ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მეტალურგი-დილა 0:2 - განსხვავებული ტაიმები [VIDEO]

მეტალურგი-დილა 0:2 - განსხვავებული ტაიმები [VIDEO]

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVIII ტური
ბოლო 14 მატჩში 13 გამარჯვება, - ვერაფერს ვიტყვით, მართლაც ჩინებული შედეგია და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ყოველივე ამის შემოქმედი გორის "დილა" სრულიად დამსახურებულად არის ჩართული "საჩემპიონო რბოლაში".

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უშუალო კონკურენტ "დინამოსთან" უმტკივნეულესი მარცხის (0:3) მერე გორელები არ გამტყდარან და ორ ძლიერ მეტოქესთან ("ზესტაფონი", "მეტალურგი") გაიმარჯვეს. თანაც, არ დაგვავიწყდეს, თუ როგორი სატურნირო მოტივაცია ჰქონდათ რუსთაველებსაც, სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზთა გამო ამჟამად ზედა ექვსეულს მიღმა რომ არიან დარჩენილნი.

თუმცა 1 დეკემბერს გამართულ მართლაც საინტერესო და დაძაბულ შეხვედრაში "დილამ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა. თანაც, ისეთ შეხვედრაში, პირველი ტაიმის მერე მოვლენების მსგავს განვითარებას ვერავინ წარმოიდგენდა.

ამის მიზეზი კი "მეტალურგის" მართლაც ჩინებული თამაში იყო: რუსთაველებმა სეზონის საუკეთესო თამაში უჩვენეს პირველ 45 წუთში, ძლიერ მეტოქესთან ტერიტორიული უპირატესობაც მოიპოვეს და დროის უმეტესი ნაწილი მოწინააღმდეგის საჯარიმოს სიახლოვეში გაატარეს.

მასპინძლებმა მეტოქეს მატჩის დასაწყისიდანვე სწრაფი ტემპი შესთავაზეს, თუმცა ირაკლი მაისურაძისა და ირაკლი სიხარულიძის დარტყმები არაზუსტი აღმოჩნდა.

ამის შემდეგ თამაში ოდნავ გათანაბრდა და ერთ ეპიზოდში ნათან ჟუნიორმა იაქტიურა, თუმცა "დილას" ბრაზილიელი ცენტრფორვარდის მიერ წამოწყებული კომბინაცია ირაკლი კლიმიაშვილმა ვერ დააგვირგვინა.

აი, ამის შემდეგ კი "მეტალურგმა" ერთიმეორეზე უკეთესი მომენტები გაანიავა: ჯერ ის ეპიზოდი იყო, გიორგი თექთურმანიძის ფლანგურ პასს დიმიტრი ტატანაშვილი რომ "გამოეხმაურა" და მასპინძელთა მტკიცებით, ბურთი სტუმართა მცველს ხელზე მოხვდა! შემდეგ კი რუსთაველებმა გოლის გატანის 100-პროცენტიანი შანსი გაუშვეს ხელიდან: ისევ თექთურმანიძის ფლანგური გარღვევა, ზუსტი ჩაწოდება მეტოქის საჯარიმოში და ტატანაშვილის 3-4 მეტრიდან თავით დარტყმული ბურთი "დილას" კარს ზემოთ წავიდა.

მერე უკვე მარინ სკენდერის "ჯერიც" დადგა: "დილას" ხორვატმა მეკარემ ჯერ მაისურაძის შორეული დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი - ტატანაშვილის.

ტაიმის ბოლო წუთზე კი სკენდერიც უძლური იყო თავისი გუნდი გადაერჩინა, მაგრამ მიხეილ მახვილაძის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი "დილას" კარის ძელს მოხვდა.

აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, პირველ ტაიმშივე ტრავმა მიიღო სანდრო გურულმა, თუმცა ამ მატჩშიც დამტკიცდა, რომ დღესდღეობით ყველაზე კარგად დაკომპლექტებული გუნდი სწორედ გორის "დილაა". ანუ, იგივე "მეტალურგისაგან" განსხვავებით, "დილაში" ნებისმიერ პოზიციაზე ორი სრულფასოვანი ფეხბურთელია და ისიც ნიშანდობლივია, რომ მატჩის ბედი სწორედ შეცვლაზე შემოსულმა მოთამაშეებმა გადაწყვიტეს.

თუმცა ამაზე ქვემოთ; მანამდე კი ის ვთქვათ, რომ პირველ ტაიმში გოგიტა გოგუას აქტიურობის შემდეგ "დილამ" ერთი-ორჯერ მეტ-ნაკლები ხიფათი შექმნა მასპინძელთა კართან, მაგრამ ზურაბ ბათიაშვილი უშეცდომოდ თამაშობდა.

აი, შესვენების მერე კი აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია იყო მოედანზე: ფაქტია, რომ გიორგი დარასელიას ჩინებულად შეუძლია შეგირდების მოტივირება და საერთოდაც, ამ მწვრთნელის პროგრესი აშკარაა.

ალბათ, ადრევე უნდა გვეთქვა, რომ 1 დეკემბერს "დილა" ოდნავ განსხვავებული ტაქტიკით (მხოლოდ ერთი საყრდენით - გიგა ბეჭვაია) თამაშობდა, მერე შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმაც გამოიჩინეს თავი და ვინც რა უნდა თქვას, მიგვაჩნია, რომ სტუმრებმა აბსოლუტურად დამსახურებულად გაიმარჯვეს.

მასპინძელთათვის პირველი "სიგნალი" მეორე ტაიმის დასაწყისში მიხეილ გორელიშვილის სახიფათო დარტყმა იყო: "დილას" 19 წლის დებიუტანტი ირაკლი კლიმიაშვილის ჩინებულ გადაცემას "ერთი შეხებით" აგვირგვინებდა, მაგრამ ბურთი მიზანს მცირე მანძილით ასცდა.

მერე იყო დავით კვირკველიას ჩინებული სოლო-რეიდი მარცხენა ფლანგზე, ასევე გამჭოლი გადაცემა რომ მოჰყვა, თუმცა ბეჭვაიას დარტყმაც მცირეოდენ არაზუსტი აღმოჩნდა.

საბოლოოდ სტუმრებს მონდომება დაუფასდათ: კვლავაც კლიმიაშვილმა იაქტიურა მარჯვენა ფლანგზე და მის მიერ ჩაწოდებულ ბურთს გორელიშვილმა ეფექტური თავური დარტყმა მოაყოლა.

გაშვებული გოლის მერე "მეტალურგმა" რამდენჯერმე გაიბრძოლა, მაგრამ სიხარულიძის, მახვილაძის და ტატანაშვილის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია. სამაგიეროდ, სტუმრებმა კიდევ ერთი ეფექტური გოლი გაიტანეს: მოედანზე დიდი ხნის პაუზის მერე გამოჩენილმა კახა ალადაშვილმა ჩინებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და თამაშიც, ფაქტობრივად, აქ მორჩა.

სამწუხაროდ, მატჩში ერთი ინციდენტი მაინც მოხდა: გოგიტა გოგუასა და ალექსანდრე ინწკირველის კინკლაობა "გუნდი-გუნდზე" ჩხუბში არ გადაზრდილა, თუმცა არც არაფერი აკლდა.

საბოლოოდ სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ, მაგრამ "ფოლადზე" მყოფთაგან, ალბათ, არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ "დილა" მორიგ გამარჯვებას მოიპოვებდა.

მატჩის შემდეგ

გიორგი დარასელია ("დილა"):

"ვიცოდით, რომ ხელოვნურ მოედანზე რთული მატჩი გველოდებოდა. საბედნიეროდ, მეორე ტაიმში ჩემი გუნდის ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს გამარჯვების მოსაპოვებლად. გორელიშვილი ამ მატჩში რომ ითამაშებდა, ეს გადაწყვეტილება წინა დღესვე ვიცოდი; რაც შეეხება გოგუას გაძევებას, ვფიქრობ, რომ არბიტრს შეეძლო მეორე ყვითელი ბარათი არ მიეცა".

გიორგი ყიფიანი ("მეტალურგი"):

"რთული მატჩი იყო და მართლაც ღირსეულ მეტოქესთან, ჩემპიონობის ერთ-ერთ კანდიდატთან წავაგეთ. პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ, უპირატესობაც გვქონდა. როგორც დავინახე, პენალტიც გვეკუთვნოდა. მეორე ტაიმში კი პოზიციური შეცდომის გამო გოლი გავუშვით.

სამწუხაროდ, მეორე გოლი იმ ჯარიმას მოჰყვა, რომელიც არ უნდა დანიშნულიყო. საერთოდაც, სამსაჯო საკითხი მისახედია: თითოეულ მატჩზე არბიტრების რაოდენობის გაზრდას ხარისხის მომატება სჯობია. თუმცა, ისე არ გამიგოთ, თითქოს დღევანდელ წაგებას მხოლოდ და მხოლოდ მსაჯებს ვაბრალებდე. იმასაც ვიტყვი, რომ ვიდრე თეორიული შანსი გვაქვს, ზედა ექვსეულში მოსახვედრად ბოლომდე ვიბრძოლებთ!"

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVIII ტური

02. 12. რუსთავი. "ფოლადი". 500 მაყურებელი

მეტალურგი-დილა 0:2

გოლები: 0:1 გორელიშვილი (63, კლიმიაშვილის პასით), 0:2 ალადაშვილი (73)

Video

მეტალურგი - დილა 0:2

მეტალურგი დილა

4-1-3-2 4-1-4-1

ბათიაშვილი სკენდერი

ჯაფარიძე შაშიაშვილი

მახვილაძე სალუქვაძე

ინწკირველი გ. ონიანი

სუხიაშვილი კვირკველია

რაზმაძე ბეჭვაია

თექთურმანიძე ახალკაცი

ი. მაისურაძე კლიმიაშვილი

გ. მიქაბერიძე გოგუა

ტატანაშვილი ს. გურული

სიხარულიძე ჟუნიორი

მწვრთნელები:

გ. ყიფიანი გ. დარასელია

მეტალურგი

71. მიქაბერიძე - ხაბელაშვილი

81. თექთურმანიძე - დობროვოლსკი

87. რაზმაძე - დ. ჯანელიძე

სათადარიგოები: ბედიაშვილი, გავაშელიშვილი, ქავთარაძე, ხიდეშელი

დილა

19. გურული - გორელიშვილი

68. ახალკაცი - ალადაშვილი

79. ონიანი - თომაშვილი

სათადარიგოები: შეყრილაძე, აბურჯანია, მოდებაძე, გვალია.

გაფრთხილება: გოგუა (75), გოგუა (84), ინწკირველი (84)

გაძევება: გოგუა (84)

არბიტრი: თ. გვანცელაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა