გაზეთმა "ლელომ" საქართველოს ჩემპიონატის XVIII ტურის საუკეთესო მწვრთნელად გორის "დილას" თავკაცი დაასახელა
გორის "დილა" უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში კვლავ მეორე ადგილზეა და ისევ სამი ქულით ჩამორჩება ლიდერ "დინამოს".

გასულ ტურში შიდაქართლურმა კლუბმა რუსთავში მძიმე ბრძოლა გადაიტანა და 2:0 სძლია იქაურ "მეტალურგს". შედეგად, "დილას" თავკაცი გიორგი დარასელია, "ვიტ ჯორჯიას" დამრიგებელ მერაბ კოჭლაშვილთან ერთად, "ლელომ" ტურის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა (იხილეთ ვრცლად).

კოჭლაშვილი ტურის მწვრთნელად რამდენიმე დღის წინაც დავასახელეთ და მასთან ინტერვიუც შემოგთავაზეთ (იხილეთ ვრცლად), ახლა კი ჩვენი გაზეთის რესპონდენტი გიორგი დარასელიაა, რომელიც საინტერესო მოსაუბრეა და ვფიქრობთ, გამონაკლისი არც ეს ინტერვიუა.

- პირველ რიგში, მადლობა თქვენს გაზეთს ამ აღიარებისთვის. მედიისა და კონკრეტულად, "ლელოს" ყურადღება ჩვენთვის დიდი სტიმულია.

- რის ხარჯზე შეძლო "დილამ" "მეტალურგის" დამარცხება?

- ძალიან რთული მატჩი იყო. ორივე გუნდს თავისი მიზანი აქვს და არც "მეტალურგს" და არც "დილას" დასახული ამოცანის განსახორციელებლად ძალ-ღონე არ დაუზოგავს.

პირველი ტაიმი "მეტალურგის" უპირატესობით წარიმართა, მეორე ნახევარში კი ჩვენ ვიმძლავრეთ. საბოლოოდ, გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელმაც საკუთარი შანსები გოლებად აქცია.

- ამ შეხვედრის წინ "დილას" შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები მოხდა...

- და ამან გაამართლა კიდეც. ჩემთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ "დილას" თითოეულმა ფეხბურთელმა გუნდის მნიშვნელოვან წევრად იგრძნოს თავი და რეალურად ეს ასეც არის. არ აქვს მნიშვნელობა, ძირითად შემადგენლობაში ხარ, მოედანზე ერთ ტაიმს ატარებ, ათ წუთს თუ ხუთს, ნებისმიერ დროს უნდა შეძლო მაქსიმალურად დახარჯვა და გუნდისთვის სარგებლის მოტანა.

მოხარული ვარ, რომ ეს ჩემს ფეხბურთელებს კარგად ესმით. რაც შეეხება ცვლილებებს, ეს ხშირად საჭიროა და სწორედ ამიტომ გვაქვს გრძელი სათადარიგოთა სკამი, რომ სათანადო დროს გადაადგილებები თამამად მოვახდინოთ.

- გასული მატჩიდან და ზოგადად, ბოლო პერიოდიდან "დილას" შემადგენლობიდან რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევთ?

- ცალკეული მოთამაშეების აღნიშვნა არ მიყვარს და ამიტომაც გამორჩეულების დასახელებისგან ამჯერადაც თავს შევიკავებ. ჩემთვის გუნდის თითოეული ფეხბურთელი ერთნაირად საჭირო და ძვირფასია.

- "მეტალურგთან" მატჩში გააძევეს გოგიტა გოგუა. ამან ფეხბურთელის მიმართ თქვენი უკმაყოფილება ხომ არ გამოიწვია?

- როცა ფეხბურთელს მოედნიდან თავისივე უაზრო საქციელის გამო აძევებენ, ეს ჩემს სათანადო რეაქციას იწვევს და მოთამაშეს სასჯელს მე თვითონაც ვუმატებ. გოგუას გაძევება კი ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება.

ვფიქრობ, მსაჯს შეეძლო, მისთვის მეორე ყვითელი ბარათი არ ეჩვენებინა. ეს არ იყო არასპორტული საქციელი. შესაბამისად, გოგუასადმი სასაყვედურო არაფერი მაქვს.

ფეხბურთი ბრძოლაა და ბრძოლისას ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მთავარია, ფეხბურთელმა მსაჯს თავი გაუმართლებელ გარემოებაში არ გააძევებინოს, როგორც ეს, მაგალითად, გიორგი კახელიშვილის შემთხვევაში მოხდა. მას ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, კიდევ ერთი შეხვედრის გამოტოვება კი მე დავაკისრე. სწორედ ამიტომ არ უთამაშია კახელიშვილს "მეტალურგთან".

- გავიხსენებ თქვენს რეაქციას "დინამოსთან" მატჩში ბრაზილიელი ლეონარდოს გაძევების შემდეგ.

- დიახ, მან ცუდი საქციელი ჩაიდინა და სავსებით დაიმსახურა ის ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია, რომელიც სადისციპლინო კომიტეტმა მიუსაჯა. ჩემი მხრივ, მას შეიძლება კიდევ ერთი-ორი შეხვედრის გამოტოვება მივუსაჯო. მიუღებელია, როცა ასე გაუმართლებლად რჩები უთამაშებელი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

- დღევანდელი გადასახედიდან, როგორ ფიქრობთ, რა იყო "დინამოსთან" განცდილი მარცხის მიზეზი?

- პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. როგორც ჩანს, შეცდომა დავუშვი ძირითადი შემადგენლობის დაკომპლექტებისას. აქცენტი გამოცდილ ფეხბურთელებზე გავაკეთე, რამაც არ გაამართლა. შეიძლება ითქვას, "დილას" ერთმატჩიანი ჩავარდნა ჰქონდა და ეს სწორედ "დინამოსთან" შეხვედრაზე მოხდა.

ამისგან ტრაგედიის შექმნა არ ღირს, ეს ფეხბურთია და დაუმარცხებელი არავინაა. იმასაც შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში "დინამომ" მხოლოდ ერთი მატჩი წააგო - სწორედ "დილასთან".

"დინამო" შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ ჩვენს შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა და გადამწყვეტი ბრძოლები წინ არის.

- "დინამოსთან" ჩატარებული მატჩის გარდა, თქვენი ხელმძღვანელობით "დილამ" ყველა თამაში მოიგო. ყველაზე მეტად რომელ შეხვედრაში გაგიჭირდათ?

- შემიძლია გითხრათ, რომ იოლად ერთი მატჩიც კი არ მოგვიგია. ჩვენს ჩემპიონატში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა და თითოეული ქულისთვის დიდი ბრძოლაა საჭირო.

- "დილას" სამომავლო ფინანსურ მდგომარეობაზე რაიმე სიახლე ხომ არ არის?

- ყველაფერი რიგზეა, სეზონის მეორე ნახევრის გეგმებიც ცნობილია და კლუბის სამომავლო განვითარების გზებიც. უკვე გადაწყვეტილია, რომ ზამთრის მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში, ანტალიის მხარეში გავივლით.

ბუნებრივია, გარკვეული ცვლილებები მოხდება გუნდის შემადგენლობაშიც, მაგრამ გვარების დაკონკრეტება ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულებამდე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.

ბოლო წლებში ქართული კლუბების უმრავლესობა გუნდის გაძლიერებას ზედ ევროტურნირების დაწყების წინ ცდილობდა, მაგრამ წარმოუდგენელია, ამან შედეგი გამოიღოს. თუ გვინდა, რომ ევროთასებზე კარგ შედეგებს მივაღწიოთ, გუნდის ბირთვი ზამთარშივე უნდა ჩამოვაყალიბოთ. "დილაში" სწორედ ასე მოხდება.

დასასრულს, კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას "ლელოს" და ვისურვებდი, რომ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე მეტმა მაყურებელმა იაროს. სხვაგვარად, ფეხბურთელებს მაღალ დონეზე თამაშის სტიმული არ ექნებათ და ჩემპიონატის დონე ვერ ამაღლდება.

გორში, თუ არ ვცდები, თამაშებს ყველაზე მეტი გულშემატკივარი ესწრება და ვისურვებდი, მინიმუმ ასეთი მაჩვენებელი იყოს სხვა ქალაქებშიც. შეხედავ პირდაპირ ტელერეპორტაჟს და ხედავ ცარიელ ტრიბუნებს.

ეკრანზე მხოლოდ მოფრიალე ეროვნული დროშა არ უნდა ჩანდეს, ფეხბურთი ხალხის არის და ქომაგთა გარეშე აზრს კარგავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი დარასელია: ჩვენი ამოცანაა "დილა" იყოს ძლიერი, ევროპული დონის კლუბი

ვანო თაყაძე: გორის "დილა" სწორ გზაზე დგას

რწმენა, ოჯახი, ფეხბურთი - "დილას" მეკარე მარინ სკენდერის სამი დასაყრდენი

გორის "დილას" შვეიცარიიდან და ავსტრიიდან სოლიდური სპონსორები ეყოლება

გიორგი შაშიაშვილი: ამ სეზონში მინიმუმ ევროსაგზური უნდა მოვიპოვოთ

ირაკლი კლიმიაშვილი: სტადიონებზე დასწრებით უზბეკეთში უკეთესი ვითარებაა

რომან ახალკაცი: გორის "დილას" ჩემპიონობის დიდი შანსი აქვს

Parma
გენაცვალე გიო... "დილას" სული და გული ხარ....
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს