"ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში არასახარბიელო თავი დაწერა: ლონდონური კლუბი პირველი მოქმედი ჩემპიონია, რომელიც მომდევნო სეზონში ჯგუფში ჩარჩა
"ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში არასახარბიელო თავი დაწერა: ლონდონური კლუბი პირველი მოქმედი ჩემპიონია, რომელიც მომდევნო სეზონში ჯგუფში ჩარჩა.

რას აღარ ამბობდნენ "შახტარისა" და "იუვენტუსის" მატჩზე - ისიც კი ითქვა, რომან აბრამოვიჩი დონეცკელებს მილიონებს შესთავაზებდაო.

შესაძლოა, შესთავაზა კიდეც, მაგრამ "იუვენტუსმა" არათუ ფრე გაახერხა, დონეცკში სულაც მოიგო და რაფა ბენიტესის პირველ გამარჯვებას "ჩელსის" თავკაცის რანგში მნიშვნელობა დაუკარგა...

E ჯგუფი

ჩელსი-ნორდსიელანდი 6:1

გოლები: 1:0 დავიდ ლუიზი (38-პენ), 2:0 ტორესი (45), 2:1 ჯონი (46), 3:1 კეჰილი (51), 4:1 ტორესი (56), 5:1 მატა (63), 6:1 ოსკარი (71)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ხუან მატა (ჩელსი)

Video

ჩელსი - ნორდსიელანდი 6:1

პირველი გამარჯვება რაფა ბენიტესის ხელში, თანაც 6:1 და ფერნანდო ტორესის დუბლი - მიუხედავად ამ "სასწაულებისა", "ჩელსიში" მწუხარების ჟამია, რადგან ლონდონური კლუბი პირველია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ჯგუფური ეტაპი მოქმედი გამარჯვებულის რანგში ვერ გადალახა.

"ნორდსიელანდის" განადგურება "არისტოკრატებს" არად წაადგათ, რადგან "შახტარმა" "იუვეს" ვერ მოუგო.

ამ მატჩზე საუბრის დასრულება აქ შეგვეძლო, მაგრამ შეხვედრამ, რომელმაც ორივე გუნდი უკმაყოფილო დატოვა, კიდევ ერთი საინტერესო რეკორდი სრულყო: პირველ ტაიმში სამი პენალტი დაინიშნა (სამივე საჯარიმოში ხელით თამაშისთვის), რაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ასევე პირველი შემთხვევა გახლდათ.

პირველი თერთმეტმეტრიანი "ნორდსიელანდის" კაპიტანმა სტოკჰოლმმა გააფუჭა, მეორე - აზარმა, მერე კი დავიდ ლუიზმა ორივეს უჩვენა, როგორ უნდა პენალტის შესრულება.

ჰო, მართლა: "ჩელსის" ქომაგები, რა თქმა უნდა, მღეროდნენ მთელი საფეხბურთო ევროპისთვის უკვე ძალიან კარგად ნაცნობ სიმღერას ტექსტით "There's only one di Matteo!" - არსებობს მხოლოდ დი მატეოო...

რაფაელ ბენიტესი ("ჩელსის" მწვრთნელი):

"როცა იგებ, წესით, ბედნიერი უნდა იყო, ჩვენ კი უბედურები ვართ. ახლა ევროპალიგას ისე უნდა შევხედოთ, როგორც დიდ გამოწვევას".

კასპერ ჰიულმანდი ("ნორდსიელანდის" მწვრთნელი):

"მთელი მატჩის განმავლობაში ერთი წუთითაც არ დავაკმაყოფილეთ ჩემპიონთა ლიგის მოთხოვნები. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ, მრცხვენია..."

შახტარი-იუვენტუსი 0:1

გოლი: 0:1 კუჩერი (56-საკ. კარში)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სტეფან ლიხტშტაინერი (იუვენტუსი)

Video

შახტარი - იუვენტუსი 0:1

"შახტარმა" "ჩელსის" არათუ დახმარება ვერ აღმოუჩინა, საკუთარ მოედანზე "იუვენტუსთან" დამარცხდა კიდეც და ჯგუფში პირველი ადგილიც დაკარგა.

ამ შეხვედრაში მთელი ევროპა ფრეს ვარაუდობდა, ტოტალიზატორებმა ყაიმზე კოეფიციენტები უკიდეგანოდ დააგდეს, მაგრამ შეცდა ყველა, ვინც იფიქრა, რომ დონეცკელები და ტურინელები მშვიდობიან ფრეს გააგორებდნენ.

ეს, ერთი შეხედვით, ორივეს აწყობდა, მაგრამ როგორც ვნახეთ, თურმე არ აწყობდა "იუვენტუსს" - ტურინელებმა მოსაგებად იბრძოლეს და ამ გამარჯვებით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

პრინციპში, "შახტარმაც" იბრძოლა - როგორც შეეძლო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კუჩერის ავტოგოლამდე, ტურინელთა მარჯვენა გარემარბი სტეფან ლიხტშტაინერი თამაშგარე მდგომარეობაში იყო...

ამრიგად, "იუვე" 2008/09 წლების სეზონის შემდეგ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში.

მირჩა ლუჩესკუ ("შახტარის" მწვრთნელი):

"გაწონასწორებული თამაში იყო, სერიოზულ უპირატესობას ვერცერთი გუნდი ვერ დაეუფლა. მიუხედავად მარცხისა, ჩემი ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ არავისი გვეშინია. მხოლოდ "ბარსელონას" ვუფრთხით და ისიც ცოტათი".

სტეფან ლიხტშტაინერი (იუვენტუსი):

"ამ სტადიონზე ასეთი ძლიერი გუნდის დამარცხება ადვილი არ არის. "შახტარს", ფაქტობრივად, არაფერი გავაბედვინეთ. მოგება და პირველ ადგილზე გასვლა ძალიან გვინდოდა და მიხარია, რომ მიზანს მივაღწიეთ".

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

იუვენტუსი

6

3

3

0

12-4

12

2

შახტარი

6

3

1

2

12-8

10

3

ჩელსი

6

3

1

2

16-10

10

4

ნორდსიელანდი

6

0

1

5

4-22

1

F ჯგუფი

ბაიერნი-ბატე 4:1

გოლები: 1:0 გომესი (22), 2:0 თ. მიულერი (53), 3:0 შაჩირი (66), 4:0 ალაბა (83), 4:1 ფილიპენკო (89)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჯერდან შაჩირი (ბაიერნი)

Video

ბაიერნი - ბატე 4:1

"ბაიერნი" თავის ქომაგებს 2012 წლის ევროსარბიელიდან მორიგი ლამაზი გამარჯვებით გამოეთხოვა და ისევე, როგორც სამშაბათს "შალკემ" და "დორტმუნდმა", ჯგუფში მიუნხენურმა გრანდმაც პირველი ადგილი დაიკავა, რაც გერმანული საკლუბო ფეხბურთისთვის ძალიან კარგი შედეგია.

ერთი ეგაა, რომ ჟერომ ბოატენგი მოედნიდან გააძევეს და მერვედფინალს დისკვალიფიცირებული შეხვდება.

იუპ ჰაინკესი ("ბაიერნის" მწვრთნელი):

"კარგია, რომ მიუხედავად კაცნაკლულობისა, დიდი ანგარიშით მოვიგეთ, მაგრამ ჩვენთვის მთავარი პირველი ადგილის დაკავება იყო. მიხარია, რომ მერვედფინალში პირველ მატჩს სტუმრად გავმართავთ".

ალეკსანდრ გლები (ბატე):

"ცუდად ვითამაშეთ და ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. კარგი ისაა, რომ "ბატემ" დიდი გამოცდილება მიიღო და ევროპალიგაში გადავდივართ".

ლილი-ვალენსია 0:1

გოლი: 0:1 ჟონასი (36)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჟონასი (ვალენსია)

Video

ლილი - ვალენსია 0:1

ეს არის მატჩი, რომლის შესახებაც ბევრი საუბარი საჭირო არ არის: "ლილისა" და "ვალენსიას" დაპირისპირება, მოლოდინისამებრ, დუნე და უინტერესო გამოდგა, შეხვედრის ბედი კი პენალტმა გადაწყვიტა, რომელიც ჟონასმა მოიპოვა და მანვე გაიტანა.

მეორე ტაიმში "ვალენსიას" თავი დიდად აღარ შეუწუხებია, "ლილმა" კი მოუმატა, მაგრამ ანგარიში ვერაფრით გაათანაბრა.

ამრიგად, "ვალენსია", რომელსაც დროებითი მწვრთნელი თავკაცობდა და რომელმაც "ბაიერნის" დარად 13 ქულა დააგროვა, მერვედფინალში მეორე პოზიციიდან გავიდა, რადგან მიუნხენურ კლუბთან პირად დუელებში დამარცხებული გამოვიდა.

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

ბაიერნი

6

4

1

1

15-7

13

2

ვალენსია

6

4

1

1

12-5

13

3

ბატე

6

2

0

4

9-15

6

4

ლილი

6

1

0

5

4-13

3

G ჯგუფი

ბარსელონა-ბენფიკა 0:0

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ხოსე მანუელ პინტო (ბარსელონა)

Video

ბარსელონა - ბენფიკა 0:0

"ბარსელონას" პირველი ადგილი გარანტირებული ჰქონდა, რის გამოც ტიტო ვილანოვამ მოედანზე, ფაქტობრივად, მეორე შემადგენლობა გაიყვანა.

"ბენფიკასთვის" კი სასიცოცხლო მნიშვნელობის თამაში გახლდათ და ამიტომაც დაიწყეს ლისაბონელებმა ასე ომახიანად.

"ბენფიკამ" არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, რომელთაგან საუკეთესო ნოლიტომ გაანიავა - ეს უკანასკნელი "ბარსას" კიპერ პინტოსთან პირისპირ ორ თანაგუნდელთან ერთად გავიდა და ნაცვლად ერთადერთი ლოგიკური გადაწყვეტილებისა, თვითონვე დაარტყა და ააცილა.

P.S.ლეო მესის ტრავმის შესახებ სტატიას ცალკე გაეცნობით.

ტიაგო ალკანტარა (ბარსელონა):

"სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ახლა ყველანი მხოლოდ ლეო მესის გამო ვნერვიულობთ. იმედია, მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება".

ნოლიტო (ბენფიკა):

"ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ და ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ "ბარსელონას" კარი ვერაფრით დავლაშქრეთ - "ნოუ კამპზე" მოგება ურთულესია".

სელტიკი-სპარტაკი 2:1

გოლები: 1:0 ჰუპერი (21), 1:1 არი (39), 2:1 კომონსი (81-პენ)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სამარასი (სელტიკი)

Video

სელტიკი - სპარტაკი 2:1

გლაზგოელებს ტყუილად ჰქონდათ იმის იმედი, რომ სპორტული მოტივაციის გარეშე დარჩენილი "სპარტაკი" მეორე შემადგენლობით ითამაშებდა, ან მოსკოველები ბრძოლით თავს არ მოიკლავდნენ.

ვალერი კარპინმა ძირითადში წამყვანი მოთამაშეები გაამწესა და საწყის წუთებში რუსეთის სახალხო გუნდი შოტლანდიურ გრანდს სჯობდა კიდეც, მაგრამ მაინც "სელტიკი" დაწინაურდა: სამარასის გრძელი პასი ინსაურალდეს ფეხებშუა გაუძვრა და ბურთი ჰუპერს მიუვიდა, რომელსაც ანგარიშის გახსნა არ გაუჭირდა. გოლის შემდეგ შოტლანდიელები მოდუნდნენ და პასიურობისთვის არის გოლით დაისაჯნენ.

მეორე ნახევარში "სელტიკი" ისევ გააქტიურდა და მეორე გოლის გატანა პირველად სამარასს შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა.

ცხადია, გლაზგოში კარგად უწყოდნენ, რომ "ბენფიკა" "ნოუ კამპზე" მედგრად უტევდა და თავადაც უკანმოუხედავად შეუტიეს. შედეგმაც არ დაახანა: 81-ე წუთზე სამარასმა დიდი მონდომებით იმოქმედა და პენალტი მოიპოვა, რომელიც კომონსმა გარდასახა - ოღონდ სანამ კარში გავიდოდა, ბურთი ხარიხას მოხვდა და წარმოიდგინეთ "სელტიკის" ფანობის განცდა წამის იმ მეათედში...

ნეილ ლენონი ("სელტიკის" მწვრთნელი):

"ბრწყინვალე საღამოა - საუკეთესო ჩემს სამწვრთნელო კარიერაში. ახლა ჩვენ მარტო ის გუნდი კი არ ვართ, რომელმაც "ბარსელონას" მოუგო, არამედ ვართ გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა".

ვალერი კარპინი ("სპარტაკის" დროებითი მწვრთნელი):

"სელტიკს" მთელი გულით ვულოცავ - გლაზგოელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ და ჯგუფიდან გასვლა დაიმსახურეს. თუ არ ჩავთვლით ორიოდე შეცდომას, ჩვენც კარგად ვითამაშეთ როგორც დაცვაში, ასევე წინა ხაზზეც".

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

ბარსელონა

6

4

1

1

11-5

13

2

სელტიკი

6

3

1

2

9-8

10

3

ბენფიკა

6

2

2

2

5-5

8

4

სპარტაკი

6

1

0

5

7-14

3

H ჯგუფი

მანჩესტერ იუნაიტედი-კლუჟი 0:1

გოლი: 0:1 ლუის ალბერტო (56)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მარიო ფელგეირაში (კლუჟი)

Video

მანჩესტერ იუნაიტედი კლუჟი 0:1

"მანჩესტერ იუნაიტედს" პირველი ადგილი ჰქონდა გარანტირებული, "ბრაგას" - მეოთხე. მეორე ადგილისთვის კი ერთმანეთს "გალათასარაი" და "კლუჟი" გასვლით მატჩებში, შორიდან ებრძოდნენ.

სერ ალექს ფერგიუსონმა პრემიერლიგის ბოლო მატჩისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგენლობა ათ (!) პოზიციაზე შეცვალა და "კლუჟმაც" თავისი საქმე მოსალოდნელზე იოლად გააკეთა - "ოლდ ტრაფორდზე" ლუის ალბერტოს ულამაზესი გოლით მოიგო, მაგრამ ეს არ ეყო, რადგან გაიმარჯვა "გალათასარაიმაც"...

სერ ალექს ფერგიუსონი ("მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი):

"ოლდ ტრაფორდზე წაგება ყოველთვის და ყველა შემთხვევაში გულსატკენია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ მერვედფინალში ვართ. ნაღდი ჩემპიონთა ლიგა თებერვლიდან დაიწყება - პლეი ოფი ძალიან მიყვარს".

ბრაგა-გალათასარაი 1:2

გოლები: 1:0 მარსიო მოსორო (32), 1:1 ბ. ილმაზი (57), 1:2 ა. ილმაზი (78)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ბურაქ ილმაზი (გალათასარაი)

პირველ ტაიმში "ბრაგამ" "გალათასარაის" აჯობა და მოუგო, მეორე ნახევარში კი აბსოლუტურად განსხვავებული სურათი ვნახეთ - "გალათასარაი" ათამაშდა და მატჩი თავის სასარგებლოდ შეატრიალა, რამაც ფათიჰ თერიმის გუნდი მერვედფინალში გაიყვანა.

სულ ეს იყო, რაც ამ მატჩზე უნდა გვეთქვა - დანარჩენზე იმ კომისიამ იმსჯელოს, გარიგებული მატჩების გამოაშკარავება რომ ევალება ხოლმე. ჩვენ ნამდვილად არ გაგვიკვირდება, თუ "კლუჟი"-"გალათასარაის" დარად, ეს მატჩიც მოხვდა საეჭვო შეხვედრების სიაში.

აიდინ ილმაზი (გალათასარაი):

"უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან გამარჯვების გოლის ავტორობის პატივი წილად მე მხვდა. ეს გამარჯვება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია "გალათასარაის" ისტორიაში. შესვენებაზე მწვრთნელმა ისეთი სიტყვები გვითხრა, რომ მეორე ნახევარში თითოეულმა ჩვენგანმა უდიდესი მონდომებით ითამაშა".

ფათიჰ თერიმი ("გალათასარაის" მწვრთნელი):

"პირველი ტაიმის შემდეგ მაინც მჯეროდა, რომ ამ მატჩს მოვიგებდით და შევეცადე, რომ ამაში ბიჭებიც დამერწმუნებინა. მერვედფინალამდე ურთულესი გზა გავიარეთ. "გალათასარაი" პლეი ოფშიც მედგრად იბრძოლებს".

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

მან. იუნაიტედი

6

4

0

2

9-6

12

2

გალათასარაი

6

3

1

2

7-6

10

3

კლუჟი

6

3

1

2

9-7

10

4

ბრაგა

6

1

0

5

7-13

3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტური. ოთხშაბათის მატჩები [VIDEO]

[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ითამაშა - "უოტფორდის" ქომაგები ამას არ ელოდნენ
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ბაიერნთან" დამარცხდა
ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"
ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?