიგისადმი დაინტერესებას დაბალი საპრიზო ფონდის გამო არ იჩენენ და ამ ტურნირის მატჩებზე რეზერვისტებით გამოდიან. ეს კი არცთუ დადებითად აისახება შეჯიბრის პოპულარიზებასა და პრესტიჟზე.

სწორედ ამის გათვალისწინებით, უეფა ჩემპიონთა ლიგის ფორმატის 32-იდან 64 გუნდამდე გაზრდას ევროპალიგის ხარჯზე აპირებს.

"ამჟამად დებატები იმასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, თუ როგორი უნდა იყოს ევროთასების ფორმატი 2015-იდან 2018 წლამდე. საბოლოო გადაწყვეტილებას 2014 წელს მივიღებთ", - თქვა პლატინიმ.

მანამდე პლატინის ინიციატივით, მნიშვნელობით მესამე ევროპული საკლუბო ტურნირი - ინტერტოტოს თასის გათამაშება გაუქმდა და ის უეფას თასს შეუერთდა. ამ უკანასკნელს კი უეფას ევროპის ლიგა დაერქვა.

პლატინიმ თავისი ხელი ჩემპიონთა ლიგის რეგლამენტსაც დაატყო - მისი ინიციატივით, 2009/2010 წლების სეზონში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა.

ასევე იხილეთ:

დავავიწყდით? პლატინიმ ევრო 2020-ის მასპინძლებში თბილისი არ ახსენა

მიშელ პლატინი: ჯობს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ზამთარში ჩატარდეს

მიშელ პლატინი: ფიფა ისტორიულ შეცდომას უშვებს

ფიფას რევოლუციური გადაწყვეტილება: კარის აღებას ტექნიკა დაადგენს

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა