საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში, ნოემბრის ტესტებით გამოწვეული შესვენების შემდეგ, მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ქართველ მორაგბეთა გუნდებმა, რომლებიც საპლეიოფო ექვსულში არიან და სატურნირო ცხრილში პირველი ხუთი ადგილი უკავიათ, პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარეს.

გათამაშების ლიდერმა დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა" შინ მიიღო მეექვსეადგილოსანი "გრენობლი" და იოლად სძლია - 39:3.

ქუბრიაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო, მიქაუტაძეს და ჩილაჩავას არ უთამაშიათ. "ტულონს" ახლა 47 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.

ტულონელებს ხუთი ქულით ჩამორჩება და სატურნირო ცხრილში მეორე საფეხური უჭირავს ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზს", რომელმაც შინ დაამარცხა უშუალო კონკურენტი დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" - 30:22.

საფრანგეთის ჩემპიონები უპირატესობას მატჩის დასაწყისშივე დაეუფლნენ და ბოლომდე აკონტროლებდნენ თამაშის მსვლელობას.

ქართველი მორაგბეები ზირაქაშვილი და კაკოვინი მოედანზე 41-ე წუთზე ერთდროულად გამოჩნდნენ და შერკინებაში ერთმანეთის წინააღმდეგ მოუწიათ თამაში. ბრეგვაძე ტრავმირებულია და არ უთამაშია, კოლელიშვილს 20-დღიანი დისკვალიფიკაცია აქვს.

"ვულკანები" ამ მარცხის შემდეგ "ტულუზს" ორი ქულით ჩამორჩნენ და მესამე ადგილზე არიან. მათ სამი ქულით ჩამორჩება და მეოთხეა ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელმაც მე-12 ტურში სტუმრად დაამარცხა გათამაშების დებიუტანტი და აუტსაიდერი თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანი" - 31:15.

არადა, მასპინძლებმა პირველ ტაიმში მეტოქე აშკარად დაჯაბნეს და ცხრა ქულის სხვაობით მოიგეს კიდეც - 15:6.

შესვენების შემდეგ, როცა 52-ე წუთიდან თამაშში ფეიქრიშვილი ჩაერთო, "კასტრმა" ანგარიშში დაწინაურება და მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება შეძლო. მჭედლიძე განაცხადში არ იყო.

მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიემ", რომელიც 36 ქულით მე-5 ადგილზეა, შინ დაამარცხა ბასკური "ბაიონი" - 29:22.

ჩვენებურთა გუნდმა პირველი ტაიმი ხუთი ქულის სხვაობით, 11:16 წააგო. თუმცა შესვენების შემდეგ თამაშში გორგოძე ჩაერთო და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მამუკა მატჩის არბიტრმა 61-ე წუთზე სინბინში გაუშვა, ნარიაშვილი მოედანზე 50-ე წუთიდან გამოჩნდა, ჟღენტი განაცხადში არ იყო.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ჟღენტი სეზონის დასრულების შემდეგ "მონპელიეს" ტოვებს. მან უკვე გააფორმა ახალი ოთხწლიანი ხელშეკრულება კატალონიურ "პერპინიანთან".

ზურაბ ჟვანიას პარიზის "სტად ფრანსემ", რომელიც 24 ქულით მე-10 ადგილზეა, თანაქალაქელ "მეტრო რასინგთან" წააგო - 15:23. ჟვანია განაცხადში არ იყო.

I დივიზიონი

პერპინიანი-აჟენი 39:13, ტულუზი-კლერმონი 30:22, მონპელიე-ბაიონი 29:22, ბიარიცი-ბორდო 25:22, ტულონი-გრენობლი 39:3, მონ დე მარსანი-კასტრი 15:31, მეტრო რასინგი-სტად ფრანსე 23:15.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულონი - 47 ქულა, 2. ტულუზი - 42, 3. კლერმონი - 40, 4. კასტრი - 37, 5. მონპელიე - 36, 6. გრენობლი - 30, 7. ბიარიცი - 28, 8. პერპინიანი - 26, 9. მეტრო რასინგი - 25, 10. სტად ფრანსე - 24, 11. ბაიონი - 21, 12. ბორდო - 17, 13. აჟენი - 16, 14. მონ დე მარსანი - 6.

XIII ტური

ბორდო-კლერმონი, გრენობლი-ტულუზი, კასტრი-მეტრო რასინგი, პერპინიანი-მონპელიე, სტად ფრანსე-ბიარიცი, ბაიონი-მონ დე მარსანი, აჟენი-ტულონი.

მე-13 ტურის შეხვედრები გაიმართა ელიტურ, მეორე დივიზიონში. აქ საპლეიოფო ხუთეულში ქართველ მორაგბეთა სამი გუნდია. ესენია: "ლიონი", "ტარბი" და "ბრივი".

ყველაზე უკეთესი შედეგი ჩვენებურთა გუნდებიდან გურამ კავთიძის "ლიონს" აქვს, რომელიც 40 ქულით მე-2 ადგილზეა, თუმცა ლიდერ "ოიონაქსს" 13 ქულით ჩამორჩება.

ლიონელებმა მე-13 ტურში შინ დაამარცხეს ერთ-ერთი აუტსაიდერი ტარიელ რატიანიძის "დაქსი" - 30:13.

კავთიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს, რატიანიძეს არ უთამაშია.

"ლიონს" ორი ქულით ჩამორჩება და მეოთხე ადგილზეა გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი", რომელმაც შინ მოუგო "ლა როშელს" - 37:26. ჩხაიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნემსაძე 78-ე წუთზე შეცვალეს, მირცხულავა თამაშში მე-9 წუთიდან ჩაერთო, დადუნაშვილი მოედანზე ცხრა წუთის შემდეგ გამოჩნდა.

38 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივი".

ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ დაამარცხა ალექსანდრე თოდუას, კახაბერ კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი თეთრაშვილის "ალბი" - 24:10.

კობერიძე 50-ე წუთზე შეცვალეს, შვიდ წუთში ერთდროულად დატოვეს მოედანი თოდუამ და მაისურაძემ, შველიძე თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო, ცხრა წუთის შემდეგ ასევე ერთდროულად გამოჩნდნენ მოედანზე ხინჩაგიშვილი და ნატრიაშვილი, ახობაძე და თეთრაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

"ბრივს" ერთი ქულით ჩამორჩება და მე-7 ადგილზეა ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკი", რომელმაც შინ დაამარცხა შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას "მასი" - 28:7.

სუთიაშვილმა და დათუნაშვილმა სრულად ითამაშეს, აშვეთია 52-ე წუთზე შეცვალეს, სამ წუთში მოედანი ნაცარაშვილმაც დატოვა, ასეიშვილი მატჩში 69-ე წუთიდან ჩაერთო. პარიზული კლუბი ამ მარცხის შემდეგ 11 ქულით ბოლო ადგილზეა.

მასელებს ხუთი ქულით უსწრებს და ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა ბექა შეყლაშვილის "ბეზიე", რომელმაც შინ წააგო "ნარბონთან" - 17:34. შეყლაშვილმა 49-ე წუთზე ლელო გაიტანა და 79-ე წუთზე შეცვალეს.

II დივიზიონი

ორიაკი-მასი 28:7, პო-ექსი 37:0, ლიონი-დაქსი 30:13, კარკასონი-კოლომეი 32:7, ტარბი-ლა როშელი 37:26, ოიონაქსი-ოში 55:3, ბრივი-ალბი 24:10, ბეზიე-ნარბონი 17:34.

სატურნირო მდგომარეობა

1. ოიონაქსი - 53 ქულა, 2. ლიონი - 40, 3. პო - 39, 4. ტარბი - 38, 5. ბრივი - 38, 6. ლა როშელი - 37, 7. ორიაკი - 37, 8. ლარკასონი - 35, 9. ალბი - 32, 10. ოში - 27, 11. ნარბონი - 25, 12. კოლომიე - 23, 13. დაქსი - 20, 14. ექსი - 16, 15. ბეზიე - 16, 16. მასი - 11.

XIV ტური

ლა როშელი-ბრივი, ექსი-კარკასონი, ბეზიე-ოიონაქსი, ალბი-დაქსი, პო-ლიონი, კოლომიე-ტარბი, ოში-ორიაკი, ნარბონი-მასი.

მორიგი, მე-10 ტურის შეხვედრები გაიმართა "კელტთა ლიგაში". საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის, დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგმა" სტუმრად მოუგო ირლანდიურ "ქონოთს" - 34:23 და ახლა 21 ქულით მე-7 ადგილზეა. ბასილაია ტრავმირებულია და არ უთამაშია.

გათამაშებას კი კვლავ ირლანდიური "ალსტერი" ლიდერობს, რომელმაც სტუმრად შეძლო უახლოესი მდევრის, უელსური "ჰლანეჰლის" დამარცხება - 19:12.

კელტთა ლიგა

X ტური

ოსფრიზი-კარდიფი 33:12, ბენეტონი-ნიუპორტი 32:13, ქონოთი-ედინბურგი 23:34, ლენსტერი-ზებრე 37:7, მანსტერი-გლაზგო 31:3, ჰლანეჰლი-ალსტერი 12:19.

სატურნირო მდგომარეობა

1. ალსტერი - 43 ქულა, 2. ჰლანეჰლი - 34, 3. ლენსტერი - 31, 4. მანსტერი - 29, 5. გლაზგო - 28, 6. ოსფრიზი - 27, 7. ედინბურგი - 21, 8. ბენეტონი - 19, 9. კარდიფი - 19, 10. ქონოთი - 15, 11. ნიუპორტი - 13, 12. ზებრე - 4.

XI ტური

ალსტერი-ლენსტერი, გლაზგო-ედინბურგი, ნიუპორტი-ოსფრიზი, ჰანეჰლი-კარდიფი, ზებრე-ბენეტონი, ქონოთი-მანსტერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია