პოლონელმა სუპერმძიმეწონოსანმა, რომელმაც 10 ნოემბერს საჩემპიონო ორთაბრძოლა ჩაატარა კლიჩკოს წინააღმდეგ, დოპინგ-ტესტი ჩააგდო
პოლონელმა სუპერმძიმეწონოსანმა მარიუშ ვახმა, რომელმაც 10 ნოემბერს საჩემპიონო ორთაბრძოლა ჩაატარა ვლადიმერ კლიჩკოს წინააღმდეგ, დოპინგ-ტესტი ჩააგდო.

დადებითი შედეგი აჩვენა სინჯმა, რომელიც ვახს უკრაინელთან ბრძოლის შემდეგ აუღეს. სპორტსმენის შარდში აღმოჩნდა აკრძალული ანაბოლური სტეროიდების კვალი. ამ ინფორმაციას გერმანული გამოცემა "ბილდი" აქვეყნებს.

დადებითი დოპინგ-ტესტის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა გერმანიის პროფესიული კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა ტომას პიუტცმა.

ახლა ვახს უფლება აქვს, მოითხოვოს "B" სინჯის შემოწმება. თუ ისიც დადებით შედეგს აჩვენებს, ვახს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია და სოლიდური ფულადი ჯარიმა ელოდება.

კლიჩკოსა და ვახის ორთაბრძოლა ჰამბურგში შედგა. უკრაინელს მსაჯებმა ერთსულოვანი გამარჯვება მიანიჭეს. ამ ბრძოლაში ვლადიმერმა დაიცვა IBF-ის, WBA-სა და WBO-ის ტიტულები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა