ინტერნეტ-გამოცემა "ონდივიზიონმა" პირველ წრეში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა და მათ შორის ქართველიც გამოარჩია
რუსეთის ნაციონალურ საფეხბურთო ლიგაში საშემოდგომო ეტაპი დასრულდა. ნალჩიკის "სპარტაკმა", სადაც ნახევარმცველი ელგუჯა რუხაია და საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დავით სირაძე თამაშობენ, 20 ტურის შემდეგ 31 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება.

თუმცა, ნალჩიკელებმა მეტოქეებზე ერთით ნაკლები შეხვედრა ჩაატარეს და თუ ის მოიგეს, მე-5 ადგილზე დაწინაურება შეუძლიათ - ლიგაში ასეთი დაძაბული სატურნირო მდგომარეობაა.

ინტერნეტ-გამოცემა "ონდივიზიონმა" პირველ წრეში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა და მათ შორის დავით სირაძეც გამოარჩია.

"ამჟამად კლუბის საუკეთესო მოთამაშეები არიან მარატ შოგენოვი, მიოდრაგ ჯუროვიჩი და დავით სირაძე... ქართველი ლეგიონერი კლუბის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი წევრია.

სეზონის დასაწყისში რამდენიმე შეხვედრა ჩააგდო, მაგრამ მერე სწორედ იმ დროს უმატებდა, როდესაც ეს გუნდს განსაკუთრებით სჭირდებოდა.

გამოცდილების ხარჯზე თამაშს კითხულობს, შეუძლია ძალიან გონივრული გადაცემის გაკეთებაც და მეტოქის კარის აღებაც" - წერს "ონდივიზიონი".

32 წლის ქართველმა თავდამსხმელმა 20 შეხვედრიდან 15 ითამაშა, აქედან 12-ჯერ ძირითადში დაიწყო და 3 გოლი მიითვალა. ელგუჯა რუხაიამ კი 17 მატჩში (ძირითადში 12 შეხვედრა) მეტოქის კარი ერთხელ აიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
ყოჩაღ ბიჭებო, ასე გააგრძელეთ. ღმერთი იტოს თქვენი მფარველი.
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა