ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტური. ოთხშაბათის მატჩების წინ

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტური. ოთხშაბათის მატჩების წინ

ვაკანტური მერვედფინალის სამი საგზურია, ყურადღების ცენტრში დონეცკია
ოთხშაბათს, 5 დეკემბერს გასამართ მატჩებში სამშაბათისაზე მეტი ინტრიგაა, რადგან მერვედფინალის სამი საგზურია ვაკანტური.

თუკი "ჩელსის" "შახტარის" "იუვენტუსთან" გამარჯვება სჭირდება, "სელტიკი" და "ბენფიკა", ასევე, "გალათასარაი" და "კლუჟი" ბოლო ტურს თანაბარი ქულებით ხვდებიან.

E ჯგუფი

ჩელსი შახტარის იმედად

რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ეს დღეს, მაისში ჩემპიონთა ლიგა მართლაც ლონდონის "ჩელსიმ" მოიგო.

მაშინდელი ეიფორიისგან ლონდონურ კლუბში აღარაფერი დარჩა: წარმატების მომტანი მწვრთნელი რობერტო დი მატეოც გათავისუფლებულია, მის ნაცვლად დანიშნულ რაფა ბენიტესს კი "ჩელსის" ფანები დასანახად ვერ იტანენ.

"არისტოკრატებმა" ბენიტესის ხელმძღვანელობით სამი მატჩი გამართეს, მხოლოდ ორი ქულა აიღეს და ერთადერთი გოლი გაიტანეს.

პრემიერლიგაში "ჩელსის" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ამ გუნდს ბოლოს ასეთი რამ 1995 წელს დაემართა - რომან აბრამოვიჩი მაშინ 28 წლის გახლდათ, ნავთობის ბიზნესში დებიუტანტი იყო. ამ თემაზე წერას აქ და ამით შევწყვეტთ: "ჩელსის" 5 დეკემბერს სასწაული სჭირდება იმისათვის, რომ არ გახდეს პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელიც მოქმედი გამარჯვებულის რანგში ჯგუფში ჩარჩება.

ლონდონურმა კლუბმა "ნორდსიელანდს" უნდა მოუგოს და ამ გამარჯვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაედება ფასი, თუ "იუვენტუსი" დონეცკში იმ "შახტართან" დამარცხდება, რომელსაც მერვედფინალში თამაში უკვე განაღდებული აქვს.

"ამ დღეებში ჩვენთან ყველა "შახტარის" ფეხბურთელებზე ლაპარაკობს. მათ "იუვენტუსთან" უნდა დაამტკიცონ, რომ მართლა მაგრები არიან", - განაცხადა ბენიტესმა 4 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე და ამ განცხადებით დონეცკელ ფეხბურთელებში სპორტული სულისკვეთების გაღვივებას შეეცადა.

ჩელსი-ნორდსიელანდი 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ასპილიკუეტა, ივანოვიჩი, დავიდ ლუისი, ე. კოული - ობი მიკელი, რამირესი - მატა, ოსკარი, აზარი - ტორესი.

ნორდსიელანდი (4-2-3-1): ჰანსენი - პარკჰურსტი, გუნდელახი, რუნიე, მტილიგა - ადუ, სტოკჰოლმი - ლორენტზენი, კრისტენსენი, იონი - ნორდსტრანდი.

არბიტრი: ბას ნიჰუისი (ჰოლანდია)

"შახტარს" წაგება არ აწყობს, რადგან ასეთ შემთხვევაში პირველ ადგილს დაკარგავს. ფრე კი მისაღები შედეგია როგორც დონეცკელებისთვის, ისე

ტურინელებისთვისაც და ლონდონელებიც სწორედ ამის გამო ნერვიულობენ.

"შახტარი არაფერს დაგვითმობს - ამაში ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ და ჩვენც მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ", - ეს "იუვეს" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონის სიტყვებია.

შაბათს "იუვენტუსმა" ტურინული დერბი 3:0 მოიგო და ამ მატჩში ჯორჯო კიელინიმ და არტურო ვიდალმა დაისვენეს.

"შახტარს" ლუის ადრიანო სკანდალური გოლის გამო დისკვალიფიცირებული ჰყავს.

აქვე გაგახსენებთ, რომ "იუვეს" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 2008/09 წლების სეზონის მერე აღარ უთამაშია.

შახტარი-იუვენტუსი 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, კუჩერი, რაკიცკი, რაცი - სტეპანენკო, ფერნანდინიო - ვილიანი, ედუარდო, ტეიშეირა - მხითარიანი.

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბონუჩი, ბარცალი, კიელინი - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, პოგბა, ასამოა - ვუჩინიჩი, ჯოვინკო.

არბიტრი: იონას ერიკსონი (შვედეთი)

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

შახტარი

5

3

1

1

12-7

10

2

იუვენტუსი

5

2

3

0

11-4

9

3

ჩელსი

5

2

1

2

10-9

7

4

ნორდსიელანდი

5

0

1

4

3-16

1

F ჯგუფი

შვაინშტაიგერს 5:0 უნდა, ჰიონესს 1:0-იც ეყოფა

"ბატე ისე ჟღერს, რომ წესით, 5:0 უნდა მოვიგოთ", - თქვა 4 დეკემბერს ბაიერნელმა ბასტიან შვაინშტაიგერმა, რაშიც ნამდვილად ვეთანხმებით, მაგრამ მაინც არაკორექტულად გამოუვიდა - რაც უნდა იყოს, ბატე ის გუნდია, რომელმაც ძლევამოსილ რეკორდმაისტერს ამ სეზონში პირველი მარცხი აგემა.

არ ვიცით, რამდენად მართებულია რევანშზე ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია, რომ მიუნხენელებს ამ თამაშის მოგება უნდათ, რადგან ასეთ შემთხვევაში, პირველი ადგილის დაკავებას საფრთხე არ შეექმნება.

თუკი შვაინშტაიგერმა 5:0 ახსენა, "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა მატჩის წინა დღეს თქვა, 1:0 ან 2:0-იც მეყოფაო.

ბავარიელთა თავკაცი იუპ ჰაინკესი, სავარაუდოდ, კვლავ მიმართავს როტაციას და შესაძლოა, ძირითად შემადგენლობაში მარიო გომესი ათამაშოს (კლაუდიო პისარო გაციებულია). დანტეს, შვაინშტაიგერსა და ხავი მარტინესს გაფრთხილების შემთხვევაში მერვედფინალის პირველი რაუნდის გამოტოვების საფრთხე ემუქრებათ.

...და რას უნდა ველოდოთ ბატე-სგან? გლებისა და კომპანიისთვის 5 დეკემბერს გასამართი შეხვედრა 2012 წლის უკანასკნელი მატჩია და ერთადერთი მოტივაციაც წლის კარგად დამთავრებაა. სპორტული მოტივაცია კი ბელორუსებს ჩემპიონთა ლიგაში აღარ აქვთ, რადგან მესამე ადგილი და ევროპალიგაში გადანაცვლება ყველა შემთხვევაში გარანტირებული აქვთ.

ბაიერნი-ბატე 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი, რიბერი - გომესი.

ბატე (4-5-1): გორბუნოვი - პოლიაკოვი, რადკოვი, შიმიჩი, ბორდაჩევი - ლიხტაროვიჩი, ოლეხნოვიჩი, ა. ვოლოდკო, ბრესანი, გლები - როდიონოვი.

არბიტრი: ვილიამ კოლუმი (შოტლანდია)

"ვალენსია" "ლილს" სტუმრობს და ერთი შეხედვით, მარტივი ამოცანის წინაშე დგას, მაგრამ ბოლო დროს "ღამურებში" მონასტერი აირია.

"რეალ სოსიედადთან" 2:5-ის შემდეგ კლუბის ბოსებმა მწვრთნელი მაურიციო პელეგრინო დაითხოვეს და მას ერნესტო ვალვერდე შეცვლის, მაგრამ ეს უკანასკნელი მუშაობას 6 რიცხვიდან შეუდგება.

ამრიგად, ოთხშაბათს, "ლილთან" შეხვედრაში ვალენსიელთა დროებითი მწვრთნელი ვორო იქნება. სხვათა შორის, "სოსიედადთან" "ვალენსიას" ერთადერთი ნათელი წერტილი სოლდადო გახლდათ, რომელმაც დუბლი შეასრულა, მაგრამ ეს უკანასკნელი ახლა დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.

ლილი-ვალენსია 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

ლილი (4-3-3): ელანა - დებუში, ბასა, როზენალი, ბერია - ბალმონტი, გეიე, მარტინი - კალუ, რუ, როდელინი.

ვალენსია (4-2-3-1): ალვეში - პერეირა, რამი, რ. კოშტა, სისოკო - გაგო, ტინო კოსტა - ფეგული, ბანეგა, გუარდადო - ვალდესი.

არბიტრი: ალეკსანდარ სტავრევი (მაკედონია)

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

ბაიერნი

5

3

1

1

11-6

10

2

ვალენსია

5

3

1

1

11-5

10

3

ბატე

5

2

0

3

8-11

6

4

ლილი

5

1

0

4

4-12

3

G ჯგუფი

დაეხმარება ბარსა სელტიკს?

"ბარსელონა" მერვედფინალშია და პირველი ადგილიც განაღდებული აქვს, მეორე საგზურისთვის კი "ბენფიკა" და "სელტიკი" იბრძვიან.

მათ 7-7 ქულა აქვთ და მიუხედავად იმისა, რომ უშუალო დუელებში უპირატესობა "ბენფიკამ" მოიპოვა, ჯგუფიდან გასვლის ფავორიტად მაინც "სელტიკი" მიიჩნევა, რადგან გლაზგოელები მოსკოვის "სპარტაკს" მასპინძლობენ, ლისაბონელებმა კი "ნოუ კამპზე" უნდა ითამაშონ.

"ბენფიკასთვის" კარგი მხოლოდ ის არის, რომ "ბარსა" ალბათ ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშებს და თანაც, კატალონიური გრანდი ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებში ცუდად გამოიყურებოდა.

ცუდი კი ისაა, რომ "ბარსამ" ის ორივე თამაში მაინც მოიგო (3:2 "სპარტაკთან", 2:1 "სელტიკთან") და თანაც, "ბარსა" შესანიშნავ ფორმაშია - ტიტო ვილანოვას შეგირდებმა ზედიზედ ექვსი მატჩი მოიგეს და 22 გოლი გაიტანეს, "ბილბაოსთან" 5:1-ით კი პრიმერადივიზიონის ყველა დროის საუკეთესო სტარტი სრულყვეს.

ბარსელონა-ბენფიკა 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - მონტოია, პიკე, პუიოლი, ალბა - ფაბრეგასი, ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო, მესი, ვილია.

ბენფიკა (4-4-2): არტური - მ. პერეირა, ლუიზაო, გარაი, მელგარეხო - სალვიო, მატიჩი, გაიტანი, პერესი - ლიმა, კარდოსო.

არბიტრი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია)

რაც შეეხება მოსკოვის "სპარტაკის" ქართველ ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს, ის საკუთარ გუნდს "სელტიკთან" მატჩში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ქართველმა ფეხბურთელმა ვარჯიშზე მუხლში ტკივილი იგრძნო, რის შემდეგაც სამედიცინო შემოწმებაზე წაიყვანეს. "სპარტაკის" ექიმის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ჯანოს მარჯვენა მუხლის შიდა მენისკის დაზიანება აქვს.

სელტიკი-სპარტაკი 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

სელტიკი (4-4-2): ფორსტერი - მათეუსი, ამბროსი, ვილსონი, ლუსტიგი - ლედლი, კაიალი, კომონსი, მულგრიუ - სამარასი, ჰუპერი.

სპარტაკი (4-2-3-1): დიკანი - ინსაურალდე, სუხი, პარეხა, კომბაროვი - კარიოკა, დე ზეეუვი - მაკგიდი, კალსტრიომი, ხურადო - ემენიკე.

არბიტრი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

ბარსელონა

5

4

0

1

11-5

12

2

სელტიკი

5

2

1

2

7-7

7

3

ბენფიკა

5

2

1

2

5-5

7

4

სპარტაკი

5

1

0

4

6-12

3

H ჯგუფი

გალა თუ კლუჟი?

მეორე თუ მესამე? - ეს H ჯგუფშიც ერთადერთი აქტუალური კითხვაა. "გალათასარაის" და "კლუჟს" ხუთი ტურის შემდეგ 7-7 ქულა აქვთ, 5 დეკემბერს კი გასვლით მატჩებში უწევთ ბრძოლა და მერვედფინალში "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად გასვლის იმედი აქვთ.

ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა "გალათასარაის" აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფათიჰ თერიმის გუნდს "ბრაგასთან" სტუმრობის მოგებით დამთავრება ჯგუფიდან გაიყვანს.

ბრაგა-გალათასარაი 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

ბრაგა (4-3-3): ბეტუ - სალინო, ეჩიეჯილე, კოელიო, ისმაილი - მიკაელი, კუშტოდიო, ვიანა - ალანი, ედერი, ამორიმი.

გალათასარაი (4-4-2): მუსლერა - ებუე, სემიჰი, ნოუნკეუ, რიერა - ჰამით ალთინთოფი, სელჩუკი, ფელიპე მელო, ამრაბატი - ელმანდერი, ბ. ილმაზი.

არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

"იუნაიტედი" "კლუჟს" მეორე შემადგენლობით დაუპირისპირდება - თუმცა ფერგიუსონი ოთხშაბათს ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ პირველად ათამაშებს გამოჯანმრთელებულ ნემანია ვიდიჩს, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.

მანჩესტერ იუნაიტედი-კლუჟი 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): ლინდეგაარდი - რაფაელი, სმოლინგი, ჯონსი, ბიუტნერი - კლევერლი, გიგზი, ფლეტჩერი, იანგი - უელბეკი, ერნანდესი.

კლუჟი (4-4-2): ფელგეირაში - პინტუ, მაფტეი, კადუ, სეპსი - ბასტოსი, კამორა, მურესანი, სუგუ - პედრო, კაპეტანოსი.

არბიტრი: დანიელე ორსატო (იტალია)

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

მანჩესტერ იუნაიტედი

5

4

0

1

9-5

12

2

კლუჟი

5

2

1

2

8-7

7

3

გალათასარაი

5

2

1

2

5-5

7

4

ბრაგა

5

1

0

4

6-11

3

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტური. სამშაბათის მატჩები [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური. სამშაბათის მატჩები

მამარდაშვილის და კვარაცხელიას გუნდი მთავარ პრეტედენტებში - Optas სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა

ნასერ ალ-ხელაიფი: "ბარსასთან" მატჩს მოუთმენლად ველოდებით

პსჟ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია

დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი

მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა

16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს

ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა

"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს

ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]

"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"

ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო

ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?

[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს

პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს

ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება

ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

"უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდეს" - კროოსმა გერმანიის ნაკრების გეგმებზე ისაუბრა

სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

"ასეთი რამ, აქამდე არ მინახავს" - ლუკა დონჩიჩი

"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა