ქართველმა კალათბურთელმა 18 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა
ევროლიგის მორიგ ტურში ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკიმ" მალაგის "უნიკახას" უმასპინძლა და 91:72 დაამარცხა.

ამ მოგებით იტალიელებმა ევროლიგის მეორე ეტაპზე (ტოპ-16) გასვლა გაინაღდეს. მათ დარჩენილ ორ ტურში ორივე შეხვედრაც რომ დათმონ, "შალონი" და "პროკომი" ვეღარ დაეწევიან.

"მონტეპასკის" 5 გამარჯვება აქვს, ხოლო მეხუთეადგილოსან "შალონს" - 2. ჯგუფიდან საუკეთესო ოთხეული გადის.

მატჩის იტალიელ კომენტატორებს ხშირად უწევდათ ქართული გვარის ხსენება, რადგან სანიკიძემ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. მეტსაც გეტყვით, თანაგუნდელთა შორის ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა - 19. მისი სრული მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 18 წუთი, 10 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 6 მოხსნა, 4 პასი.

სიენელებს დიდ წინააღმდეგობას უწევდა მეფარე ლუკა ზორიჩი, რომელმაც 29 ქულა მიითვალა. იგი საქართველოს ნაკრების მეტოქის, ხორვატიის ღირსებას იცავს. კიდევ ერთმა მომავალმა მოწინააღმდეგემ, სლოვენიელმა ზორან დრაგიჩმა 4 ქულა მოაგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა