საქართველოს ჩემპიონატის შემოდგომა-ზამთრის ეტაპის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა
საქართველოს ჩემპიონატის შემოდგომა-ზამთრის ეტაპის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა. განვლილ, მე-11 ტურში გამართულ მატჩებს სატურნირო ცხრილში გუნდების განლაგებაზე გავლენა არ მოუხდენია.

გათამაშების ლიდერი თბილისის "ლელო" აუტსაიდერ თბილისის "ყოჩებს" დაუპირისპირდა და გაჭირვებით მოუგო - 23:13. ამ შეხვედრაში ერთი ტენდენცია გამოიკვეთა.

"ყოჩები", როგოც სჩვევიათ, ბოლომდე თავდადებით იბრძვიან, მაგრამ ამასთან ერთად, თამაშის დალაგებაც შეძლეს. თუმცა ხარისხი ჯერ კიდევ ისეთი არ არის, რაც საშუალებას მისცემს ლიდერს, მოუგოს და სატურნირო ცხრილის ფსკერს თავი დააღწიოს.

ცხადია, "ყოჩების" ხელმძღვანელების ძალისხმევა მისასალმებელია, მაგრამ ახალგაზრდული გუნდით წამოჭრილი პრობლემის გადაჭრა ძალიან გაჭირდება. "ყოჩებს" ახლა შვიდი ქულა აქვთ და ბოლო ადგილზე არიან.

"ლელო", როგორც ჩანს, მეტოქეს ზერელედ მოეკიდა. პირველ ტაიმში საჯარიმოს კარში არ ურტყამდნენ და ცდილობდნენ იმდენი ლელო გაეტანათ, რამდენიც პრემიალური ქულის მოპოვების საშუალებას მისცემდათ. არ გამოუვიდათ.

ყველაზე საინტერესო ორთაბრძოლა მაინც ქუთაისში გაიმართა, სადაც მესამეადგილოსანმა "აიამ" ქვეყნის ჩემპიონსა და მეორე ადგილზე მყოფ "არმიას" უმასპინძლა. ამ უკანასკნელს მიმდინარე ჩემპიონატში ერთადერთი მარცხი პირველ წრეში სწორედ ქუთათურებმა აგემეს. ამიტომ, ცხადია, რომ რევანშის აღების წყურვილი კლავდათ.

შეძლეს კიდეც - 29:25 თამაშმა აჩვენა, რომ "არმია" უფრო ორგანიზებული და კარგად გამართული გუნდია. თუმცა, "აიას" მგეზავს საჯარიმოები რომ არ გაეცუდებინა, ძნელი სათქმელია, შეძლებდნენ თუ არა არმიელები გამარჯვების მოპოვებას.

ამ გამარჯვების შემდეგ "არმიას" 45 ქულა აქვს და ლიდერ "ლელოს" ისევ ორი ქულით ჩამორჩება. ქუთაისელთა ჩამორჩენა კი უფრო სოლიდურია. "აიას" არმიელებამდე ათი ქულა აშორებს.

საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა სეზონის აღმოჩენად აღიარებულ თბილისის "არმაზს" ერთ-ერთი აუტსაიდერის, თბილისის "აკადემიის" დასამარცხებლად - 17:10. არმაზელები, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული გათამაშების დასრულებამდე კიდევ შვიდი ტური დარჩა, შეიძლება თამამად ითქვას, რომ პლეი ოფის საგზურს მოიპოვებენ.

ცხადია, ამ განცხადების გაკეთების საშუალებას მხოლოდ "აკადემიასთან" გამართული მატჩი არ გვაძლევს. "არმაზი" კარგად შეკრულ გუნდად ჩამოყალიბდა, რომელშიც მძლავრ შერკინებას მხარს შესანიშნავად უბამს უკანა ხაზიც.

"აკადემია" ათი ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა და უმაღლესი ლიგიდან გავარდნის შანსი ჯერ კიდევ დიდია. აკადემიელები აქამდე საკადრო პრობლემებს განიცდიდნენ და სწორედ ამიტომ დადგა გუნდი დილემის წინაშე. თუმცა, როცა ძალიან მოინდომეს, ქართული რაგბის ფლაგმანი და ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი" დაამარცხეს.

რკინიგზელებმა მე-10 ტურში შინ დაამარცხეს "ბათუმი" - 38:24. როგორც ანგარიშიდან ჩანს, თამაში უხვლელოიანი გამოდგა, რაც ორივე გუნდის კარგ შეტევით პოტენციალთან ერთად, დაცვაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.

"ლოკომოტივი" ყველასთვის მოულოდნელად ძველებურად "ღონიერი" ვერ არის და ამჟამად სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.

თუ ბათუმელთა შემადგენლობას თვალს შევავლებთ, ცხადი გახდება, რომ ამ გუნდს გაცილებით უკეთესი პოზიცია უნდა ეჭიროს სატურნირო ცხრილში, ვიდრე მერვე ადგილია.

მოთამაშეთა უმრავლესობა "ბათუმში" წლეულს ჩაირიცხა და, როგორც ჩანს, სათანადოდ შეთამაშება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

თავისი ამბიციების საფუძვლიანობა ისევ დაამტკიცა თბილისის "ილიაუნი ჯიქმა", რომელმაც სტუმრად მოუგო რუსთავის "ხარებს" - 26:20. ამ მატჩში ნაჩვენები თამაშითა და შედეგით, "ჯიქებმა" დაგვარწმუნეს, რომ პლეი ოფში თამაშს იმსახურებენ.

XI ტური

აია-ილიაუნი ჯიქი, ბათუმი-ლელო, არმია-ლოკომოტივი, ყოჩები-არმაზი, აკადემია-ხარები.

სატურნირო მდგომარეობა

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

ლელო

11

10

0

1

+177

47

2

არმია

11

10

0

1

+116

45

3

აია

11

7

1

3

+129

35

4

არმაზი

10

7

0

3

+28

29

5

ლოკომოტივი

11

5

1

5

+42

27

6

ჯიქები

11

5

0

6

+17

26

7

ხარები

10

3

0

7

-98

14

8

ბათუმი

11

3

0

8

-76

14

9

აკადემია

11

2

0

9

-213

10

10

ყოჩები

11

1

0

10

-122

7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Qartveli !
საოცრები ხსრთ ეს ჟურნალისტიები რა.. '"ლო­კო­მო­ტი­ვი" ყვე­ლას­თ­ვის მო­­უ­ლოდ­ნე­ლად ძვე­ლე­ბუ­რად "ღო­ნი­ე­რი" ვერ არის და ამჟა­მად სა­ტურ­ნი­რო ცხრილ­ში მე-5 ად­გილ­ზეა. ' ამ ფრაზის დამწერმა რ იცის ქართული რაგბის გუნდებში რა ხდება.. 'ლოკომ' 4 მორაგბე მხოლოდ მ ზაფხულში სფრანგეტში გაუშვა. 4-5 მორაგბე ტრამვირებულია,სხვათაშორის ტრამვიანები თამაშობს კიდევ 2-3 კაცი. 2 დიკსვალიფიცირებული.. ყოველივე ამის შემდეგ თქვენთვის მომინდვია დასკვნა.. მაგრამ 'ლოკომ' მუდამ ჩემპიონი გუნდია მენტალიტეტით ! ! !
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
პსჟ-მ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე