"მაკლარენის" აუტსაიდერი პილოტი კორეაში თავდაჯერებული მიდის

ლუის ჰემილტონი სულ ცოტა ხნის წინ სათავეში ედგა საჩემპიონო ბრძოლას, მაგრამ წარუმატებლობების სერიამ ის ამ რბოლაში აუთსაიდერად აქცია. 2008 წლის ჩემპიონის უიღბლობა იაპონიაში გაგრძელდა, სადაც მის ბოლიდზე გადაცემათა კოლოფის პრობლემები წარმოიშვა და "მაკლარენის" პილოტი მხოლოდ მეხუთე მივიდა ფინიშთან. მაგრამ ბრიტანელი ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე უარს არ ამბობს, რაზეც ის საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ლაპარაკობს.

- რა დადებითი დასკვნა გამოიტანეთ სუზუკას რბოლისგან?

- საინტერესოა, რომ იღბალის არასოდეს მჯეროდა და ყოველთვის მიმაჩნდა, რომ წარმატება თავად უნდა შეგექმნა, მაგრამ ბოლო ოთხი გრან-პრის შემდეგ ეს რწმენა თანდათან დავკარგე. რბოლებს მთელს ჩემს თავს ვუძღვნი, ვმუშაობ, ძალებს არ ვზოგავ, მაგრამ ბოლო დროს საქმისადმი ამგვარი მიდგომა არ ამართლებს. ნებისმიერი გამოცდილებისგან რაღაცის სწავლა შეიძლება და მეც მომხდარისგან გარკვეული დასკვნები გამოვიტანე. ეს ცოდნა მომავალში სარგებლობას მომიტანს.

სწორედ ეს არის პირველი პოზიტიური მომენტი. მეორე იმაში მდგომარეობს, რომ რაღაც ქულები მაინც მოვიპოვე და საჩემპიონო რბოლაში დავრჩი. ყველანი ვხედავთ, თუ რა ბევრია დამოკიდებული სტაბილურობაზე, ამიტომაც ყოველ ქულას დიდი წონა აქვს.

დაბოლოს, კმაყოფილი ვარ სიჩქარით, რომელიც ამ რბოლაში ვაჩვენე. ჯენსონმა წრეზე მეორე დრო დააფიქსირა, მე კი, სანამ გადაცემათა კოლოფთან დაკავშირებული პრობლემები შემექმნებოდა, ფერნანდო ალონსოს ვეწეოდი და პოდიუმზე ასვლის შანსი მქონდა. რბოლაში ყველა ტექნიკური სიახლე არ გვიჩვენებია, რაც იაპონიაში ჩავიტანეთ, ამიტომაც ოპტიმიზმით ველოდებით კორეის გრან-პრის და სხვა რბოლებს.

- ფინიშამდე სულ სამი ეტაპია დარჩენილი. შესაძლებელია ტიტულის მოპოვება?

- კარგად მესმის, რომ სიტუაცია გართულდა, მაგრამ ასეთ სიტუაციებში 2007 წელს ვიხსენებ - იმას, რაც ფინალურ რბოლებში მოხდა. კიმი რაიკონენი ფინიშამდე ორი რბოლით ადრე 17 ქულა აგებდა, მაგრამ მაინც გახდა ჩემპიონი. ვიცი, რომ არცთუ იშვიათად ტიტულის ბედი ბოლო მომენტში წყდება - ამიტომაც გაჩერებას არ ვაპირებ.

ისევ მინდა გამარჯვება და კორეაში თავდაჯერებული მივდივარ. ვინ იცის, რა შეიძლება მოხდეს, თუ მე ეტაპს მოვიგებ, ხოლო სხვა პრეტენდენტები ქულებს ვერ დააგროვებენ. ასეთ სიტუაციაში მე ისეთ თამაშში ვიქნები.

სოჭი ოფიციალურად გაფორმდა

გუშინ, სოჭს სტუმრობდა ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი, რომელმაც რუსულ მხარესთან რუსეთის გრან-პრის ჩატარებაზე კონტრაქტს მოაწერა ხელი. პირველი ეტაპი 2014 წელს გაიმართება და ხელშეკრულება 2020 წლამდე იქნება ძალაში.

პროექტის გარანტად რუსეთის მთავრობა გამოდის. ტრასა ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე აშენდება. ექლსტოუნმა უკვე მოინახულა მომავალი მშენებლობის ადგილი.

ტრასის სქემა ცნობილია. ტრადიციულად ის გერმანელმა სარბოლო არქიტექტორმა ჰერმან ტილკემ შეიმუშავა. ტრეკი მოიცავს როგორც საზოგადოებრივ გზებს, ასევე სპეციალურად აშენებულ მონაკვეთებს. ტრასის სიგრძე დაახლოებით 5.5 კილომეტრი იქნება.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა