ფინეთის ნაკრების ლეგენდარულ 10 ნომერს, იარი ლიტმანენს მშობლიურ ქალაქ ლახტში ძეგლი დაუდგეს.
ფინეთის ნაკრების ლეგენდარულ 10 ნომერს, იარი ლიტმანენს მშობლიურ ქალაქ ლახტში ძეგლი დაუდგეს. "რა დასამალია და ასეთი ცერემონიებისგან სული მინათდება. ეს ჩემთვის, ქალაქ ლახტისთვის და მთელი ფინური ფეხბურთისათვის დიდი პატივია. მინდა მჯეროდეს, რომ ბრინჯაოს ლიტმანენი მის ცოცხალ მოდელზე უფრო მაგარი და გამძლე გამოდგება" - იხუმრა 39 წლის ვეტერანმა.

ეს სევდანარევი ხუმრობა შეგვახსენებს იმ მრავალრიცხვოვან ტრავმებს, რომლებიც ლიტმანენს მთელი კარიერის მანძილზე მოსვენებას არ აძლევდა. სწორედ ტრავმამ შეუშალა მას ხელი გაებრწყინა "ენფილდ როუდზე" სადაც ის 2001 წლის იანვარში გადავიდა და წელიწადნახევრის განმავლობაში "ლივერპულის" შემადგენლობაში ირიცხებოდა.

იარი ლიტმანენი თამაშს დღესაც აგრძელებს და მშობლიური ქალაქის გულშემატკივრებს სიამოვნებასა და სიხარულს ანიჭებს. ცოტა ხნის წინ ფინეთის ჩემპიონატში "ლახტის" მაისურით ლიტმანენის მიერ გატანილმა ბრწყინვალე გოლმა - რომელიც ინტერნეტში ვიდეორგოლის სახით გავრცელდა - მთელს მსოფლიოში უამრავი გულშემატკივარი აღაფრთოვანა.

იარი ლიტმანენმა ამსტერდამის "აიაქსის" შემადგენლობაში ცხრაჯერ მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონატი და 1995 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა. იმავე წელს იგი ფინეთის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.

გიორგი კუცია

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა