გუშინ გაიმართა ევროთასის წილისყრა. ამ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების ორი ახლანდელი და ერთიც ყოფილი წევრი თამაშობს: მანუჩარ მარკოიშვილი, ტორინ გრინი და ტაირონ ელისი...

გუშინ გაიმართა ევროთასის წილისყრა. ამ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების ორი ახლანდელი და ერთიც ყოფილი წევრი თამაშობს: მანუჩარ მარკოიშვილი, ტორინ გრინი და ტაირონ ელისი.

E ჯგუფში მოხვდა მანუჩარის "კანტუ", რომელსაც ბერძნულ "პანელინიოსთან", ჰოლანდიურ "გაზტერასთან" და თურქულ "გალათასარაისთან" მოუწევს დაპირისპირება. ჯგუფის ფავორიტის დასახელება ძნელია, თუმცა ერთი ფაქტია - ორი გამსვლელი ადგილისთვის "კანტუ", "პანელინიოსი" და "გალათასარაი" იბრძოლებენ. სხვათა შორის, ამ თურქულ კლუბთან მანუს კარგი მოგონებები აკავშირებს: ორი წლის წინათ "კიევმა" "გალათასარაი" ევროჩელენჯიდან გამოთიშა. კიეველებს სტამბოლურ მატჩში მანუჩარის გარდა ყველა ლეგიონერი აკლდათ და სწორედ ქართველმა გამოუყვანა წირვა მასპინძლებს. "კიევმა" 80:73 მოიგო, მარკოიშვილმა 23 ქულა ჩააგდო.

ტორინ გრინის "გრან კანარია" ევროთასის წლევანდელ გათამაშებაში C ჯგუფში მოხვდა. მას ურთიერთობის გარკვევა პოსტ-სოციალისტური ქვეყნების გუნდებთან მოუწევს: უკრაინის "ბუდიველნიკთან", ლიტვის "შიაულიაისთან" და ჩერნოგორიის "ბუდუჩნოსტთან". ამ კვარტეტში ფავორიტი ცნობილი - "გრან კანარია".

ტაირონ ელისის "ესტუდიანტესი" წილისყრამ F ჯგუფში მოახვედრა, სადაც ესპანელების გარდა ითამაშებენ: იტალიური "ბენეტონი", ბერძნული პაოკი და ფრანგული "როანი".

ევროთასის წლევანდელ გათამაშებაში 32 გუნდია, რომლებიც 8 ოთხგუნდიან ჯგუფადაა გაყოფილი. მომდევნო ეტაპზე თითო ჯგუფიდან საუკეთესო ორი გავა. "კანტუს" დირექტორმა ბრუნო არიგონიმ მოკრძალებული კომენტარი გააკეთა:

- ამ ტურნირის დებიუტანტები ვართ და ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებაც დაგვაკმაყოფილებს. მომდევნო ეტაპზე ასეც გავალთ. ფავორიტად კი თურქეთის "გალათასარაი" მიმაჩნია.

რადგან ზემოთ ტორინ გრინი ვახსენეთ, მასზე ერთ ახალ ამბავსაც გეტყვით: ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩები შაბათ-კვირას იმართება, თუმცა "კახა ლაბორალმა" და "გრან კანარიამ" იჩქარეს და მესამე ტური ნაადრევად გახსნეს. მატჩი ბასკეთში გაიმართა და "კახა ლაბორალის" გამარჯვებით დასრულდა - 82:61.

თუ პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მეორე ნახევარი კუნძულელებმა პირწმინდად დათმეს - 25:47.

ტორინ გრინმა 6 ქულა (4-დან 1 ორქულიანი, 6-დან 1 სამიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 2 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა