საჩოგბურთო სეზონის შემდეგ ვიხსენებთ 2012 წლის კურიოზულ, სახალისო და უბრალოდ, საინტერესო ციფრებს
უიმბლდონის პირველ წრეში სარა ერანისა და კოკო ვანდევეგეს შეხვედრაში ორი კურიოზი მოხდა:

ერანი დამაჯერებლად იგებდა - 6:1, 5:3 და მოგებამდე ერთი ქულა აშორებდა (იტალიელს მატჩბოლი ჰქონდა), მაგრამ აქ საქმეში ტრადიციული ბრიტანული წვიმა ჩაერია და შეხვედრის გადატანა გახდა საჭირო.

ერანის აღიარებით, მომდევნო დღეს კორტზე გასვლამდე ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ საბოლოოდ, სარასთვის ყველაფერი კარგად დასრულდა. მეტოქეებმა კორტზე მხოლოდ 7 (!) წამი გაატარეს, იტალიელს კი გამარჯვებისთვის ბურთზე შეხებაც არ დასჭირდა - ვანდევეგემ ორმაგი შეცდომა დაუშვა.

იაროსლავა შვედოვას ოქროს სეტი

იმავე სარა ერანისა და იაროსლავა შვედოვას მატჩი უიმბლდონზე ისტორიაში შევიდა იმით, რომ "დიდ სლემზე" პირველად ჩატარდა "ოქროს სეტი".

ყაზახმა ჩოგბურთელმა ისე მოიგო პირველი პარტია, რომ არც ერთი ქულა არ დაუთმო მეტოქეს. ამ ბრწყინვალე 15 წუთის განმავლობაში შვედოვამ შეასრულა ოთხი ეისი და 14 "ვინერსი".

საინტერესო ის არის, რომ ერანიმ პარტიაში მხოლოდ ერთი უნებლიე შეცდომა დაუშვა. ამან ისე აღაფრთოვანა ყველა, რომ შვედოვასთან მატჩის წინ თვით სერენა უილიამსმა განაცხადა, რომ ერთი ქულის აღების იმედი აქვს.

ამერიკის ღია პირველობაზე სამანტა სტოსური ახლოს იყო შვედოვას მიღწევის გამეორებასთან.

ტურნირის პირველ დღეს მან პეტრა მარტიჩის წინააღმდეგ ზედიზედ 19 ქულა აიღო, მაგრამ შემდეგ, როგორც თავად აღიარა, "ოქროს სეტზე" ფიქრი დაიწყო და ორმაგი შეცდომა დაუშვა.

რადვანსკას 0 შეცდომა

ისევ უიმბლდონი - იქ უშეცდომო თამაშით მხოლოდ შვედოვა არ ბრწყინავდა. აგნიეშკა რადვანსკამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ შეუძლია უშეცდომოდ თამაში.

ტურნირის მეორე წრეში ელენა ვესნინას წინააღმდეგ მატჩში პოლონელს არც ერთი უნებლიე შეცდომა არ დაუშვია. სამაგიეროდ, რუსი შეცდა 18-ჯერ.

პირველი მშრალი ნოვაკსა და როჯერს შორის

ცინცინატის მასტერსის ფინალამდე როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი 27-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ყველაფერი უჩვენეს მაყურებელს - დაძაბული ბრძოლები, ბრწყინვალე "ქამბექები", მუდმივი დაძაბულობა.

ერთადერთი, რაც მათ თამაშში არ იყო - განადგურებაა. ამიტომაც, როცა ჯოკოვიჩმა პირველი პარტია "მშრალი" ანგარიშით დათმო, შვეიცარიელის ყველაზე ერთგული გულშემატკივრებიც გაოგნებულნი დარჩნენ.

მანამდე მსოფლიოს პირველ და მეორე ჩოგანს ერთმანეთში 82 სეტი ჰქონდათ ნათამაშები, მაგრამ ნულზე არც ერთი დასრულებულა.

ფედერერმა ის მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა და ამ ორის მეტოქეობას კიდევ ერთი საგულისხმო სტატისტიკური დეტალი დაუმატა - სერბის წინააღმდეგ მოგებულ 16-ივე მატჩში ის პირველ სეტს იღებდა.

საერთოდ, 2012 წელს ფედერერმა მხოლოდ ორი მატჩი წააგო იმ დროს, როცა პირველ პარტიას იღებდა - რაფა ნადალთან ავსტრალიის ღიაზე და ჯონ ისნერთან დევისის თასზე.

ოთხი ნული რობერტა ვინჩისგან

იტალიელი რობერტა ვინჩი აგვისტოში ძალიან კარგ ფორმაში იყო და ზედიზედ იგებდა სეტებს "მშრალი" ანგარიშით.

თავიდან მონრეალში არც ერთი გეიმი არ დაუთმო ანა ივანოვიჩს, რითაც თავადაც დიდად გაკვირვებული დარჩა. შემდეგ დალასის ტურნირის ნახევარფინალში გაანადგურა სერბი ბოიანა იოვანოვსკი.

საინტერესო გამოვიდა მისი მატჩი ოლგა გოვორცოვასთან ლუქსემბურგის ტურნირზე - იქაც ორი სეტი ნულზე მოიგო, თუმცა მეორე სეტი 2:6 დათმო. სულ სეზონში იტალიელმა 11 პარტია მოიგო ანგარიშით - 6:0, თავად კი მხოლოდ ერთი სეტი წააგო "მშრალად".

განახლებული ბრიტანეთი

2012 წელს ბრიტანული ჩოგბურთი, როგორც იქნა, წამყვან როლებზე გავიდა. ჯონათან მიურეიმ მოიგო უიმბლდონი წყვილებს შორის; ენდი მიურეი პირველი ბრიტანელი მამაკაცი იყო, ვინც 1936 წლის შემდეგ გაიმარჯვა "დიდი სლემის" ტურნირზე; ლორა რობსონი კი ამერიკის ღიაზე პირველი ბრიტანელი ქალი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც "დიდი სლემის" ტურნირზე (აშშ-ის ღია) მეორე კვირამდე მიაღწია, შემდეგ გუანგჯოუში კი WTA-ს ტურნირის პირველი ბრიტანელი ფინალისტი გახდა 1990 წლის შემდეგ.

ამიტომაც მაშინ, როცა ოსაკას ტურნირის ნახევარფინალამდე მიაღწია, ბევრს ეგონა, რომ ლორა საქმეს საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანდა და პირველი ბრიტანელი გახდებოდა ბოლო 24 წლის განმავლობაში, ვინც WTA-ს ტიტულს დაისაკუთრებდა.

მაგრამ მას ეს არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, ეს გააკეთა მისმა თანამემამულემ და მეგობარმა ჰიზერ უოტსონმა, რომელმაც კან-ჩენ ჩანთან ფინალში ოთხი მატჩბოლი მოიგერია.

ენდი მიურეის 8 განიავებული მატჩბოლი

ამერიკის ღია პირველობაზე გამარჯვებით ენდი მიურეიმ დაამტკიცა, რომ ის ნამდვილი ჩემპიონია და მისმა მწვრთნელმა ივან ლენდლმა "მკვლელის ინსტინქტი" შესძინა ბრიტანელს. მაგრამ ამერიკაში ტრიუმფის შემდეგ ენდიმ თამაშს უკლო, ბევრს აგებდა ადრეულ სტადიებზე; შემდეგ ისეთი სერია "გამოაცხო", უფრო ქალთა ჩოგბურთისთვის რომ არის დამახასიათებელი.

ტოკიოში ის ბევრს ებრძოდა მილოშ რაონიჩს, ტურნირზე პირველი ჩოგბურთელი გახდა, ვინც კანადელს ბრეიკი გაუკეთა, ბრეიკით იგებდა მესამე სეტს, მიღებაზე ორი მატჩბოლიც მოიპოვა, მაგრამ დათმო შეხვედრა. ამის შემდეგ დაიწყო უცნაურობები.

შანხაის მასტერსის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ, ენდიმ სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო შეხვედრაში ხუთი მატჩბოლი გააფუჭა და წააგო, შემდეგ კი პარიზში ასევე მატჩბოლიდან დაუთმო შეხვედრა ერჟი იანოვიჩს.

ასე რომ, როცა წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე პირველ მატჩში ტომაშ ბერდიხის წინააღმდეგ პირველ მატჩბოლზე ორმაგი შეცდომა დაუშვა, მისი გულშემატკივრები სერიოზულად ანერვიულდნენ, მაგრამ იმ მატჩში ენდიმ მოიგო.

ვიქტორია აზარენკას საპრიზო რეკორდი

წელს ვიქტორია აზარენკამ თავისი საუკეთესო სეზონი ჩაატარა - მოიგო კარიერაში "დიდი სლემის" პირველი ტურნირი, ბრინჯაო და ოქრო ოლიმპიადაზე და წელი პირველი ჩოგანის რანგში დაასრულა.

მან 17 ტურნირში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ ხუთში წააგო ნახევარფინალურ ეტაპზე ადრე. ამ ყველაფერმა მას უდიდესი შემოსავალი მოუტანა - მარტო კორტზე ბელორუსმა 7 320 000 დოლარი გამოიმუშავა, რაც ყველაზე დიდი მონაგარია ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში.

სხვათა შორის, პირველად ჩოგბურთის ისტორიაში, ქალმა მოთამაშემ 7 მილიონზე მეტი გამოიმუშავა - თანაც, ამ სეზონში ეს არა მხოლოდ აზარენკამ, არამედ სერენა უილიამსმა გააკეთა.

ამერიკელების ნული

ATP-ის სარეიტინგო სისტემა 1973 წელს შემოიღეს. მას შემდეგ ყველა სეზონი ისე მთავრდებოდა, რომ ტოპ-ათეულში მინიმუმ ერთ ამერიკელს ვხედავდით, მაგრამ ამ სეზონში ეს სერია შეწყდა - საუკეთესო ამერიკელმა ჯონ ისნერმა წელი მხოლოდ მე-14 ადგილზე დაასრულა.

უნდა აღინიშნოს, რომ აშშ, რეიტინგის მხრივ, ყოველთვის ყველაზე წარმატებული იყო. ამ ქვეყანას ექვსი პირველი ჩოგანი ჰყავდა - ჯიმი კონორსი, ჯონ მაკინროი, ჯიმ კურიე, პიტ სამპრასი, ანდრე აგასი და ენდი როდიკი - ისინი ჯამში 896 კვირა ედგნენ სათავეში კლასიფიკაციას.

ამ სიაში მეორე ადგილზე მოდის შვეიცარია - ერთადერთი ჩოგბურთელის, როჯერ ფედერერის წყალობით. ეს ქვეყანა მსოფლიო რეიტინგს 302 კვირის განმავლობაში ლიდერობდა.

კიმიკო დატეს მუდმივი ძრავა

იაპონელი კიმიკო დატე ჯერ კიდევ 1995 წელს იყო მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი, 90-იან წლებში "დიდი სლემის" ყველა ტურნირზე გადიოდა ნახევარფინალში ამერიკის ღიას გარდა, თანაბრად ებრძოდა შტეფი გრაფსა და სხვა დიად ჩოგბურთელებს.

2012 წელს იაპონელი 42 წლის შესრულდა, მაგრამ აგრძელებს თამაშს, თან ბევრ ახალგაზრდას ჯობია.

ჩეხური პატრიოტიზმი

ეს წელი განსაკუთრებული გამოდგა ჩეხური ჩოგბურთისთვის - ამ ქვეყნის მოთამაშეებმა გუნდური სული გამოავლინეს სპორტის ყველაზე "ეგოისტურ" სახეობაში (ანდრე აგასის სიტყვებით).

სეზონი დაიწყო იმით, რომ იანვარში პეტრა კვიტოვამ და ტომაშ ბერდიხმა ჰოფმანის თასი მოიგეს. შემდეგ კვიტოვამ და ლუსი საფაროვამ ტიტული დაიცვეს ფედერაციის თასზე, ბოლოს კი ბერდიხმა და რადეკ შტეპანეკმა დევისის თასი აიღეს. ასე რომ, ჩეხეთი გახდა პირველი ერი, რომელმაც სამი უმთავრესი გუნდური ტურნირი მოიგო ერთ სეზონში.

გარდა ამისა, ჩეხეთი პირველი ქვეყანაა 1990 წლის შემდეგ, რომელმაც ფედერაციის თასი და დევისის თასი ერთ სეზონში მოიგო - 22 წლის წინ ეს მოახერხა ამერიკამ. ახლა ქვეყნების რიცხვი, რომლებსაც ამგვარი დუბლი აქვთ შესრულებული, სამამდე ავიდა - ადრე ეს შვიდჯერ გააკეთა აშშ-მ და სამჯერ ავსტრალიამ.

ფედერერი თავისუფალია

ბევრი ცდილობს როჯერ ფედერერის შემოქმედებითი დღეგრძელობის საიდუმლოს ამოხსნას. შვეიცარიელი 31 წლის ასაკში მსოფლიოს მეორე ჩოგანი და უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონია. ისე ჩანს, რომ ასაკი როჯერს ხელს უნდა უშლიდეს, მაგრამ ახლა პირიქით მოხდება - წლების მატება მას დაეხმარება.

საქმე ისაა, რომ ამიერიდან შვეიცარიელს შეუძლია მშვიდად გამოტოვოს ყველასთვის აუცილებელი "მასტერსის" სერიის ტურნირები. ATP-ში არსებობს სამი პირობა, რომელიც ამის გაკეთების უფლებას იძლევა - 600 მატჩი კარიერაში, 12 წელი ტურში და 31 წელზე მაღალი ასაკი.

როჯერი უკვე სამივე პირობას აკმაყოფილებს - 31 წლის, 14-წლიანი კარიერა და 1074 მატჩი ტურში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა