მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ არანაირ ჯილდოებზე არ ფიქრობს, რადგან ძალიან დაკავებულია
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ არანაირ ჯილდოებზე არ ფიქრობს, რადგან ძალიან დაკავებულია.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი წლის მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი. მოურინიოს კონკურენტები ამ კონკურსში ესპანეთის ნაკრების თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე და "ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლაა.

"არ მაქვს იმის დრო, რომ ჯილდოებზე ვიფიქრო. ეს კითხვა უფრო გვარდიოლასთვის არის, რომელიც შვებულებაშია ან ვისენტე დელ ბოსკესთვის, რომელსაც სამ თვეში ერთხელ აქვს მატჩი ჩასატარებელი.

მე კი კვირაში სამი მატჩი წინ მაქვს, ამიტომ ჯილდოზე ფიქრის დრო არ მაქვს.

ახლა, მხოლოდ ის მინდა, რომ გულშემატკივრებმა "ატლეტიკოსთან" შეხვედრაში გვიქომაგონ. ამით ისინი გამარჯვების მიღწევაში დაგვეხმარებიან. თუ სტვენა უნდათ, ეს მათი ნებაა. ფეხბურთში დიდი ხანია ვარ, ამიტომ ეს ჩემზე არ მოქმედებს.

"ატლეტიკო" ახლა ძალიან კარგ ფორმაშია. გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაშია, მაგრამ ჩვენ მაინც გამარჯვებას ვაპირებთ. ვფიქრობ, რომ იმედგაცრუებული არავინ დარჩება", - თქვა მოურინიომ.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა