მაშინ, როცა საქართველოს ჩემპიონატის მონაწილენი 11 კლუბში გადანაწილდნენ, ბექა წივწივაძე არ აჩქარებულა - საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას. მას ორი ებრაული კლუბის ვარიანტი ჰქონდა და ვიზას ელოდა...
მაშინ, როცა საქართველოს ჩემპიონატის მონაწილენი 11 კლუბში გადანაწილდნენ, ბექა წივწივაძე არ აჩქარებულა - საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას. მას ორი ებრაული კლუბის ვარიანტი ჰქონდა და ვიზას ელოდა.

მოლოდინმა დიდხანს გასტანა და...

- დღემდე მეუბნებიან, ვიზა დღეს-ხვალ იქნებაო, მაგრამ საშველი არ დაადგა. ამასობაში მოახლოვდა საქართველოს ჩემპიონატი, გუნდები უკვე დაკომპლექტდა და მეც დარჩენა გადავწყვიტე.

- სად ითამაშებ?

- რუსთავის "ენერჯიში". ვფიქრობ, ეს ჩემთვის ოპტიმალური ვარიანტია. გუნდში კარგი შემადგენლობაა შეკრებილი, დისციპლინაც მაღალ დონეზეა და "ენერჯი" ტაქტიკურადაც გამართული გუნდია.

- "აგრარულში" დაბრუნება არ შემოუთავაზებიათ?

- ამ გუნდის მწვრთნელებთან ხშირი კონტაქტი მაქვს. მათთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ბოლო ორი წელიწადი "აგრარულში" გავატარე, მწვრთნელები ბოლომდე მენდობოდნენ და ჩემი პროგრესიც მათი დამსახურებაა. თუმცა წლეულს ახალგაზრდული გუნდი ეყოლებათ და მიზნებიც მოკრძალებული ექნებათ. ამიტომ გადავწყვიტე კარიერის სხვაგან გაგრძელება.

- "ენერჯიში" დავბრუნდეთ. როგორ ფიქრობ, რა მიზნებისთვის იბრძოლებთ?

- ხელწამოსაკრავი გუნდი არ გვეყოლება, ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

- წინა ხაზში ტუჯანი და დვალიშვილი, უკანა ხაზში?

- თუ აქამდე მხოლოდ პლეიმეიქერად ვთამაშობდი, "ენერჯიში" მსროლელის ფუნქციების შესრულება მომიწევს.

- "აგრარულში" მეორე ნომრად არ გითამაშია...

- ეს პოზიცია ჩემთვის უცხო არ არის, "ენერჯის" ამჟამინდელი თავკაცის, მიხეილ ბერუაშვილისა და დავით უსტიაშვილის ხელმძღვანელობით ახალგაზრდულ ნაკრებში სწორედ მსროლელად ვთამაშობდი.

- იტალიასთან 18 ქულა რომ ჩააგდე, მეორე ნომერი იყავი?

- ასეა. მაშინ ახალგაზრდულის სასტარტო გამთამაშებელი გაფრინდაშვილი იყო, მე მსროლელად ვთამაშობდი, მსუბუქ ფორვარდად გულისაბედაშვილი, მძიმე ფორვარდად - შენგელია, ცენტრად - შერმადინი. ის ევროპის ჩემპიონატი ახლაც მწარედ მაგონდება - იტალია დავამარცხეთ, მაგრამ ელიტაში ადგილი მაინც ვერ შევინარჩუნეთ.

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა