საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის თავკაცი არჩილ გეგენავა ოქტომბერში გადადგა
საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის თავკაცი არჩილ გეგენავა ოქტომბერში გადადგა. ამიტომ საჭირო გახდა რიგგარეშე საარჩევნო ყრილობის ჩატარება.

გასულ შაბათს წყალბურთის, ცურვის, წყალხტომისა და სინქრონული ცურვის წარმომადგენლები სპორტის სამინისტროს სააქტო დარბაზში შეიკრიბნენ.

ყრილობაზე სიტყვით გამოვიდნენ ყოფილი წყალბურთელები - ნოდარ კურტანიძე, ალექსანდრე ბითაძე, მოცურავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ხომასურიძე, რომლებმაც აღნიშნეს ბოლო წლებში მიღწეული დადებითი ძვრები.

კერძოდ, სამი წელიწადია, ეროვნულ ჩემპიონატებთან ერთად, სხვადასხვა ასაკში ტარდება წყალბურთელთა საქართველოს პირველობები; "ლიგამუსი-თბილისი" ორი წელიწადი ლენტროფზე გამოდიოდა, წლეულს კი ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობს; 17 წლის მოცურავე დავით ბოლქვაძემ ჭაბუკთა ევროპის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (200 მ. ბრასი) და ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა.

წარმატებით გამოდიან საერთაშორისო შეჯიბრებებში წყალმხტომელები. 2014 წელს თბილისი ახალგაზრდა წყალბურთელთა ევროპის პირველობის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს. ითქვა ისიც, რომ საცურაო აუზები გაიხსნა საჩხერეში, რუსთავში, ახალქალაქში, მაგრამ ისეთი ტრადიციების მქონე ქალაქებს, როგორებიცაა - ქუთაისი და ბათუმი, აუზები არა აქვთ; არადა, სწორედ ამ ქალაქებიდან იღებდა ცურვა და წყალბურთი ღირსეულ ცვლას.

ხომასურიძემ ისიც დასძინა, რომ თურქი ბიზნესმენი გვეხმარება, რამდენიმე შეჯიბრება დაგვიფინანსა, ქართველებს კი არ ვახსოვართო.

თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ფედერაციის პრეზიდენტობაზე შვიდ კანდიდატს ჰქონდა განაცხადი შეტანილი, თუმცა წინა დღეს ალექსანდრე ნიკოლეიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

გიორგი ჩხეიძემ და ვლადიმერ ისელიძემ ყრილობაზე დავით რურუას, ხოლო ნოდარ კურტანიძემ რევაზ ჩომახიძის სასარგებლოდ მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები.

54 დელეგატისა და მოწვეულთა წინაშე პროგრამებით წარსდგნენ რურუა, ჩომახიძე და გიორგი გორდელაძე. ფარული კენჭისყრით ხმები ასე განაწილდა: რურუა - 22, გორდელაძე - 18, ჩომახიძე - 12. ორი ბიულეტენი გაბათილდა.

ამდენად, საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციას დავით რურუა უხელმძღვანელებს, რომელიც ვიცე-პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნის კანდიდატურებს უახლოეს პერიოდში წარუდგენს გამგეობას დასამტკიცებლად.

ყრილობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდნენ.

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად