ქართველი კალათბურთელის "სიენამ" იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში "აველინო" 101:65 დაამარცხა
იტალიის ჩემპიონატის გასული ტურის ბოლო მატჩი 3 დეკემბერს გაიმართა და მასში ერთმანეთს ვიქტორ სანიკიძის "სიენა" და "აველინო" დაუპირისპირდნენ.

ბრძოლა მხოლოდ პირველ მეოთხედში შედგა, რომელიც სიენელებმა მხოლოდ 5 ქულით მოიგეს. მეორე ტაიმში სანიკიძის გუნდი დომინირებდა და საბოლოოდ სოლიდური გამარჯვებაც მოიპოვა - 101:65.

სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მატჩისთვის განკუთვნილი დროის ნახევარი გაატარა. 20 წუთში ქართველმა ფორვარდმა 6 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ვიქტორმა 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.

სანიკიძემ ექვსივე ქულა მესამე მეოთხედში მოაგროვა. სწორედ აღნიშნულ პერიოდში გადაწყდა შეხვედრის ბედი, რომელიც "სიენამ" 31:14 მოიგო და ბოლო ათწუთეულის წინ 22 ქულით დაწინაურდა.

ვიქტორმა მესამე პერიოდში მოედანზე სრული 10 წუთი გაატარა და მეტოქის გატეხვაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

"აველინოს" ძლევის შემდეგ სიენელებს 8 მოგება და 2 მარცხი დაუგროვდათ და ამ შედეგით მეორე ადგილზე არიან. მომდევნო ტურში, 10 დეკემბერს, სანიკიძის გუნდი "ვანოლის" უმასპინძლებს.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა