დანიურ "ნორდსიელანდთან" გატანილი სკანდალური გოლის შემდეგ უეფამ 25 წლის ფორვარდი ქცევის ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა
დონეცკის "შახტარის" ბრაზილიელი ფორვარდი ლუის ადრიანო საკუთარ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის მატჩში ვერ დაეხმარება, რადგან უეფამ მისი დასჯა გადაწყვიტა და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა.

დანიურ "ნორდსიელანდთან" გატანილი სკანდალური გოლის შემდეგ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გამოძიება წამოიწყო და 25 წლის ფორვარდი ქცევის ნორმების (უეფას სადისციპლინო კოდექსის მე-5 თავი) დარღვევაში დაადანაშაულა.

ბრაზილიელი ტურინის "იუვენტუსს" ვერ დაუპირისპირდება, თუმცა იმ შეხვედრას მისი გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობა არც აქვს, რადგან დონეცკელები ჯგუფიდან უკვე გასულები არიან.

შეგახსენებთ, რომ "ნორდსიელანდთან" მატჩის 26-ე წუთზე, მაშინ, როდესაც ანგარიში 1:0 იყო დანიელთა სასარგებლოდ, "ფეირ პლეის" პრინციპების გათვალისწინებით, დონეცკელებმა მასპინძლებს ბურთი დაუბრუნეს, მაგრამ ისე, რომ მას არც ერთი დანიელი არ შეხებია, ბურთი ლუის ადრიანომ ჩაიგდო, გაჩერებულ და გაოცებულ მცველს და მეკარეს ჩაურბინა და ცარიელ კარში გოლი გაიტანა.

ამ ფაქტზე არანაკლებ სასირცხვილო იყო ის, რომ დონეცკელებმა თამაშის განახლების შემდეგ დანიელებს გოლი არ გაატანინეს. არადა, ჩანდა, რომ გუნდებმა ამაზე მოილაპარაკეს.

თამაშის დასრულებისთანავე "შახტარის" პრეზიდენტმა, რინატ ახმეტოვმა ადრიანოს საქციელს მიუღებელი უწოდა და პირობა დადო, რომ უეფას ყველანაირ სანქციას პროტესტის გარეშე მიიღებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა