ყაზანელები დათოს არ ათამაშებენ და სეზონის ბოლოს კლუბის შეცვლა მოუწევს

დავით კვირკველიამ რუსეთის პრემიერლიგაში ბოლოს მე-15 ტურში გამოჩნდა. თუმცა ეს ჯერ კიდევ მახაჩყალის "ანჟიში" გამოსვლის პერიოდში მოხდა, სადაც ყაზანის "რუბინმა" არენდით გაუშვა - 30 ივლისს ქართველმა ფეხბურთელმა რამენსკოეში "სატურნის" წინააღმდეგ ითამაშა.

მას შემდეგ კვირკველიასთვის ბევრი რამ შეიცვალა - არენდის ვადა დაუსრულდა და ზაფხულში რუსულმა ინტერნეტსააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 30 წლის ქართველი პრემიერლიგის დებიუტანტ ნოვოსიბირსკის "სიბირმა" ევროპის ლიგისთვის დაიმატა. ციმბირელთა კლუბი გასულ სეზონში რუსეთის თასის ფინალში გავიდა და ევროპის ლიგაში მონაწილეობის უფლება ამგვარად მიიღო. პირველი ლიგიდან ევროპის ლიგამდე მოულოდნელი ნახტომის გამო კი კლუბს სასწრაფოდ გაძლიერება დასჭირდა.

თუმცა ცნობის გავრცელებიდან ერთ კვირაში კვირკველია "რუბინმა" ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანა. მაშინ ეს საკითხი პასუხგაუცემელი დარჩა - რა მოხდა კვირკველიას თავს? ის მალტა-ლატვიასთან სათამაშო ნაკრებში გამოიძახეს და გავარკვიეთ, რომ მისი "სიბირში" გასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი ყოფილა. ნოვოსიბირსკელებს კვირკველიას დამატება მართლა სურდათ, მაგრამ ყაზანელებმა მახაჩყალის "ანჟიდან" გასაციმბირებლად არ დაუბრუნებიათ. თუმცა უკვე 23-ე ტური მიილია და დათოს ერთი წუთიც არ უთამაშია. სამწუხაროდ, უთამაშებლობა ლატვიასთან შეხვედრაში ეტყობოდა კიდეც - ყოველთვის აქტიური და სასარგებლო ფეხბურთელი თემურ ქეცბაიამ პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა.

თუმცა ყაზანელები კვირკველიას არ ათამაშებენ და რთული მისახვედრი არ არის, რომ სეზონის დასასრულს დათოს კლუბის შეცვლა მოუწევს. თუმცა ჯერ უცნობია, კარიერას სად გაგრძელებს.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა