ფიდემ 30 ნოემბერს საღამოს თავის საიტზე მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა
ფიდემ 30 ნოემბერს საღამოს თავის საიტზე მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

ქალთა ასეულს 2705 პუნქტით ისევ იუდით პოლგარი (უნგრეთი) უდგას სათავეში. ლიდერს 95 პუნქტით ჩამორჩება ინდოელი ჰამფი კონერუ.

2606 პუნქტით მესამე ადგილზეა აწ უკვე მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი). ათეულში მომდევნო ადგილებზე მოდიან ანა მუზიჩუკი (სლოვენია) - 2586, ჟაო სიუ (ჩინეთი) - 2565, ნანა ძაგნიძე (საქართველო) - 2555, კატერინა ლაგნო (უკრაინა) - 2553, ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი) - 2539, ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა) - 2524, მარი სებაგი (საფრანგეთი) - 2521.

ქართველთაგან, ძაგნიძის გარდა, ქალთა ასეულში არიან: 15. ბელა ხოტენაშვილი (2504), 34. ლელა ჯავახიშვილი (2455), 47. ნინო ხურციძე (2428), 51. ნინო ბაციაშვილი (2425), 60. სოფიკო გურამიშვილი (2403), 62. სალომე მელია (2403), 71. ნაზი პაიკიძე (2391) და 77. სოფიკო ხუხაშვილი (2383).

ვაჟებში კვლავ პირველ ადგილზეა ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი, რომელსაც მსოფლიოს მე-13 ჩემპიონის - გარი კასპაროვის რეკორდამდე (2849) ერთი პუნქტი არ ეყო.

მეორე საფეხური ლევონ არონიანს (სომხეთი, 2815) უკავია, მესამეზეა ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2795). შემდეგ მოდიან: თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2793), ფაბიანო კარუანა (იტალია, 2782), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2775), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2775), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2771), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა, 2766), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2764).

2711 პუნქტით 30-ე ადგილზე გალელი ბაადურ ჯობავა დამკვიდრდა. საუკეთესო ასეულში ვაჟებთაგან სხვა არავინ გვყავს.

20-წლამდელ გოგონებს ისევ ჰოუ იფანი მეწინავეობს. ჩვენებურთაგან მეშვიდეა ნაზი პაიკიძე (2391), მე-13. მერი არაბიძე (2355). 24-ე. ქეთი წაწალაშვილი (2279). 33-ე. მარიამ დანელია (2252). ბიჭებმა ასეულში ისევ ვერ შეაღწიეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა