"მილანის" ახალგაზრდა ფორვარდი მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონში მისი არაჩვეულებრივი პროგრესი დიდწილად გუნდიდან შვედის წასვლამ განაპირობა
"მილანის" ფორვარდი სტეფან ელ შაარავი მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონში მისი არაჩვეულებრივი პროგრესი დიდწილად გუნდიდან პსჟ-ში ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადასვლამ განაპირობა.

ახალგაზრდა თავდამსხმელის ბრწყინვალე თამაში დიდად წაადგა "მილანს", რომელსაც რთული პერიოდი უდგას - ეგვიპტური ფესვების მქონე 20 წლის იტალიელი ფეხბურთელის ანგარიშზე იტალიის ჩემპიონატის 15 მატჩში გატანილი 12 გოლია. ამ მაჩვენებლით სტეფანი პირველობის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

ახალგაზრდა ტალანტი დარწმუნებულია, რომ მისი შვედი კოლეგა გუნდიდან რომ არ წასულიყო, ასეთი შედეგი არ ექნებოდა.

"ამისთვის ზლატანს დიდი მადლობა უნდა ვუთხრა. იბრაჰიმოვიჩისა და კასანოს წასვლით ორი მაღალი კლასის თავდამსხმელი დავკარგეთ და შედეგად, მე მეტი თავისუფლება მივიღე.

ალბათ, ძნელი მოსაფიქრებელი იქნებოდა პირადად ჩემთვის სეზონის დასაწყისის უკეთესი სცენარი. აშკარად ძალიან მოვუმატე", - ამბობს ელ შაარავი და "მილანის" მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრისაც ემადლიერება.

"მწვრთნელისგან მხარდაჭერას ყველაფერში ვგრძნობდი. ნდობას ჯერ კიდევ წინა სეზონში მიცხადებდნენ, როდესაც 28 მატჩი ჩავატარე. წელს კი ის გაორმაგდა.

მიუხედავად სერია A-ს პირველ ორ ტურში წარუმატებელი თამაშისა, ალეგრიმ მაინც დამაყენა ძირითადში", - იხსენებს ფეხბურთელი.

ასევე იხილეთ:

იტალია. სერია A. XV ტური: ფავორიტები სრული სვლით [VIDEO]

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა