სომხეთის დედაქალაქში ახალგაზრდა მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატი 29 ნოემბერს დაიწყო და 7 დეკემბრამდე გაგრძელდება
სომხეთის დედაქალაქში 29 ნოემბერს დაიწყო და 7 დეკემბრამდე გაგრძელდება ახალგაზრდა მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს 7 წარმომადგენელი იასპარეზებს.

წილისყრის შედეგად შეჯიბრების პირველ დღეს ქართველი სპორტსმენები რინგზე არ გამოსულან. 30 ნოემბერს 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძალებს მოსინჯავს გიორგი გაბოძე, რომელიც ირლანდიელ კურტ უოლფერს დაუპირისპირდება.

81 კილოში ალექსანდრე დოკვაძის მეტოქე იქნება აზერბაიჯანელი რაუფ რაჰიმოვი, ხოლო 91 კილოგრამში დათა კვირკველია სომეხ რაფაელ სიმონიანს შეხვდება. აქ წყვილში გამარჯვებული 2 დეკემბერს ავსტრალიელ ჯაი ტაპუ ოპეტაიასთან გაარკვევს ურთიერთობას.

დანარჩენი ქართველი მოკრივეები მედლებისთვის ბრძოლაში პირველ დეკემბერს ჩაებმებიან. ალეკო ლურსმანაშვილი (56) პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში ვლადისლავ ვეტოშკინსა (უკრაინა) და ფრედი ორტეზს (პუერტორიკო) შორის უძლიერესს შეხვდება.

64 კილოში ჯემალ შალამბერიძეც თავისუფალია სასტარტო შეხვედრიდან, სადაც მისი სავარაუდო მეტოქეები - მოვლუდ ბაიარსლანოვი (კანადა) და ხულიო როდრიგესი (აშშ) იბრძოლებენ.

დანარჩენ ორ წონაში კი ჩვენებურთა მოცილეები ცნობილია: 69 კგ. კონსტანტინე ხვისტანი - ენთი ჰიტალა (ფინეთი), 75 კგ. ბერიკა მხეცაძე - ბიეკნურ ხალი (მონღოლეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა