ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ "შახტართან" მატჩში თავისი გუნდის გამარჯვებით მიღებულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა
ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ანჯელო ალესიომ 5 დეკემბერს დონეცკში, "შახტართან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში თავისი გუნდის გამარჯვებით მიღებულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

ტურინელებმა უკრაინული გრანდი მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს და ჯგუფში ლიდერობასთან ერთად, მერვედფინალის საგზურიც მოიპოვეს.

"ძალიან გახარებულები ვართ ამ გამარჯვებით, რამაც პლეი ოფის საგზური და ჯგუფში პირველი ადგილი მოგვიტანა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი და რთული შეხვედრა იყო. კარგად ვიცოდით, რა ძალის პატრონია "შახტარი" და ამიტომ უმაღლესი დონის ფეხბურთის ჩვენებას ვეშურებოდით.

და ჩვენ ეს შევძელით.

პირველ რიგში, "შახტარის" თავდამსხმელების განეიტრალება და მათთვის მანევრისთვის სივრცის შეზღუდვა გვმართებდა. ვილიანი, ალექს ტეიშეირა, გენრიხ მხითარიანი - ესენი ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან, მაგრამ "შახტარი" დიდადაა დამოკიდებული თავისი ფორვარდების ინდივიდუალურ ოსტატობაზე. ამიტომ, თუ გამარჯვება გწადია, უმთავრესად სწორედ ამ უკანასკნელთ უნდა გაუმკლავდე.

იმედია, 1/8-ფინალში მაინცდამაინც "რეალს" არ გადავეყრებით. სხვა ყველა, ვისაც შეიძლება შევხვდეთ, თანაბარი ძალისაა.

წინა ტურში "ჩელსის" 3:0-ით დამარცხებით, ჩვენ საბოლოოდ ვირწმუნეთ, რომ ევროპაში დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია. სწორედ იმ თავდაჯერებამ, რომელიც ორი კვირის წინ ტურინულმა მატჩმა მოგვიტანა, დღევანდელ გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.

დონეცკში არ დაგვჭირდა გარისკვა, რამდენადაც შეხვედრა ერთი ამოსუნთქვით, ამაღლებული განწყობით ჩავატარეთ", - აქვეყნებს ალესიოს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტური. ოთხშაბათის მატჩები [VIDEO]

forza juve
ორი თამაშის ჯამში შეიძლება მოუგოს ბარსამ მაგრამ არ არსებობს დღეს გუნდი რომელსაც იუვეს "ამოტენა" შეეძლოს, რეალი გამოუშვით ერთი კიდევ ერთხელ დავაკრევიებ მთელ ბერნაბეუს ტაშს იუვეზე
viva barsa
აქ ბარსაზე არცაა საუბარი, ვინაიდან ორივემ პირველი ადგილი დაიკავა, ერთ ჯგუფში ვერანაირად ვერ მოხვდებიან.
dfs
ჰაი ჰაი ბარსელონა და იუვეც პირველზე გავიდა და ერთმანეთს როგორ გადაეყრება
hai hai
მაგ სიტყვებისთვის ღირსია ბარსელონას გადაეყაროს და ამოიტენოს ჯიგრულად
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა