გადაწყვეტილია, რომ ქუთაისის "ტორპედოში" 17 წლის მარჯვენა ნახევარმცველი ნიკა ახვლედიანი ითამაშებს
გადაწყვეტილია, რომ ქუთაისის "ტორპედოში" 17 წლის მარჯვენა ნახევარმცველი ნიკა ახვლედიანი ითამაშებს.

ფეხბურთელი აქამდე ზუგდიდურ გუნდში ირიცხებოდა და უმაღლეს ლიგაში დებიუტი 2010-11 წლების სეზონში 16 წლის ასაკში ჰქონდა, თუმცა მაშინდელ "ბაიაში" ძალზედ იშვიათად ეძლეოდა თავის გამოჩენის შანსი.

ახვლედიანი 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია. აღნიშნულ სანაკრებო გუნდში ასპარეზობისას მან ჩვენი ქვეყნის დიდ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა - ვასილ მაისურაძის გაწვრთნილებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშეს და რომ არა მსაჯის შეცდომა, ფინალში გასვლაც შეეძლოთ.

სულ ნიკამ 17-წლამდელებთან ერთად 8 მატჩი გამართა და 2 გოლიც გაიტანა. აქედან ერთი - უკრაინასთან მატჩში გადამწყვეტი გამოდგა, რითაც საქართველო ელიტრაუნდში ჯგუფიდან გავიდა.

ამჟამად ნახევარმცველი 19-წლამდელთა ნაკრების წევრია, თუმცა ჯერჯერობით მას ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ყაზახეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ("პრეზიდენტის თასი"), სადაც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებიც მონაწილეობდა, საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

აღსანიშნავია, რომ "ტორპედოს" ახალწვეული ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის, ბადრი ახვლედიანის შვილია, რომელიც საკლუბო დონეზე მხოლოდ ქუთაისის "ტორპედოში" რამდენიმე სეზონის განმავლობაში თამაშობდა. მას ოფიციალურ მატჩებში ეროვნული ნაკრების მაისურიც აქვს მორგებული.

fctorpedo.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა