დაძაბულობა სათავეში და ზეექვსეულის შევსების მოლოდინი
იმის გამო, რომ უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპი 2012 წელს უნდა დასრულდეს, ჩემპიონატის კალენდარი საკმაოდ მჭიდროა და უმაღლესლიგელებს დატვირთულ რეჟიმში უწევთ საკუთარი ამოცანების განხორციელებისთვის ბრძოლა.

საბედნიეროდ, შარშანდელისგან განსხვავებით, ჩემპიონატის მიმდინარეობას კლიმატური პირობები არ აფერხებს - გეხსომებათ, წინა სეზონში კალენდარი დიდთოვლობამ ჯერ კიდევ ნოემბერში აურ-დაურია, ზამთარში კი კიდევ უფრო უსიამოვნო ვითარება შექმნა.

ჯერჯერობით, მსგავსი პრობლემები არ გვაწუხებს და შეუფერხებლად გვაქვს იმის საშუალება, თვალი ვადევნოთ, რომელი უმაღლესლიგელი როგორ ახერხებს საკუთარი მიზნების შესრულებას. ბუნებრივია, ხვალინდელი მატჩებიც ბევრ შეკითხვას გასცემს პასუხს.

ორი ცენტრალური მატჩი

მთავარი ყურადღება, რა თქმა უნდა, საჩემპიონო რბოლისკენ გვაქვს მიპყრობილი, რომელმაც გასულმა ტურმა კიდევ უფრო დაძაბა.

შეგახსენებთ, 29 ნოემბერს "დილამ" "ზესტაფონს" სძლია, თბილისის "დინამო" კი მცხეთაში "ვიტ ჯორჯიასთან" ფრეს დასჯერდა და პირველ და მეორეადგილოსანს შორის არსებული ხუთქულიანი ზღვარი სამ ქულამდე შემცირდა. 2 დეკემბერს თბილისელებსაც და გორელებსაც რთული მისია აქვთ შესასრულებელი.

ლიდერ "დინამოსა" და მესამეადგილოსან "ჩიხურას" შორის სხვაობა ხუთი ქულაა. მადა ჭამაში მოდის და საჩხერელები დედაქალაქს ქულათა მარაგის შევსების იმედით ეწვევიან.

ამ სეზონში ხომ სოსო ფრუიძის გუნდი ავტორიტეტებს არ სცნობს და მოულოდნელად, მაგრამ ამავდროულად, სრულიად დამსახურებულად იკავებს მესამე საფეხურს.

რასაკვირველია, "დინამოსა" და "ჩიხურას" დაპირისპირებაში ფავორიტები დედაქალაქელები არიან, მაგრამ წარმატების შანსი მხოლოდ მათ არ აქვთ და "დინამო არენაზე" უდავოდ უშეღავათო ბრძოლის მომსწრენი უნდა გავხდეთ.

მცხეთურმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს განწყობას. "დილასთან" ჩინებულად ჩატარებული მატჩის შემდეგ დინამოელები "ვიტ ჯორჯიასთან" უინიციატივოდ და დუნედ გამოიყურებოდნენ, თუმცა მომქანცველი გრაფიკის მიუხედავად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ლიდერები 2 დეკემბერს მოედანზე განსაკუთრებული შემართებით გავლენ.

"ჩიხურას" ფეხბურთელებს კი განსაკუთრებული ფსიქოლოგიური წნეხი არ უნდა აწუხებდეთ. საჩხერელთა გამოცდილი ფეხბურთელები ყველანაირად შეეცდებიან ახალგაზრდა თანაგუნდელების აყოლიებას.

შეგახსენებთ, ამ გუნდებს შორის პირველი წრის მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

არანაკლებ მძიმე ბრძოლა ელის "დინამოს" უმთავრეს მდევარ "დილას". გორელებმა გასულ ტურში მოქმედ ჩემპიონს აჯობეს, ახლა კი ვიცე-ჩემპიონს ეწვევიან და მასთან დაპირისპირებაშიც შეეცდებიან საკუთარი მაღალი კლასის დამტკიცებას.

გორელთა მოტივაციაზე ბევრი საუბარი არც ღირს, ისევე როგორც რუსთაველთა განსაკუთრებულ განწყობაზე - თუკი რამდენიმე დღის წინ "მეტალურგის" ზეექვსეულში მოხვედრის შანსები ძალიან მცირედ გვეჩვენებოდა, ახლა, ასე თუ ისე, გიორგი ყიფიანის გუნდს საამისო პერსპექტივა გაუჩნდა, ოღონდ ამ შანსის შესანარჩუნებლად "მეტალურგს" მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ბრძოლა მართებს.

ცხადია, ეს ურთულესი საქმეა, მაგრამ ქვემოქართლელებს უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვთ.

ერთი სიტყვით, რუსთავში ფრე არავის დააკმაყოფილებს, რაც სანახაობრივი ფეხბურთის ხილვის შანსებს საგრძნობლად ზრდის.

პროგრამა-მინიმუმის შესასრულებლად

"ზესტაფონი" მიმდინარე სეზონს არასტაბილურად ატარებს და ჯერ ვერ ახერხებს ძველ კონდიციებამდე დაბრუნებას. მეტიც, საქართველოს მოქმედ ჩემპიონს ჯერ საუკეთესო ექვსეულში დამკვიდრების ამოცანაც არ გადაუჭრია და უპირველესად, სწორედ ამ პროგრამა-მინიმუმის შესრულება მართებს.

დავით მუჯირისა და ზაზა ზამთარაძის გუნდი ხვალინდელ შეხვედრას ფავორიტის სტატუსით ხვდება, თუმცა ფავორიტობა რომ არაფერს ნიშნავს, ეს "ვიტ ჯორჯიასა" და "დინამოს" დაპირისპირებამაც დაამტკიცა.

ვეტერინარებს ქულები თავადაც ჰაერივით ესაჭიროებათ და ზესტაფონში ჩვეული ახალგაზრდული შემართებით ჩავლენ. თავის მხრივ, საქმე სახუმაროდ არც ფეროელებს აქვთ, რომელთაც გორში განცდილი მარცხით "მეტალურგთან" რვაქულიანი უპირატესობა ხუთამდე შეუმცირდათ და თავი მშვიდად რომ იგრძნონ, ვეტერინარებთან მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებთ.

ამ გუნდებს შორის "მცხეთა პარკზე" პირველ წრეში დრამატული ბრძოლა გაიმართა, რომელიც საბოლოოდ, ზესტაფონელთა გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

"ზუგდიდი" "ზესტაფონს" ერთადერთი ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ თავი ქუდში არც ელგუჯა ქომეთიანის გუნდს აქვს.

საკუთარ კედლებში ზუგდიდელები ამჯერადაც მხოლოდ გამარჯვებაზე იფიქრებენ, "სიონისთვის" კი ამ შეხვედრაში ქულაც არ უნდა იყოს ურიგო შედეგი.

ბოლნისელებმა განწყობა და სატურნირო მდგომარეობა 29 ნოემბერს, მარტვილის "მერანთან" საშინაო გამარჯვებით გამოიკეთეს, "ზუგდიდი" კი სტუმრად "ჩიხურასთან" დამარცხდა, რამაც ლიდერთა ჯგუფს კიდევ უფრო მოსწყვიტა.

ფავორიტი ტორპედო და აუტსაიდერთა მძიმე გასვლები

მარტვილში განადგურების შემდეგ "ტორპედომ" სტუმრად ბათუმის "დინამოს" სძლია, რითაც გია გეგუჩაძის შეგირდებმა საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნეს, თუმცა ბოლოდროინდელი არასტაბილური ასპარეზობა მყის აისახა მათ სატურნირო ვითარებაზე - ქუთაისელები მეოთხე საფეხურამდე დაეშვნენ და ლიდერს უკვე მთელი რვა ქულით ჩამორჩებიან.

რაღა თქმა უნდა, "ტორპედოს" ხვალინდელის მსგავს მატჩებში ფავორიტად რჩება, "კოლხეთს" კი საინტერესოა, სადამდე გაუგრძელდება მოუგებელი სერია.

უშუალო კონკურენტები შეებრძოლებიან ერთმანეთს მარტვილში. ბათუმის "დინამოს" საქმე მძიმედ აქვს და აღარ დარჩა იმის ფუფუნება, თუნდაც გასვლით შეხვედრებში ფრეზე იზრუნოს.

გია გურულის გუნდის მიზანი "მერანთან" მატჩში მხოლოდ გამარჯვება უნდა იყოს და ბუნებრივია, იგივე ამოცანა ამოძრავებს მალხაზ ჟვანიასა და მის ფეხბურთელებსაც. თუ 2 დეკემბერს "მერანმა" იმარჯვა, გასავარდნ ზონას კიდევ უფრო მკაფიოდ გაემიჯნება, მორიგი წარუმატებლობა კი ზღვისპირელთა ისედაც არასახარბიელო მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

დინამო (თბ)

17

12

4

1

47-14

40

2

დილა

17

12

1

4

28-11

37

3

ჩიხურა

17

11

2

4

27-14

35

4

ტორპედო

17

10

2

5

32-16

32

5

ზუგდიდი

17

8

5

4

21-14

29

6

ზესტაფონი

17

8

4

5

22-14

28

7

მეტალურგი

17

7

2

8

14-22

23

8

მერანი

17

5

2

10

11-26

17

9

ვიტ ჯორჯია

17

4

5

8

11-23

17

10

სიონი

17

4

5

8

13-26

17

11

დინამო (ბთ)

17

2

3

12

17-38

9

12

კოლხეთი

17

0

3

14

8-33

3

ცხრილი შედგენილია GFF.GE-ს მიხედვით

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს ჩემპიონატი. XVII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
ლიდერი ისევ "დილაა"; "ტორპედომ" კი იბერიელებს აჯობა
"გაგრას" ლიუბენოვიჩი ჩაუდგა სათავეში
შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"
ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
"თოფურია ყალბია. ის ქართველიც კი არ არის, გერმანიაში დაიბადა და გერმანელია" - პიმბლეტმა Marca-ს ეთერიდან თოფურია გამოიწვია
[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს