საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVIII ტური
პირველ წრეში "ტორპედო" ფოთს ლიდერის რანგში ეწვია და დაკარგული ქულების გამო (1:1) პირველი ადგილიდან ჩამოქვეითდა.

ქუთათურებს 1 დეკემბერს გამართულ შეხვედრაშიც ძალიან გაუჭირდათ. მართალია, დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვეს, მაგრამ ეს დიდი ნერვების ფასად დაუჯდათ. ფოთელებმა, რომლებსაც ჯერ ჩემპიონატში მოგება არა აქვთ, მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და დამაგვირგვინებელ ფაზაში რომ ეყოჩაღათ, ფრე კი არა, იქნებ სანატრელი გამარჯვებისთვისაც გამოეკრათ ხელი.

შეხვედრა მასპინძლებისთვის მძიმედ და არასასიამოვნოდ დაიწყო. პავლე დათუნაიშვილმა მარცხენა ფრთიდან ჯარიმა შეასრულა და ბურთი მეტოქის კარის წინ ჩაჰკიდა, სადაც ომარ გოგონაიამ მცველებს დაასწრო და ახლო მანძილიდან სწრაფი გოლით ანგარიში გახსნა.

გაშვებული გოლის შემდეგ გია გეგუჩაძის შეგირდები გონს კარგა ხანს ვერ მოვიდნენ. მათ სტუმართა ხუთკაციანი დაცვის მიერ აღმართული "ზღუდეების" გარღვევა ძალიან უჭირდათ. ზღვისპირელებს კი კვლავ მართებდათ ქუთაისელთა დასჯა, მაგრამ დათუნაიშვილის პასით მეკარესთან პირისპირ გასულ ილია პავლიაშვილს მიზანმა უმტყუნა და რეალური მომენტი ვერ გამოიყენა.

ტაიმის შუიდან ქუთაისელებიც გააქტიურდნენ. მათგან განსაკუთრებით ელგუჯა გრიგალაშვილი გამოირჩეოდა, რომელმაც ორჯერ სახიფათო შეტევით აანერვიულა ფოთელები, მესამე ცდაზე კი შესანიშნავი დარტყმით ანგარიშიც გაათანაბრა.

პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ორივე გუნდს შეეძლო ანგარიშის გაზრდა. სტუმართაგან ჯემალ გაბუნიამ ვერ გამოიყენა შესანიშნავი ეპიზოდი, ქუთაისელთაგან კი გრიგალაშვილსა და ლაშა შერგელაშვილს შეეძლოთ გატანა. განსაკუთრებით ამ უკანასკნელის საჯარიმო დარტყმა უნდა გავიხსენოთ, როცა "ტორპედოს" ახალგაზრდა მცველმა დაახლოებით 35 მეტრიდან "კოლხეთის" კარის ხარიხა შეაზანზარა.

მატჩის მეორე ნახევრის დებიუტში კოლხებმა ზედიზედ ორი საგოლე ეპიზოდი შექმნეს და რომ არა ომარ მიგინეიშვილის შესანიშნავი თამაში, დაწინაურდებოდნენ კიდეც.

ქუთაისელთა მეკარემ ჯერ პავლე დათუნაიშვილის ურთულესი "მაკრატელა" მოიგერია, შემდეგ კი მასთან პირისპირ შეყრილ შალვა კვანტალიანსაც აჯობა და დამატებაზე დათუნაიშვილსაც არ გაატანინა.

ამასობაში ფეხბურთის დაუწერელი კანონი: "ვერ გაიტან, გაგიტანენ" ამოქმედდა. შეტევის გასაძლიერებლად შეცვლაზე შესულმა ნიკა საბანაძემ მისია კარგად შეასრულა. მან გრიგალაშვილის გამოზომილი პასი გამოიყენა და ქუთაისელები დააწინაურა.

საბანაძეს მალევე დუბლის გაფორმებაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ გიორგი კილასონიამ ზედ კარის ხაზიდან მოიგერია ბურთი.

დარჩენილ დროში "კოლხეთმა" "ტორპედო" კარს მიაჯაჭვა, მაგრამ შექმნილი მომენტები ვერ გამოიყენა და მორიგი მარცხი განიცადა.

მსაჯის სასტვენთან ერთად ტორპედოელებმაც ამოისუნთქეს. მათი თამაშით სტადიონზე მყოფი მცირერიცხოვანი გულშემატკივარი უკმაყოფილო დარჩა.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVIII ტური

02.12. ქუთაისი. ცენტრალური, 1500 მაყურებელი

ტორპედო-კოლხეთი 2:1

გოლები: 0:1 გოგონაია (6. დათუნაიშვილის პასით), 1:1 ე. გრიგალაშვილი (32), 2:1 საბანაძე (64. გრიგალაშვილის პასით)

Video

ტორპედო - კოლხეთი 2:1

ტორპედო კოლხეთი

4-4-2 5-4-1

მიგინეიშვილი ბუბუტეიშვილი

რიგვავა გ. კილასონია

ზ. ჭელიძე ცხვიტარია

გ. გურული ტყეშელაშვილი

შერგელაშვილი ფარულავა

დოლიძე გაბუნია

გ. დათუნაიშვილი კრასოვსკი

კუხიანიძე გოგონაია

ე. გრიგალაშვილი პ. დათუნაიშვილი

ბერიაშვილი პავლიაშვილი

ტუღუში კვანტალიანი

მწვრთნელები:

გ. გეგუჩაძე ს.ფილია

ტორპედო

54. კუხიანიძე - საბანაძე

69. ტუღუში - გიგაური

78. დოლიძე - ვ. ბოლქვაძე

სათადარიგოები: ქვილითაია, ტაბატაძე, გოგიჩაიშვილი, ფირცხალავა

კოლხეთი

83. გოგონაია - ზ. ჩხეტიანი

87. ფარულავა - ბუხაიძე

სათადარიგოები: ხარშილაძე, მოსიაშვილი, კობერიძე, ბარამიძე.

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

გაფრთხილება: ბერიაშვილი (48), გაბუნია (59)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა