რომან ვაიდენფელერი გერმანიის ნაკრებში თამაშს რომ იმსახურებს, ეს თვით ბაიერნელებმაც აღიარეს
"ბაიერნისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" წლის დუელად შერაცხულმა მატჩმა საფეხბურთო გერმანიას დაუკმაყოფილებლობის განცდა დაუტოვა და დორტმუნდელთა მეკარე რომან ვაიდენფელერი ხელახლა აღმოაჩენინა.

აღიარეს "ბაიერნის" ბრაზილიელი მცველი დანტეც - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

აი, ხავი მარტინესს კი ტიპური გერმანელებისთვის თავის მოწონება გაუჭირდება, რადგან ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მოედანზე ისეთს ვერაფერს აკეთებს, რაც მასზე ათჯერ და ოცჯერ იაფფასიან საყრდენ ნახევარმცველებს არ გაუკეთებიათ.

ბუნდესლიგის მე-15 ტურის ცნობად სახეებში სხვა ფეხბურთელებიც მოხვდნენ...

რომან ვაიდენფელერი

თვე ისე არ გავა, საფეხბურთო გერმანიაში ერთხელ მაინც არ გაჩაღდეს დისკუსია იმის შესახებ, თუ რატომ არ ჩაუტარებია დორტმუნდის "ბორუსიას" მეკარე რომან ვაიდენფელერს გერმანიის ნაკრებში თუნდაც ერთი მატჩი.

ექსპერტებმა ამ თემაზე სჯა-ბაასი შაბათს საღამოსაც გააბეს, რადგან ვაიდენფელერმა "ბაიერნისა" და "დორტმუნდის" ტოპ-მატჩში თანაგუნდელები რამდენჯერმე იხსნა და თამამად ვიტყვით, ყველაზე მეტად სწორედ მისი დამსახურებაა, "ბორუსიამ" მიუნხენიდან ქულა რომ წაიღო.

რომანმა იმდენად კარგად ითამაშა, რომ ის თვით "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმაც კი შეაქო, ხოლო რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა კი თქვა, არ ვიცი, კიდევ რა უნდა გააკეთოს ამ ბიჭმა იმისათვის, რომ ბუნდესგუნდში ათამაშონო.

დააკვირდით: გამოიძახონ კი არა, ათამაშონო! ფაქტია, მანუელ ნოიერი ამის გამო ნაწყენი დარჩებოდა.

ერთი სიტყვით, "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ რომანს მთელი გერმანია აქებს, თვითონ ვაიდენფელერი კი თვითკრიტიკული იყო - ოღონდ არა საფეხბურთო კუთხით.

"ყველაფერი შესანიშნავად იყო, მხოლოდ შარვლის არჩევისას შევცდი", - განაცხადა მატჩის შემდეგ დორტმუნდელთა მეკარემ.

რაკი მიუნხენში ციოდა, პირველ ტაიმში რომანს გრძელი შარვალი ეცვა და როგორც ჩანს, კარგად ვერ მოირგო, რადგან მეორე ტაიმში ისევ მოკლე ჩაიცვა.

დანტე

დანტე გლადბახის "ბორუსიადან" მიუნხენის "ბაიერნში" რომ გადავიდა, რეკორდმაისტერში ჯერ ერთი მატჩიც არ ჰქონდა ჩატარებული და მასზე უკვე ისე საუბრობდნენ, როგორც მიუნხენური გრანდის მორიგ ჩავარდნილ ტრანსფერზე და ბრაზილიელ მცველს "ბაიერნის" ძირითადი შემადგენლობის წევრად არ განიხილავდნენ.

ბუნდესლიგამ უკვე 15 ტური მოილია და ნახეთ: დანტემ ყველა მატჩში პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა!

ბრაზილიელი "დორტმუნდთან" ტოპ-მატჩშიც შეუდარებელი იყო და დღეს ბევრი გერმანელი ექსპერტი საუბრობს იმაზე, რომ "ბაიერნის" დაცვის ბურჯი არა ჰოლგერ ბადშტუბერი, არამედ სწორედ დანტეა!

ხავი მარტინესი

ხავი მარტინესიც კარგი შენაძენია. რატომ "ც"? იმიტომ, რომ რეკორდმაისტერმა ესპანელ საყრდენ ნახევარმცველში 40 მილიონი ევრო გადაიხადა.

რაკი მარტინესი აქამდე ბევრით არაფრით გამოირჩეოდა, მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელები მასზე ყურადღებას თითქმის ყველა ინტერვიუში ამახვილებდნენ და ამბობდნენ, მარტინესი გენიალური ფეხბურთელია, რაშიც სულ მალე დარწმუნდებითო.

ეს ლოგიკურიც იყო, რადგან ესპანელში ზუსტად იმდენი ფული გადაიხადეს, რამდენიც ბუნდესლიგის 1975/76 წლების სეზონის ყველა ფეხბურთელი ღირდა... ერთად!

ხავის "ბორუსიასთან" ცუდად არ უთამაშია, პირიქით, ძალიან კარგი იყო, მაგრამ მაინც: რა გააკეთა? ვნახეთ რამდენიმე ზუსტი პასი მარჯვნივ, ამდენივე ზუსტი პასი მარცხნივ და დავრწმუნდით, რომ ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს ზონების გადაკეტვის კარგი ნიჭი აქვს.

ამდენი იენს იერემისსაც შეეძლო - აღარაფერს ვამბობთ დიტერ შლინდვაინზე, ტორსტენ ლეგატსა და უვე ლაიფელდზე...

იგორ დე კამარგო

იმ მომენტში, როცა "შალკესთან" ანგარიში გახსნა, იგორ დე კამარგო, წესით, მოედანზე აღარ უნდა ყოფილიყო და მხოლოდ იმიტომ შემორჩა, რომ მის შესაცვლელად გამზადებულ მაიკ ჰანკეს ფეხის დამცავის მყარად შეკვრის პროცესი გაუგრძელდა.

ამ დროში დე კამარგომ გოლის გატანა მოასწრო და ამ გოლმა არა მარტო მოედანზე კიდევ 18 წუთით დარჩენის საშუალება მისცა, არამედ მეორე წრემდე "გლადბახის" ძირითად შემადგენლობაში თამაშიც გაუნაღდა - მატჩის შემდეგ მიონხენგლადბახელთა თავკაცმა ლუსიენ ფავრმა თქვა, თავდასხმაში უკვე ბევრი ვარიანტი ვცადე, ახლა კი, ზამთრამდე აღარაფერს შევცვლიო.

მარკო არნაუტოვიჩი

მარკო არნაუტოვიჩი ის ფეხბურთელია, რომელმაც ახლო წარსულში ბუცებზე "ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 2010" დაიწერა.

მართალია, მაშინ მარკო სწორედ მილანის "ინტერის" ფეხბურთელი გახლდათ, მაგრამ ევროპის ელიტურ საკლუბო ლიგაში არცერთი მატჩი არ ჰქონდა ჩატარებული!

ავსტრიელი დღესაც აროგანტი და თავისებური ტიპია - ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მუდმივად უნდა აკრიტიკო, როცა რაღაც არ გამოსდის და რომელიც ყოველთვის მოგენატრება, როცა არ თამაშობს.

კვირას არნაუტოვიჩმა თავის კარიერაში პირველი ჰეთ თრიკი შეასრულა და ახლა ცხვირი 2-დან 3 მეტრამდე აქვს აწეული, საფინალო სასტვენის შემდეგ კი ვამპირებზე მონადირის მიმიკა ჰქონდა და არ გამოვრიცხავთ, რომ პირად მეწაღეს უკვე დაავალა ბუცებზე ახალი წარწერის გაკეთება: "ჰოფენჰაიმის დამამარცხებელი 2012".

თუმცა ფაქტია, რომ ეს ფეხბურთელი ბუნდესლიგას უხდება.

XV ტურის გმირი: მარკო არნაუტოვიჩი (ვერდერი)

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ "ვერდერის" 23 წლის ფეხბურთელ მარკო არნაუტოვიჩს, რომელიც მწვრთნელმა თომას შააფმა ამ სეზონში მარჯვენა გარემარბად აქცია, საუკეთესო დღე გაუთენდა: ავსტრიელმა "ჰოფენჰაიმთან" კარიერის პირველი ჰეთ თრიკი შეასრულა.

არნაუტოვიჩის ანგარიშზე ახლა 5 გოლია და წესით, შარშანდელი მაჩვენებელი (6 გოლი მთელ სეზონში) უნდა გააუმჯობესოს.

მარკომ ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაიტანა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თუ ნიჭს ჭკუასაც დააყოლებს, შეუძლია, დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

საუკეთესო ფეხბურთელები

XV ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება

1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 10 2.00

2. რენე ადლერი ჰამბურგი 15 2.17

3. კევინ ტრაპი აინტრახტი 15 2.27

4. აარონ ჰანტი ვერდერი 14 2.39

5. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 13 2.50

6. თომას მიულერი ბაიერნი 14 2.50

7. დიეგო ბენალიო ვოლფსბურგი 15 2.60

8. სებასტიან როდე აინტრახტი 15 2.60

9. ფაბიან გიფერი ფორტუნა 15 2.70

10. ტონი კროოსი ბაიერნი 15 2.71

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა

1. თომას მიულერი ბაიერნი 14 8 9 17

2. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 15 9 3 12

3. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 14 9 3 12

4. ტონი კროოსი ბაიერნი 15 6 5 11

5. აარონ ჰანტი ვერდერი 14 6 4 10

6. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 13 3 7 10

7. ვედად იბიშევიჩი შტუტგარტი 13 7 3 10

8. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 13 9 1 10

9. ალექსანდერ მაიერი აინტრახტი 15 9 1 10

10. მარკო როისი ბორუსია (დ) 15 5 5 10

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გერმანია. ბუნდესლიგა. XV ტური: რევანში არ შედგა! [VIDEO]

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა