ბრაზილიის გრანპრიმ დაასრულა ავტოსპორტის მორიგი სეზონი. ამიტომაც შესაძლებელია 2012 წლის შეჯამება
ბრაზილიის გრანპრიმ დაასრულა ავტოსპორტის მორიგი სეზონი. ამიტომაც შესაძლებელია 2012 წლის შეჯამება. ამისთვის ზედგამოჭრილია Castrol-ის რეიტინგი, რომლის მონაცემებსაც მთელი სეზონის განმავლობაში გაწვდიდით.

სწორედ ეს კლასიფიკაცია გვაძლევს ყველაზე ობიექტურ სურათს, რადგან გამოთვლებისას ითვალისწინებენ ყველა პილოტის მიღწევას გასულ სეზონში - რა სერიაშიც არ უნდა ასპარეზობდეს ავტომრბოლელი და რამდენჯერაც არ უნდა იყოს გასული ტრასაზე.

ბოლო სარბოლო უქმეებზე განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს ფორმულა 1-ის წარმომადგენლებმა – "დიდი პრიზის" პილოტებმა პირველი შვიდი ადგილიდან ექვსი დაისაკუთრეს.

ჯერ კიდევ ორი კვირის წინ იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ წლის პილოტი სებასტიან ფეტელი გახდებოდა (თუმცა გერმანელის შარშანდელი 31 ათასი ქულიდან მხოლოდ მოგონება დარჩა). ამჟამად ინტრიგა იმაში მდგომარეობდა, შეძლებდა თუ არა ფორმულა 1-ის რომელიმე პილოტი მეორე ადგილიდან სებასტიან ლოების ჩამოგდებას.

ამ კითხვაზე პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. ფორმულა 1-ის პილოტები ისე ხშირად ართმევდნენ წელს ქულებს ერთმანეთს, რომ ვერაფერი დაუპირისპირეს მსოფლიოს საუკეთესო მრბოლელს. რაღაცის შეცვლის შანსი ჰქონდა ლუის ჰემილტონს, მაგრამ ნიკო ჰოულკენბერგთან ავარიამ მხოლოდ მეოთხე ადგილი მოუტანა ბრიტანელს.

უფრო ქვემოთ კი სერიოზული ცვლილებები მოხდა. მორიგი შედეგიანი რბოლა ჩაატარა კიმი რაიკონენმა და საბოლოოდ, "ლოტუსის" პილოტმა, რომელიც ერთი წლის წინ მეოთხე ასეულში იმყოფებოდა, ჯენსონ ბატონსა და IndyCar-ის პილოტ უილ პაუერს გაასწრო და ერთბაშად ორი საფეხური მოიგო. ფინელი სან პაულუში ოდნავ უკეთ რომ გამოსულიყო, მარკ უებერის ჩამოტოვების შანსიც ექნებოდა.

ივლისის შემდეგ პირველად დაბრუნდა საუკეთესო ოცეულში ფელიპე მასა - საშინაო გრანპრიზე პოდიუმი სეზონის წარმატებულ დასასრულად უნდა ჩაითვალოს "ფერარის" პილოტისთვის. ნიკო როსბერგი კი, რომელიც ორი თვის წინ პირველ ათეულში შედიოდა, მორიგი უფერული გამოსვლის შემდეგ 21 პოზიციამდე დაეშვა.

2012 წლის საბოლოო რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. ს. ფეტელი (ფორმულა 1) 22 587

2. ს. ლოები (რალი) 20 327

3. ფ. ალონსო (ფორმულა 1) 19 105

4. ლ. ჰემილტონი (ფორმულა 1) 18 702

5. მ. უებერი (ფორმულა 1) 16 977

6. კ. რაიკონენი (ფორმულა 1) 16 594

7. ჯ. ბატონი (ფორმულა 1) 16 515

8. უ. პაუერი (IndyCar) 16 305

9. ჯ. ჯონსონი (NASCAR) 15 921

10. მ. ჰირვონენი (რალი) 15 131

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა