ბაქოს "ინტერის" ნახევარმცველი დავით ოდიკაძე ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა. ვისარგებლეთ შემთხვევით და თბილისის "დინამოს" ყოფილ კაპიტანთან ინტერვიუ ჩავწერეთ...

ბაქოს "ინტერის" ნახევარმცველი დავით ოდიკაძე ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა. ვისარგებლეთ შემთხვევით და თბილისის "დინამოს" ყოფილ კაპიტანთან ინტერვიუ ჩავწერეთ...

- დავით, აზერბაიჯანში თავს როგორ გრძნობთ?

- საკმაოდ კარგად. ტიტულები ყველა ფეხბურთელს უხარია. მე კი საქართველოს ჩემპიონისა და თასს, აზერბაიჯანის ოქროც დავუმატე. აზერბაიჯანში ჩემპიონატის დონე საკმაოდ გაიზარდა, ჩემპიონობისთვის 4 გუნდი მაინც იბრძვის და ბუნებრივია, ოქროს მედალს ფასი დაედო. ჩემპიონობაც ისე მოვიპოვეთ, ჩვენს გარდა არავინ ელოდა. ჩვენმა ორივე კონკურენტმა წააგო, "ინტერმა" კი ურთულესი შეხვედრა მოიგო. ასეთი ჩემპიონობა ბევრად უფრო სასიამოვნოა.

- "ინტერი" აზერბაიჯანში არ უყვართ, რადგან ერთადერთი არააზერბაიჯანული კლუბია. ამ კლუბს მსოფლიო ბანკი აფინანსებსო...

- ვერ ვიტყვი, რომ არ უყვართ, მაგრამ რატომღაც თბილისის "დინამოს" შევადარებ - ყველა გუნდი "ინტერის" წინააღმდეგ ორმაგად ინდომებს. სხვა ლიდერებს მეტი გულშემატკივრები ჰყავთ, რადგან "ინტერი" ახალი გუნდია. ცოტაში მე ხუთი ასამდე კაცს ვგულისხმობ. ზოგჯერ, 2-3 ათასი ქომაგი ვარჯიშს ესწრება. პრინციპულ მატჩზე15 და 20 ათასი მაყურებელიც მოსულა. თუმცა, ამ მხრივ მაინც "ხაზარი" გამოირჩევა - 25 ათასიანი სტადიონი აქვს და სულ ივსება.

- აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ნაწილი კახა ცხადაძეს არ წყალობს...

- ეს ალბათ "აზერისპორტს" ეხება, რომლის წესიერებისაც თავად აზერბაიჯანელებს არ სჯერათ. ხალხი "პიარში" ფულს ითხოვს, კახას დანიშვნის შემდეგ კი, კლუბმა ამ გაზეთთან კონტრაქტი გააუქმა და ჩათვალეს, რომ ეს ცხადაძის ინიციატივა იყო და გადაეკიდნენ. კახა ასეთ სიბინძურეს არ კადრულობს, თორემ ფული რომ გადაეხადა, ლექსებს დაუწერდნენ და არ გალანძღავდნენ. მათი ჟურნალისტი თავად წერდა, "ინტერის" გარდა, ყველასთან ხელშეკრულება გავაფორმეთო - ეს აბა სხვას რას ნიშნავს? გასული სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინეს და ჩემპიონი გუნდიდან მხოლოდ მეკარე გიორგი ლომაია დაასახელეს, ისიც - მეორე ნომრად. მთავარი მაინც ხალხის და სპეციალისტების შეფასებაა. გულშემატკივარს კახა უყვარს და ყველა წამყვანი კლუბში გადასვლას სთავაზობენ. "აზერისპორტი" რას დაწერს, ეს არავის აინტერესებს. ვერ მოინელეს, კახამ გუნდი ჩემპიონი რომ გახადა. მათზე ბევრს ვიცინით ხოლმე...

- მრჩება შთაბეჭდილება, რომ ფინანსურ და სპორტულ შესაძლებლობებში ზღვარს ვერ ავლებენ და ჰგონიათ, ფულით ყველაფერს მიაღწევენ. ერთი სტატია დამამახსოვრდა - დროა, აზერბაიჯანის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდესო. გარედან ეს პრეტენზია სასაცილოდ მოჩანს...

- ჩვენ საკმაოდ ახლოს ვიყავით მიზანთან, მაგრამ პოლონეთის ჩემპიონთან დასანანი შეხვედრა წავაგეთ. ამ დონეზე აზერბაიჯანის გუნდს სამი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა და ამბიცია ამიტომ გაუჩნდათ. მათი ამბიცია, შესაძლოა, გარედან სასაცილოა, მაგრამ ყველა წამყვან კლუბში სხვადასხვა ნაკრების ფეხბურთელები მიიზიდეს, ფულიც აქვთ და საიმისო პირობები, რომ ჩემპიონთა ლიგისთვის იბრძოლონ. ეს სამ-ოთხ წელიწადში რეალური იქნება. წინსვლა ნაკრებსაც დაეტყო. ხომ ნახეთ, თურქებს მოუგეს, ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება.

- პრეტენზია "ინტერიდან" გაშვებული აზერბაიჯანელებისა და ქართველთა სიმრავლის გამო ჩნდება...

- შედეგი ყველაფერზე მეტყველებს, ცხადაძე გაშვებულებსა და მოყვანილებში შეცდა თუ მართალი იყო, "ინტერი" მაინც ჩემპიონი გახდა და ამით ყველაფერია ნათქვამი.

- შეგიძლია თქვა, რომ აზერბაიჯანში წელს კარგი პირველობაა?

- რა თქმა უნდა, თამაშის ხარისხიც და ტემპიც საკმაოდ მაღალია. ნაკრებზე რა გითხრათ, და კლუბები რეალურად გაძლიერდნენ. მშენებლობები კი შეუჩერებლივ გრძელდება. აზერბაიჯანში ხელოვნურსაფარიან მოედანზე მხოლოდ სამი გუნდი თამაშობს - "სიმურგი", "ოლიმპიკი" და "ინტერი". ყველა სხვას საკმაოდ კარგი ნატურალური საფარიანი მოედანი აქვს. ახლახანს "ხაზარმა" და "ნეფთჩიმ" მაგარი სტადიონები ააშენეს და იქ თამაში ერთი სიამოვნებაა.

- აზერბაიჯანიდან წასული უცხოელები წუწუნებდნენ, საფეხბურთო აზროვნებაში მოიკოჭლებენო.

- ახლანდელ აზერბაიჯანს საფეხბურთო ბუმის დასაწყისში მყოფ თურქეთს შევადარებ. მაშინ არც თურქეთში ჰქონდათ განსაკუთრებული ცოდნა, მაგრამ დროთა განმავლობაში უზარმაზარმა ინვესტიციამ და გამოცდილებამ, ცოდნაც მოიტანა და საფეხბურთო აგრემო და აზროვნება. ახლა აზერბაიჯანში ნამდვილი საფეხბურთო ბუმია. სტადიონზე ჩვენი ფან-კლუბის ყველა წევრს, დაახლოებით 2-3 ათას კაცს "ინტერის" მაისურა აცვია. ქალაქში რომ გახვალ, შანსი არაა, მთელი ბაქო მოგდევს, ყველა ფეხბურთელს სახეზე ცნობენ. სხვათა შორის, ხალხს ქართველები ძალიან უყვარს. აზერები თბილი, მეგობრული ხალხია. ჩემდა გასაკვირად, ლამის ნახევარმა ქართული, ან სიტყვების მნიშვნელობა მაინც იცის. სხვათა შორის, ახლა აღებ-მიცემობა აღარაა. ბოლო ტურში ამის გამო გავხდით ჩემპიონები, თორემ უამბიციო "ნეფთჩი" "ხაზარს" ვერ მოუგებდა. თამაშების ჩაწყობით კი ფეხბურთის დონის გაზრდაზე ლაპარაკი ზედმეტია. ფეხბურთის განვითარება აზერბაიჯანის პრეზიდენტის სურვილია და მას მხარი ბიზნესმენებმა აუბეს.

- ეროვნულ ნაკრებში აღარ გიძახებენ. ამის იმედი მაინც თუ შეგრჩა?

- კუპერმა ბულგარეთთან ბოლო მატჩში გამომიძახა და სჯობდა, არ გამოვეძახე. მაშინდელის გამო, ქართველ გულშემატკივართან დღემდე მრცხვენია. ასეთი არეული ნაკრები არ მახსენდება. კიდევ კარგი, ქეცბაია დაინიშნა... სხვათა შორის, მაშინ მოუმზადებელი გამომიძახეს, ზაფხულში შეკრება ვერ გავიარე და გამძლეობა არ მყოფნიდა. მერე ცხადაძემ ფიზმომზადების მწვრთნელი დამინიშნა და სეზონის ბოლოს კარგ ფორმაში შევედი. წელს კი ყველაფერი ბევრად უკეთესად ამეწყო, შეკრებაზეც ვიყავი და გამძლეობაშიც პრობლემა არ მაქვს. ისე, იმედი ბოლოს კვდება და თუ დამიძახებენ, ხომ კარგი. თუ არადა, რა უნდა ვქნა, ჩემით ვერ ჩამოვალ. მთავარია, ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს. მისი ბოლოდროინდელი თამაშებმა ძალიან დამაიმედა და ღმერთმა ქნას, ასეც გაგრძელდეს. ვიქნები თუ არა მე ნაკრებში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
[VIDEO] ბითაძის სეზონის საუკეთესო მატჩი - "ორლანდომ" "ნიუ ორლეანი" დაამარცხა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება