საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდის მომავალ მეტოქეებზე ისაუბრა
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მომავალ სექტემბერში დიდი გამოცდა ელის. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ გასული იგორ კოკოშკოვის გუნდი ჯგუფში მოქმედ ჩემპიონ ესპანეთსა და ტურნირის მასპინძელ სლოვენიასთან მოხვდა.

ამ ორ უძლიერეს ნაკრებთან ერთად 18 ნოემბერს გამართულმა კენჭისყრამ საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად საკმაოდ ძლიერი ხორვატია, პოლონეთი და ჩეხეთი არგუნა.

სწორედ ამ გუნდებთან მოუწევს კოკოშკოვის გუნდს ევრობასკეტზე ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლა.

კენჭისყრის შესახებ ეროვნული ნაკრების წევრებმა კომენტარები უკვე გააკეთეს. საინტერესოა, რას ფიქრობს მომავალ მეტოქეებზე ჩვენი ნაკრების სერბი თავკაცი.

"ფინიქს სანსის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტ იგორ კოკოშკოვს 4 დეკემბერს მემფისში შევეხმიანეთ, სადაც მისი გუნდი NBA-ს ერთ-ერთ ლიდერ "გრიზლისთან" სათამაშოდ ჩავიდა (დამატებით დროში 98:108 დამარცხდა).

მწვრთნელმა ევრობასკეტის კენჭისყრაც შეაფასა და საქართველოს ნაკრების სხვა საჭირბოროტო თემებზეც გვესაუბრა.

- 2 კვირის წინ სლოვენიაში გამართულ კენჭისყრაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვნენ... რას იტყვით მათზე?

- სანამ უშუალოდ ჩვენი ჯგუფის შეფასებაზე გადავალ, ორი სიტყვით ვიტყვი, თუ რა განწყობით ვხვდები ევროპის ჩემპიონატს.

როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ჩემთვის დიდი პატივია კონტინენტის უმთავრეს ტურნირზე გამოსვლა.

ჩვენი ნაკრები ზედიზედ მეორედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რაც იმის დასტურია, რომ საქართველოში კალათბურთი სწორი გზით ვითარდება.

ბოლო 5-6 წელია, ეროვნული ნაკრები შედეგებს აუმჯობესებს, ვითარდება, წინ მიიწევს. ფედერაცია ყველაფერს აკეთებს, რომ ქართული კალათბურთი განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს და ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. პირადად მე ძალიან მიხარია, რომ ამ პროცესის მონაწილე ვარ.

- მომდევნო გამოცდის ჩაბარება საქართველოს სლოვენიაში, მომავალ ევრობასკეტზე მოუწევს...

- ჩვენ ალბათ ვერ მოვიგებთ ოქროს მედლებს, მაგრამ ეს არაა მთავარი. საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეორედ მოხვდა ფინალურ ეტაპზე და დაამტკიცა, რომ მებრძოლი გუნდია.

ჩვენი ნაკრები სლოვენიაში ამ სახელის განმტკიცებას შეეცდება. საქართველო ყველა მატჩში ბოლომდე იბრძოლებს, 100 პროცენტით დაიხარჯება, თითოეული მეოთხედის მოგებას ეცდება და რა გამოვა საბოლოოდ, ვნახოთ.

მე, როგორც ნაკრების მწვრთნელი, ვაცხადებ, რომ ყველა მოთამაშე ბოლომდე დაიხარჯება.

- ბოლომდე დახარჯვა საკმარისი იქნება ჯგუფიდან გასასვლელად?

- ჩვენ გვინდა ჯგუფიდან გასვლა. საქართველოს ნაკრებს შესწევს ძალა, რომ ჯგუფის საუკეთესო სამ გუნდს შორის მოხვდეს და ყველამ ვიცით, რომ ეს ძალიან რთული მისაღწევი იქნება.

ჯგუფი ძალიან ძლიერია. ესპანეთისა და სლოვენიის ფავორიტობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ხორვატია საკმაოდ ძლიერი გუნდია, ასევე პოლონეთი და ჩეხეთიც.

ჩვენ ახლა შეგვიძლია წინასწარი შეფასებები გავაკეთოთ, მაგრამ მოედანზე ყველაფერს მოთამაშეები, კონკრეტული შემთხვევები წყვეტს.

ვთვლი, რომ ყველა მატჩში უდიდესი ბრძოლა გველოდება, განსაკუთრებით, ხორვატიასთან, ჩეხეთთან და პოლონეთთან, რომლებსაც ისევე აქვთ ჯგუფიდან გასვლის სურვილი, როგორც ჩვენ.

ნიჭიერ მოთამაშეებთან ერთად ხორვატებს ძალიან ძლიერი და გამოცდილი მწვრთნელი - იასმინ რეპეშა ჰყავთ, ვისი "უნიკახაც" მიმდინარე ევროლიგაში წარმატებით ასპარეზობს.

პოლონეთს, რომელსაც 2 წლის წინ შესარჩევ ტურნირში ვეთამაშეთ, კარგად ვიცნობთ. გასულ შესარჩევში პოლონელებმა საკუთარი ძალა ბოლომდე გამოაჩინეს და ევრობასკეტზეც ექნებათ ამბიციები.

- რას იტყვით ჯგუფური ეტაპის კალენდარზე, რომლის მიხედვითაც ჯერ პოლონეთს ვეთამაშებით, შემდეგ ხორვატიას, პირველ ჯგუფურ ეტაპს კი ესპანეთთან მატჩით ვამთავრებთ?

- ნორმალური კალენდარია. დაახლოებით ისეთივე სიტუაციაში ვართ, როგორც წინა, ლიტვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. მაშინაც ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტთან (ბელგიასთან) მატჩით დავიწყეთ ტურნირი.

6 დღეში 5 მატჩი გველის, რაც ძალიან გადატვირთული გრაფიკია. თითოეული მატჩის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მოდუნება არ შეიძლება, წაგებას დამღუპველი შედეგის მოტანა შეუძლია.

- საქართველოს ნაკრების რეალურ შანსებზე რას იტყვით?

- ჩვენი ნაკრების წამყვანი წევრები შესანიშნავ ფორმაში არიან. ზაზა ფაჩულია "ატლანტაში" ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს; შენგელიამ უკვე დაამტკიცა, რომ NBA-ს კალიბრის მოთამაშეა და ნელ-ნელა ფეხს იკიდებს "ბრუკლინში"; სანიკიძე იტალიის საუკეთესო გუნდში თამაშობს და ევროლიგის მეორე ეტაპზე გავიდა; ხოლო მარკოიშვილი ტრადიციულად სტაბილური და თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

ცინცაძე საკმაოდ ძლიერ ლიგაში ასპარეზობს; ასევე - შერმადინი. საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა მოთამაშეს ბრწყინვალე სეზონი აქვს და ეს მომავლის იმედს იძლევა.

- ჯეიკობ პულენზე რას იტყვით? ქართული კალათბურთის ქომაგებს აინტერესებთ, დაიცავს თუ არა იგი საქართველოს ღირსებას ევრობასკეტზე...

- ნაკრებში 12 საუკეთესო კალათბურთელი ითამაშებს. მათ ხელახლა შევარჩევთ და ვინც ღირსი იქნება, ეროვნულ გუნდშიც ის მოხვდება. პულენი NBA-ს კალიბრის მოთამაშეა, ევროშესარჩევ ტურნირზე ის საქართველოს დიდად დაეხმარა.

ისტორია გვიჩვენებს, რომ საქართველოს ნაკრებში ამერიკელი მოთამაშეები ყოველწლიურად იცვლებიან და შესაძლოა, ეს პროცესი გაგრძელდეს კიდეც, თუმცა მინდა განვაცხადო, რომ თუკი გადაწყვეტილებას მივიღებ, ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ნაკრების ინტერესების გათვალისწინებით მოხდება.

ყველა გადაწყვეტილება, რაც აქამდე მიმიღია, ქართული კალათბურთის განვითარებას ემსახურებოდა.

თუკი მომავალში რამე შეიცვლება, ეს არ მოხდება ვინმეს კარნახის ან ჩემი პირადი ინტერესის გამო - ყველაფრის მიზეზი საქართველოს ნაკრების გუნდური ინტერესები იქნება. ასე იყო აქამდე და ასე იქნება მომავალშიც.

gbf.ge

ასევე იხილეთ:

საქართველოს ნაკრების წევრებმა კენჭისყრის შედეგებზე კომენტარი გააკეთეს

მანუჩარ მარკოიშვილი: ევრობასკეტ 2013-ის ჯგუფიდან გასვლა ნამდვილად შეგვიძლია

ბესიკ ლიპარტელიანი: ფავორიტი ესპანეთია, მაგრამ უშანსოდ არც ჩვენ ვართ

ევრობასკეტი 2013-ის წილისყრამ საქართველოს ჩემპიონი ესპანეთი არგუნა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა