გუშინ საღამოს ბალტიის ლიგაზე მესამე მატჩი ჩაატარა გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკმა". ლიტვის "ნევეჟისთან" მატჩამდე "როკერებს" თითო მოგება-წაგება ჰქონდათ, თუმცა შეხვედრის შემდეგ წაგებათა გრაფაში ერთიანი ორიანმა შეცვალა...

გუშინ საღამოს ბალტიის ლიგაზე მესამე მატჩი ჩაატარა გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკმა". ლიტვის "ნევეჟისთან" მატჩამდე "როკერებს" თითო მოგება-წაგება ჰქონდათ, თუმცა შეხვედრის შემდეგ წაგებათა გრაფაში ერთიანი ორიანმა შეცვალა. დაძაბულ ბრძოლაში "როკმა" ტარტუელი ქომაგის წინაშე "ნევეჟისთან" 68:73 წააგო.

სხვათა შორის, ორი წლის წინათ, მაშინ, როცა ცინცაძე "როკში" თამაშობდა მწვრთნელი ხშირად ჩიოდა - მატჩის დასაწყისში თამაშის დალაგება გვიჭირს და ზოგიერთი შეხვედრა ამიტომაც წავაგეთო... "ნევეჟისთანაც" იგივე განმეორდა, "როკმა" პირველი პერიოდი 18:28 დათმო და მატჩის ბოლო წუთებამდე ამაოდ ეცადა მდგომარეობის გამოსწორებას. მეოთხე პერიოდის დასაწყისში მასპინძლებმა გიორგი ცინცაძის დახმარებით მეტოქეს ენერგიულად შეუტიეს - ბუმ ჯერ შედეგიანი პასით ვეიდემანს ჩააგდებინა, შემდეგ ორი საჯარიმო გამოიყენა, სირენამდე 3:51 წუთით ადრე სამქულიანი ჩააგდო და "როკერთა" ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა (61:65). ამას კიდევ ორი "საქულე" პასი მოჰყვა და სირენამდე 42 წამით ადრე ვეიდემანმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა - 68:70, მაგრამ დარჩენილ დროში ლიტველებმა კალათი მშრალად შეინახეს და 73:68 გაიმარჯვეს.

"ნევეჟისის" გამარჯვება კრესნარმა განაპირობა - 19 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. ტარტუელთაგან სამი კალათბურთელი გამოირჩა: ეზიუკვუმ 14 ქულა, 11 მოხსნა და 6 დაფარება მოაგროვა; ვეიდემანმა 14 ქულა მიითვალა; ცინცაძის მოანგარი ასეთი იყო - 34 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი. გიორგიმ 8 ორქულიანი, 4 სამიანი და 2 საჯარიმო სტყორცნა, რომელთაგან ორ-ორი გამოიყენა.

"ტარტუ როკი" ლიტველთა ალყაშია - გუშინ "ნევეჟისი" გაისტუმრა, დღეს ლიტვურ "შიაულიაის" მიიღებს. მეორე მატჩიც ბალტიის ლიგის ეგიდით გაიმართება.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა