ვლადიკავკაზის "ალანიას" ქართველ ნახევარმცველს გუნდში კონკურენტად ბატე-დან გადასული ბელორუსის ნაკრების შემტევი ჰყავს
არასწორი გამოდგა ვარაუდი, რომ 16 ოქტომბერს მინსკში ბელორუსისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრას ვლადიკავკაზის "ალანიას" პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი ვალერი გაზაევი თორნიკე ოქრიაშვილზე დასაკვირვებლად დაესწრო.

მარიუპოლის "ილიჩევეცის" ქართველმა ლეგიონერმა რუსული პრემიერლიგის კლუბის ინტერესი დაადასტურა, მაგრამ გადასვლის სურვილი უარყო - მისი თქმით, ზამთარში დონეცკის "შახტარი" იბრუნებს.

როგორც გაირკვა, გაზაევი რენან ბრესანს აკვირდებოდა და ცოტა ხნის წინ ბორისოვოს ბატე-სა და ბელორუსის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ვლადიკავკაზის "ალანიაში" ჩაირიცხა. ამტკიცებენ, რომ ბრესანი "ალანიას" ქართველი ლეგიონერის, შოთა გრიგალაშვილის კონკურენტია.

"შევეცადოთ გავარკვიოთ, რა ბედი ელის ბელორუსის ნაკრების ნატურალიზებულ ბრაზილიელ ნახევარმცველს ვლადიკავკაზურ კლუბში. ალბათ, მისი უშუალო კონკურენტი შოთა გრიგალაშვილია.

ქართული კლუბის, "ზესტაფონის" 26 წლის ნახევარმცველი "ალანიაში" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ჩაირიცხა. მას დრო დასჭირდა, შემადგენლობაში რომ დამკვიდრებულიყო. სამაგიეროდ, ახლა, ფაქტობრივად, ყველა "სტანდარტს" სწორედ შოთა ასრულებს.

თუმცა, პლეიმეიკერის როლს არც ისე წარმატებით ართმევს თავს. გრიგალაშვილის ჩარიცხვის შემდეგ "ალანია" წარმატებებით ვერ მოიწონებს თავს. მან კი მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა", - წერს ბელორუსული გამოცემა "პრესბოლი".

რა თქმა უნდა, ბრესანი საკმაოდ კარგი ნახევარმცველია, რაც "ბატესა" და ბელორუსის ნაკრებში ბევრჯერ დაამტკიცა, მაგრამ ქართველი ლეგიონერი უფრო ეფექტური და სასარგებლო საყრდენის პოზიციაზეა და გაზაევი მას ამ პოზიციაზეც გამოიყენებს.

ისიც საეჭვოა, მოთამაშე, რომელიც გუნდის ყველა სტანდარტს ასრულებს, სათადარიგოთა სკამზე დასვან. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამის იმედი გვაქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

m.m.m
შოთა დაბრუნდი საქართველოში. ალანიაში თამაშს გორის დილა ჯობია. ევრო ტურნირებზე მაინც ითამაშებ.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა