2013 წლის ფუტსალის ევროპის თასს ერთმანეთს "იბერია სტარი", "ბარსელონა", "დინამო" და "კაირათი" შეეცილებიან
6 დეკემბერს ლოზანაში, უეფას აღმასკომის გადაწყვეტილებით, 2013 წლის ფუტსალის ევროპის თასის ოთხთა ფინალის მასპინძელ ქალაქად თბილისი დასახელდა!!!

გვერდზე გადავდოთ პირადი დამოკიდებულება, სიმპათია-ანტიპათია და ვაღიაროთ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას "ბარაქიანი ლუკმა" გადმოაგდებინა.

25, 26 და 28 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში დიდი ზეიმი გველის - უეფას ფუტსალის თასს ერთმანეთს შეეცილებიან: ჩვენი ქვეყნის საუკეთესო კლუბი "იბერია სტარი" (საქართველო), "ბარსელონა" (ესპანეთი), "დინამო" (რუსეთი) და "კაირათი" (ყაზახეთი).

25-26 აპრილს ნახევარფინალები გაიმართება, 27-28 აპრილს შეხვედრა მესამე ადგილისთვის და ფინალი. ნახევარფინალების წილისყრა მარტში გაიმართება და ამ ღონისძიებასაც თბილისი უმასპინძლებს.

ამ დონის ტურნირი საქართველოში არასოდეს ჩატარებულა, მაგრამ "იბერია სტარის" ოთხთა ფინალში მოხვედრის შემდეგ საკითხი აქტუალური გახდა და თბილისის კანდიდატურამ კონკურენტების, ბარსელონას, მოსკოვისა და ალმატის ვარიანტები გადაწონა.

6 დეკემბერს ამ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებოდ გამართული პრესკონფერენცია საზეიმო საღამოს უფრო ამიტომაც ჰგავდა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, ფუტსალის კლუბის "იბერია სტარის" პრეზიდენტი ვახო წერეთელი და ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ცქიტიშვილი უზომოდ გახარებულები იყვნენ.

ზვიად სიჭინავა:

"ოთხთა ფინალის მასპინძლობის პრეტენზია მოსკოვის "დინამოსაც" ჰქონდა, "ბარსელონასაც" და "კაირათსაც", მაგრამ უეფამ გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ მიიღო - როგორც ვიცით, დიდი უპირატესობით გავიმარჯვეთ. უნდა ვიზეიმოთ უეფას გადაწყვეტილება, რადგან ასეთ დროს მსაჯიც შენია, გულშემატკივარიც, ფედერაციაც, სახელმწიფოც და ყველა.

...უეფას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სერიოზული სამუშაოების ჩატარება მოგვიწევს. უპირველესი მოთხოვნა სპორტის სასახლეში უკეთესი პარკეტის დაგება და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა იყო; თბილისში კი უნდა ყოფილიყო საკმარისი რაოდენობის სასტუმრო, მათ შორის, დაბალი კლასის და კვების ობიექტები...

მოგვიწევს საფარის შეცვლა და ათასი სხვა დეტალის, რომ ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა. მაგრამ ახლა ყველაფერი ჩვენს ხელთ არის და უნდა მოვინდომოთ, უეფას მადლობა რომ დავიმსახუროთ. ტურნირს "ევროსპორტი" გადასცემს, უეფადან და თავად კლუბებიდან უამრავ სტუმარსა და გულშემატკივარს ველით.

მოკლედ, თბილისში დიდი ზეიმია მოსალოდნელი, რადგან ეს არის ფუტსალში ყველაზე მნიშვნელოვანი საკლუბო ტურნირი. იმედია, ამ დიდ წარმატებას უფრო დიდ სიხარულს "იბერია" დაამატებს...

ეს არის რეპეტიცია 2015 წლის სუპერთასისთვის. თავად სუპერთასი კი შესაძლოა, იყოს გამოცდა ევრო 2020-ის, ან ევრო 2024-ისთვის და დააკვირდებიან, ვართ თუ არა მზად მაღალი რანგის ტურნირების სამასპინძლოდ.

საერთოდ, ბოლო წლებში უეფას პოლიტიკა პატარა ქვეყნების წახალისებას გულისხმობს და წარმოუდგენელი არაფერია. დარწმუნებული ვარ, ასეთი ტურნირების მასპინძლობას თავს გავართმევთ. საამისოდ მხოლოდ გამოცდილება გვაკლია".

რევაზ არველაძე:

"გულშემატკივარს ასეთი ტურნირის თბილისში ხილვა სურდა და მიხარია, უეფამ ეს უფლება რომ დაგვითმო.

საერთოდ, ამ ორგანიზაციაში წარდგენილი 5 პროექტიდან 3 დაგვიმტკიცეს: ასაკობრივი ნაკრებების ორი შესარჩევი ტურნირი და ფუტსალის ოთხთა ფინალი. ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს ძალიან საამაყო ფაქტია".

ვახო წერეთელი:

"ეს ისეთი მნიშვნელოვანი ტურნირია, რომ "იბერია სტარი" აუცილებლად გაძლიერდება. ჯერ გვარებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ იანვრიდან ძლიერ ლეგიონერებს დავიმატებთ.

ცხადია, შეკრებასაც გავივლით, ტურნირებში მონაწილეობასაც ვგეგმავთ და იმედია, ოთხთა ფინალშიც ღირსეულად ვითამაშებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა