ყველა დროის ერთ-ერთი უდიადესი სუპერმძიმეწონოსანი ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე კიდევ ერთხელ დააფასეს

ყველა დროის ერთ-ერთი უდიადესი სუპერმძიმეწონოსანი, ლეგენდარული ამერიკელი მოჰამედ ალი კიდევ ერთხელ დააფასეს.

მსოფლიოს საკრივო საბჭოს (WBC) 50-ე კონვენციაზე, რომელიც მექსიკის ქალაქ კანკუნში იმართება, ალი "კრივის მეფედ" გამოაცხადეს.

გაიმართა სპეციალური ცერემონია, რომელშიც პროფესიული კრივის ასზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი ჩემპიონი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, სუპერმძიმე წონაში WBC-ის მოქმედი ჩემპიონი, უკრაინელი ვიტალი კლიჩკო.

ლეგენდარულ მოკრივეს თავზე გვირგვინი დაადგეს კლიჩკომ, საულ ალვარესმა და ხულიო სეზარ ჩავესმა.

გარდა ამისა, მოჰამედ ალის გადასცეს მსოფლიოს ჩემპიონის "ბრილიანტის" ქამარი, რომელიც მას წელზე შემოარტყა არგენტინელმა სერხიო მარტინესმა.

საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა მოჰამედის მეუღლე ლონი (თავად მოკრივე დიდი ხანია, პარკინსონის ავადმყოფობით არის დაავადებული). მან თქვა, რომ მის ქმარს ლაპარაკი რომ შეეძლოს, აუცილებლად იკითხავდა - რატომ ელოდა ამ ჯილდოს ამდენი ხანი.

ალი მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი იყო 1964-66 და 1974-78 წლებში. პროფესიულ რინგზე მოჰამედმა 56 ბრძოლა მოიგო და ხუთჯერ დამარცხდა. ამერიკელი კრივის ისტორიაში უდიადეს მოკრივედ მიიჩნევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა