ლონდონში 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშების წილისყრა გაიმართა
ლონდონში 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშების წილისყრა გაიმართა. ცნობილი გახდა იმ ჯგუფების შემადგენლობა, რომელშიც სავარაუდოდ შეიძლება საქართველოს ნაკრები მოხვდეს.

ესენია A, C და D ჯგუფები.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს თასზე მოთამაშე ოცი გუნდიდან თორმეტის ვინაობა ჯერ კიდევ ახალ ზელანდიაში შარშან გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ გახდა ცნობილი. დანარჩენი რვა ქვეყნის ნაკრების ვინაობას კი შესარჩევი ტურნირები გაარკვევს.

წილისყრის წინ გუნდები კალათებში ასე იყვნენ განაწილებულნი:

I კალათა: ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი.

II კალათა: ინგლისი, სამოა, არგენტინა, ირლანდია.

III კალათა: უელსი, შოტლანდია, ტონგა, იტალია.

IV კალათა: ოკეანია 1, აზია 1, ევროპა 1, ამერიკა 1.

V კალათა: რეპეშაჟი, ამერიკა 2, აფრიკა 1, ევროპა 2.

ახლა გავაანალიზოთ სამივე შესაძლო ვარიანტი, რომლებიდანაც ერთ-ერთი საქართველოს ნაკრებს ერგება.

თუ "ბორჯღალოსნებმა" 2013-14 წლების ერთა თასის გათამაშებაში, ორი წლის ჯამში პირველი ადგილი დაიკავეს, C ჯგუფში მოხვდებიან, სადაც ჩვენი მეტოქეები ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგასა და აფრიკის კონტინენტის შესარჩევ ტურნირში გამარჯვებული, სავარაუდოდ, ნამიბიის ნაკრებები იქნებიან.

ვფიქრობთ, ეს ჯგუფი, სხვებთან შედარებით, ჩვენთვის უფრო ხელსაყრელია. ახალი ზელანდია არათუ ჯგუფის, არამედ ტურნირის უმთავრესი ფავორიტი იქნება და, ცხადია, ამ ქვეყნის ნაკრებთან მოგებაზე ფიქრი დღესდღეობით უტოპიაა. სამაგიეროდ, "ოლ ბლექსთან" მსოფლიოს თასზე თამაში უდიდესი პატივია და ვინც იმ დროისთვის ჩვენს ეროვნულ ნაკრებში იქნება, ჩათვალეთ, რომ ძალიან მაგრად გაუმართლათ.

ჯგუფში მეორე ნომერი არგენტინაა, რომელსაც კარგად ვიცნობთ. ამ გუნდთან ზედიზედ მესამედ მოგვიწევს მსოფლიოს თასზე თამაში. 2007 და 2011 წლებში გამარჯვება "პუმებს" დარჩათ. ჰოდა, ნათქვამია, ღმერთი სამობითააო და ვინ იცის?! მით უფრო, რომ ახალ ზელანდიაში არგენტინელებს პირველი ტაიმი მოვუგეთ და შეგვეძლო, მატჩიც ჩვენ სასარგებლოდ დაგვესრულებინა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებს მომავალ წელს ივნისის ტესტებზე სტუმრად დავუპირისპირდებით.

მესამე ნომერია ტონგას ნაკრები, რომელთან გამარჯვებაზე ფიქრი სრულიად რეალურია, თუმცა, ცხადია, ეს იოლი არ იქნება. ტონგელები შესანიშნავად გაისარჯნენ ნოემბრის ტესტებზე. მათ ედინბურგში შოტლანდიის ნაკრები დაამარცხეს, თუმცა რომში იტალიასთან წააგეს.

ტონგის ნაკრებთან ჩვენს ეროვნულ გუნდს აქამდე ორჯერ უთამაშია. 1999 წელს, მსოფლიოს თასის შესარჩევ ტურნირში სტუმრად წავაგეთ; შინ კი მოვუგეთ, თუმცა საგზური კუნძულელებს ერგოთ.

მეოთხე ნომერი ჩვენი ნაკრები იქნება; მეხუთე კი, აფრიკის კონტინენტის შესარჩევ ტურნირში გამარჯვებული, სავარაუდოდ, ნამიბიის ეროვნული გუნდი. ეს ის ნაკრებია, რომელთან გამარჯვებაც აუცილებლად გვმართებს. ნამიბიელებთან 2007 წლის მსოფლიოს თასზე ვითამაშეთ და მშრალი ანგარიშით - 30:0 დავამარცხეთ.

სხვა ვარიანტების დეტალურად განხილვა, ვფიქრობთ, არც ღირს, რადგან ძნელი წარმოსადგენია, შესარჩევ ტურნირში "ბორჯღალოსნებმა" მეორე ან მესამე ადგილი დაიკავონ. მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში ჩვენი გუნდი D ჯგუფში საფრანგეთის, ირლანდიის, იტალიის და ამერიკის კონტინენტზე გამარჯვებულს შორის მოხვდება.

მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს ჯერ რეპეშაჯის დაძლევა მოუწევს. იქ გამარჯვების მერე კი უმძიმეს A ჯგუფში მოვხვდებით, სადაც მეტოქეები ავსტრალიის, ინგლისის, უელსის და ფიჯის ნაკრებები იქნებიან.

მსოფლიოს თასი 2015

A ჯგუფი: ავსტრალია, ინგლისი, უელსი, ოკეანეა1, რეპეშაჟი

B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, სამოა, შოტლანდია, აზია 1, ამერიკა 2.

C ჯგუფი: ახალი ზელანდია, არგენტინა, ტონგა, ევროპა 1, აფრიკა 1.

D ჯგუფი: საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, ამერიკა 1, ევროპა 2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მილტონ ჰეიგი: მოთმინებით აღიჭურვეთ და გვენდეთ

სპეციალისტები "ბორჯღალოსნების" თამაშზე: პასუხისმგებელი მილტონ ჰეიგია!

საქართველო-ფიჯი 19:24 - რას გვასწავლის ნოემბრის ტესტები? [VIDEO]

საქართველო-იაპონია 22:25 - დავღეჭეთ, მაგრამ ვერ გადავყლაპეთ

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა