ენერგეტიკის მინისტრმა უეფას ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრამდე ფეხბურთის ფედერაციაში მთავრობის ჩარევის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ უეფას ვიცე-პრეზიდენტთან, გრიგორი სურკისთან შეხვედრამდე ფეხბურთის ფედერაციაში მთავრობის ჩარევის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა.

კალაძის თქმით, დაუშვებელია, რომ მთავრობა ფედერაციის საქმიანობაში ერეოდეს.

"ეს მართლაც ასე უნდა იყოს, რაც არ ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ის პირდაპირ ნიშნავდა სპორტის სხვადასხვა ფედერაციის ხელმძღვანელებს და ასეთი შემთხვევა გვაქვს ჩვენ ფეხბურთის ფედერაციაშიც", - აღნიშნა კალაძემ.

გარდა ამისა, მინისტრმა ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების თემაზეც ისაუბრა.

"მე ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, თუ ფეხბურთის ფედერაციაში ჩატარდება არჩევნები და ბატონ ზვიადსაც მიეცემა საშუალება, რომ ხელმეორედ იყაროს კენჭი, რაც ჩემი მხრიდან მისასალმებელია", - თქვა კალაძემ.

კალაძის გარდა, სურკისი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ლევან ყიფიანს ხვდება.

ასევე იხილეთ:

გრიგორი სურკისი: იმედია, მთავრობა ფედერაციის საქმიანობაში არ ჩაერევა

h
შენ ენერგეტიკას მიხედე ბლ
aleqsande
ასი პროცენტით ვიზიარებ კალაძის აზრს
daviti
zura,მე ვიცი დომენტის ხელში რა ხდებოდა,ეს შენც იცი ალბათ და ამის ახსნა არაა საჭირო,სამწუხაროდ როცა აქამდე ვერ მოხახერხა ფედერაციამ იმის გაკეთება რომ,ფინანსურად დიდი წილად სახელმწიფოს ხარჯეზე არ იყოს ჩამოკიდებული,ასეთ დროს ძნელია ვინმემ პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვას და საქმეც გააკეთოს ხელისუფლების ზურგის გარეშე,ეს სამწუხარო რეალობაა მაგრამ,ვინ იქნება მართველი ეს საფეხბურთო სამყარომ უნდა გადაწყვიტოს და არა კაცნელარიის ჩინოვნიკებმა და არ უნდა დასვან იქ სიჭინავას მსგავსი უავტორიტეტო,ადვილად სამართავი,დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარის არ მქონე ღრმად არა პროფესიონალი ადამიანი.ისე სიჭინავასთვის არამგონია ვინმეს დაერეკა და ეთქვა არ მოხვიდე აეროპორტშიო,თორე "ჩაიხედავდა" ეს კაცი სინდისში და იტყოდა მირჩიეს იქ არ მივსულიყავიო
koba
ვინ არის სიჭინავა იცით?
zura
daviti მე ვინმეს კი არ ვიცავ,მეც ისე შემტკივა გული ჩვენს ქვეყანაზე,როგორც შენ,ასევე ქართულ ფეხბურთზე,სიჭინავა,რომ ფედერაციის დასმული პრეზიდენტია და არა არჩეული ეგ ყველამ იცის,მაგრამ ხომ უნდა დადგეს საბოლოოდ ის დრო რომ ნორმალურ ცივილიზებულ ქვეყანას დავემსგავსოთ.დღევანდელი საქციელი არ იყო ნორმალური ეტიკეტი,ენერგეტიკის მინისტრი უნდა დახვედროდა აეროპორტში უეფას წარმომადგენელს თუ ფედერაციის ხელმძღვანელობა,გასაგებია,რომ ახლო ურთიერთობა აქვთ,მაგრამ იქნებოდა იმის საშუალება,რომ მოინახულებდა.როგორ გგონია ამ საქციელის მერე ფედერაციის არჩევნები ისე ჩატარდება,რომ კიდევ ცხვირს არ ჩაყობს?
daviti
zura ტარიფებზე და ვინ ვის ატყუებდა და რამდენი წელი ეგ სხვა,არასპორტულ საიტებზე განსახილველი თემაა ჩემი აზრით.ისე დღევანდელი ფედერაციის მუშაობით კმაყოფილი ხარ?დომენტი სამართლიან გარემოში,საფეხბურთო სამყაროს მიერ არჩეული პრეზიდენტი გგონია?და საერთოდ რაც ქართულ სპორტში ხდებოდა აქამდე მოგწონს?
zura
კალაძე ეგ უკვე შენი საჯდომის საქმე არ არის რა იქნება კარგი და რა არა ფეხბურთის ფედერაციისთვის,ენერგეტიკას მიხედე და ტარიფეები შეამცირე,ხალხი რომ ატყუეთ! მაგის დრო გაქ ?
hunt
რა არ მესმის, რატომ უნდა შეხვდეს უეფას ვიცე-პრეზიდენტი ენერგეტიკისა და სოტსი მინისტრებს ჩამოსვლისთანავე და შემდეგ ბოლოს უკვე ფეხბურთის ფედერაციის პრეზინდეტ. ტიპი ფეხბურთთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩამოვიდა და სფფ-ს წარმომადგენლებს უნდა შეხვდროდა პირველი. მერე რომ კალაძეს იცნობს. ეგრე ვინ მამუკასაც თუ იცნობს, ვისთანაც დაულევი როდესმე მაგას უნდა შეხვდეს პირველი საქართველოში ჩამოსვლის დროს?! ან აეროპორტში რა იყო? მაგ საქციელს რა ჰქვია იქნებ მითხრათ?!
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა