ანტალიაში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა მორიგი გამარჯვება იზეიმა
ანტალიაში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 000 დოლარი) სოფიო ქვაცაბაიამ, რომელიც მე-7 ნომრადაა განთესილი, მორიგი გამარჯვება იზეიმა.

ძირითადი ბადის სტარტზე ანასტასია რუდაკოვას დამარცხების (6:1, 6:1) შემდეგ მეორე წრეში კანადელი ელიზაბეტ ფურნიე ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:3.

მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელი სერბი ნატალია კოსტიჩის მძლეველ (7:5, 5:7, 6:2) ვიქტორია ტომოვას (ბულგარეთი) დაუპირისპირდება.

დუბაიში ჩოგბურთელ ქალთა 75 000-იანი ტურნირის წყვილთა პაექრობასაც გამოეთიშა თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა.

ტაილანდელ ტამარინ ტანასუმარნთან ერთად იგი მე-2 ნომრად იყო განთესილი და ორი ორთაბრძოლაც მოიგო, მაგრამ მეოთხედფინალში იტალიელ კამერინთან და რუს დუშევინასთან სამ სეტში დამარცხდა - 3:6, 7:6, 4:10.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის რეიტინგში 22 წლის ანა ტატიშვილი 1140 ქულით 51-ე ადგილს ინარჩუნებს.

დანარჩენ ჩვენებურთა მაჩვენებლები ასეთია: 302 (296). სოფიო შაფათავა (160 ქულა), 408 (406). მარგალიტა ჩახნაშვილი (93), 423 (426). სოფიო ქვაცაბაია (86), 451 (456). ოქსანა კალაშნიკოვა (74), 480 (483). ეკატერინე გორგოძე (65), 668 (669). ნათია გეგია (33), 1151 (1158). ანი გოგვაძე (3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა